საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალში - Environmental Epidemiology გამოქვეყნდა საქართველოს უნივერსიტეტის ჯანმრთელობის მეცნიერებების სკოლის დოქტორანტის, სოფია სიხარულიძის და ამავე სკოლის ასოცირებული პროფესორის, თინათინ მანჯავიძის მორიგი სტატია - Sociodemographic and Maternal Predictors of Elevated Blood Lead Levels During Pregnancy in Adjara, რომელიც ეხება ორსულობისას სისხლში ტყვიის მომატებულ კონცენტრაციასთან ასოცირებულ ფაქტორებს.
კვლევის ფარგლებში, გამოყენებული იყო 8000-ზე მეტი ორსულის მონაცემები დაბადების რეგისტრიდან და აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის პროგრამის ბაზიდან ორსულობისას ტყვიის კონცენტრაციის შესახებ.
გაერთიანებულ მონაცემებზე დაყრდნობით დადგინდა, რომ ორსულთა 50%-ში სისხლში ტყვიის კონცენტრაცია აღემატებოდა 5 მკგ/დლ-ს, ხოლო 14%-ში - ≥10 მკგ/დლ-ს, რაც ტყვიის ზემოქმედების მნიშვნელოვანი ტვირთის არსებობაზე მიუთითებს.
სტატიის ბმული: https://journals.lww.com/.../sociodemographic_and...