HR და ციფრული ტრანსფორმაცია
(1 და 2-წლიანი სამაგისტრო პროგრამები)
საქართველოს უნივერსიტეტში სწავლის უფლების მოპოვების მიზნით, მაგისტრანტობის კანდიდატი ვალდებულია:
გაიაროს საერთო სამაგისტრო გამოცდა;
ჩააბაროს უნივერსიტეტის მიერ განსაზღვრული გამოცდა ინგლისურ ენაში (იხილეთ ტესტის ნიმუში) ან წარმოადგინოს ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი შემდეგი სერტიფიკატები:
TOEFL IBT – მინიმალური ქულა - 80;
IELTS – მინიმალური ქულა - 6.5;
PTE General – მინიმალური დონე - B2;
FCE – მინიმალური დონე - B;
CPE – საკმარისია ჩაბარება;
CAE – საკმარისია ჩაბარება.
გაიაროს გასაუბრება სპეციალობის მიხედვით;
წარმოადგინოს 5 წლიანი სამუშაო გამოცდილების ცნობა (საჭიროა მხოლოდ ერთწლიანი სამაგისტრო პროგრამისთვის).
შენიშვნა: საქართველოს უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები ენის გამოცდიდან თავისუფლდებიან, თუ დახურული აქვთ ინგლისურის B2 დონე.
სტრატეგიული მენეჯმენტი და ლიდერობა;
თანამშრომელთა მოტივაცია და ჩართულობის მენეჯმენტი;
ორგანიზაციული კულტურა და ცვლილებების ლიდერობა;
ადამიანი ორგანიზაციაში;
ლიტერატურა:
Management, Stephen P. Robbins, Mary A. Coulter, Pearson ;
Management, Daft, R., Boston, Cengage;
Human Resource Management, Gary Dessler, Pearson;
მენეჯმენტის ფუნქციები;
ორგანიზაციის სტრატეგია;
მოტივაციის თეორიები მენეჯმენტში;
ორგანიზაციული სტრუქტურები;
ადამიანური რესურსები მართვის როლი და ფუნქციები ორგანიზაციაში;
თანამშრომელთა მოტივირება;
ლიტერატურა:
Management, Stephen P. Robbins, Mary A. Coulter, Pearson;
Management, Daft, R., Boston, Cengage;
Human Resource Management, Gary Dessler, Pearson;
საქართველოს უნივერსიტეტში მაგისტრანტთა რეგისტრაცია 2025 წლის 1 სექტემბერს იწყება და 10 სექტემბერს სრულდება.
რეგისტრაცია 18:00-21:00-მდე მიმდინარეობს ქ.თბილისში, კოსტავას 77ა-ში, 206-ე ოთახში.
რეგისტრაციისას კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს:
გამოცდის საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (20 ლარი);
საგამოცდო-საიდენტიფიკაციო ბარათი და ელ. ვერსია CD-ზე ჩაწერილი JPG ფორმატში;
პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და ელ. ვერსია CD-ზე ჩაწერილი JPG ფორმატში;
ბაკალავრის დიპლომის ნოტარიული ასლი და ელ. ვერსია CD-ზე ჩაწერილი JPG ფორმატში. (თუ დიპლომი უნივერსიტეტის მიერ ჯერ არ არის გაცემული, უნდა იქნას წარმოდგენილი ხარისხის მინიჭების ცნობა სველი ბეჭდით + ელ. ვერსია CD-ზე ჩაწერილი JPG ფორმატში);
სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ვაჟების შემთხვევაში) და ელ. ვერსია CD-ზე ჩაწერილი JPG ფორმატში;
ფოტოსურათი (3X4) 1 ცალი და ელ. ვერსია CD-ზე ჩაწერილი JPG ფორმატში;
CV ფოტოსურათით და სამოტივაციო წერილი (წარმოსადგენია მხოლოდ გასაუბრებაზე).
სასურველია ყველა სარეგისტრაციო დოკუმენტი ჩაწერილი იყოს ერთ CD-ზე.
ინგლისური ენის გამოცდა 2025 წლის 12 სექტემბერს, 11:00 საათზე ქ. თბილისში, კოსტავას 77ა-ში, IV სასწავლო კორპუსში, 407-ე აუდიტორიაში;
ინდივიდუალური გასაუბრებები 15,16 და 17 სექტემბერს ჩატარდება იმავე მისამართზე, 327-ე აუდიტორიაში. გასაუბრების ზუსტი დრო კანდიდატს წინასწარ ეცნობება.