2026 წლის 12–20 ივლისს, ჩინეთის ქალაქ შენჟენში, გაიმართა მე-9 ეკონომიკის საერთაშორისო ოლიმპიადა (International Economics Olympiad – IEO 2026), რომელიც ეკონომიკის, ფინანსებისა და ბიზნესის მიმართულებით მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული სასკოლო კონკურსია. წელს ოლიმპიადაში მონაწილეობა 60-მდე ქვეყნის წარმომადგენლებმა მიიღეს. მათ შორის იყო ქართველი მოსწავლეებისგან დაკომპლექტებული გუნდი, რომელთა ჩართულობაც საქართველოს უნივერსიტეტმა უზრუნველყო.
საქართველოს უნივერსიტეტის დაფინანსებითა და უნივერსიტეტის პროფესორების მენტორობით, საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ოლიმპიადაზე ხუთმა მოსწავლემ იასპარეზა:
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრების წევრმა, ბარბარე მხეიძემ ვერცხლის მედალი მოიპოვა, რაც თავის მხრივ მნიშვნელოვანი საერთაშორისო წარმატებაა.