ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

სიახლეები

SHARE ON


23 March 2026

Early Career Researchers Summer School

 

20-21 მარტს, საქართველოს უნივერსიტეტის, ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლის დირექტორი, თინათინ ღუდუშაური და უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, რევაზ ტაბატაძე დაესწრნენ ევროპის განათლების კვლევების ასოციაციის (EERA) კონგრესს,ბერლინში.

EERA-ს წარმომადგენლებმა მხარი დაუჭირეს ინიციატივას, რომლის მიხედვითაც „Early Career Researchers Summer School“ 2029-2030 წლებში ჩატარდება საქართველოში, საქართველოს უნივერსიტეტში. აღნიშნულ საზაფხულო სკოლაში მონაწილეობას მიიღებენ დარგის წამყვანი სპეციალისტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, რაც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ახალგაზრდა მკვლევართა პროფესიულ განვითარებაში, საერთაშორისო აკადემიურ სივრცეში ინტეგრაციასა და კვლევითი უნარების გაღრმავებაში. კონგრესის ფარგლებში მიღწეული ეს შეთანხმება, საქართველოს განათლების ინტერდისციპლური კვლევების ასოციაციისა და საქართველოს უნივერსიტეტის მნიშვნელოვანი აღიარება საერთაშორისო დონეზე.

ასევე, გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმები ევროპის ქვეყნების განათლების კვლევით ასოციაციებთან, რაც მოიცავს ერთობლივი კვლევითი პროექტების განხორციელებას, აკადემიური რესურსების გაზიარებასა და სამეცნიერო აქტივობების გაძლიერებას. შეთანხმების ფარგლებში განსაკუთრებული მხარდაჭერა გაეწევათ ასოციაციისა და საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებსა და დოქტორანტებს. მათ ექნებათ შესაძლებლობა, საკუთარი კვლევები საერთაშორისო ჟურნალებში უფასოდ გამოაქვეყნონ, ასევე მიიღონ დამატებითი აკადემიური და მენტორული მხარდაჭერა როგორც EERA-ს, ასევე მისი წევრი ასოციაციების წარმომადგენლების მხრიდან.

აღნიშნული მიღწევები მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოს აკადემიური სივრცის ინტერნაციონალიზაციასა და განათლების კვლევების ხარისხის ზრდას.

 






ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი