27–28 მაისს საქართველოს უნივერსიტეტმა უმასპინძლა ASIIN Global University Network of Excellence (AGUNE)-ის საერთაშორისო კონფერენციას — Quality Assurance in the Digital Age: Academic Values, Learning Outcomes and Digital QA Tools.
კონფერენციამ ორი დღის განმავლობაში თავი მოუყარა სხვადასხვა ქვეყნის უმაღლესი განათლების სფეროს პროფესიონალებს, როგორც AGUNE-ის წევრი, ასევე სხვა უმაღლესი საგანმანათლებო დაწესებულებებიდან, ხარისხის სააგენტოებიდან და სხვა ორგანიზაციებიდან.
დისკუსიების მთავარი თემები იყო ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება უმაღლეს განათლებაში, მათთან დაკავშირებული ცვლილებები, შესაძლებლობები და გამოწვევები, მათი გავლენა ხარისხის უზრუნველყოფის პროცესებზე.
კონფერენციის ფარგლებში მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ მოხსენებების, პანელური დისკუსიების და პრაქტიკულ სესიების ფორმატში გაეცვალათ გამოცდილება. აღნიშნული მოიცავდა როგორც კონკრეტულ ინსტიტუციურ მაგალითებს, ასევე, უფრო ფართო დისკუსიას აკადემიური ღირებულებების და მიდგომების შესახებ.
ინსტიტუციური პრაქტიკიდან, მომხსენებლებმა ისაუბრეს:
ცალკე პანელური განხილვა დაეთმო ასევე ხარისხის სააგენტოების გამოცდილებას, რომელიც აერთიანებდა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისა და ASIIN-ის პრაქტიკის გაზიარებას.
ღონისძიებამ სხვა არაერთი საინტერესო მოხსენება და დისკუსია მოიცვა. ასევე, ხელი შეუწყო საერთაშორისო პროფესიული კავშირების გაღრმავებას, გამოცდილების გაცვლასა და ხარისხის უზრუნველყოფის სფეროში მომავალი თანამშრომლობის შესაძლებლობების გამოკვეთას.