საქართველოს უნივერსიტეტის სტრატეგიული კომუნიკაციების პროგრამის სტუდენტებმა, მიიღეს მონაწილეობა საერთაშორისო პროექტში - “Creative Campaign Creation – Izmir (Turkey)”, რომელიც გაიმართა იზმირში, თურქეთში.
პროექტი საერთაშორისო ევროპული უნივერსიტეტებისა და ინდუსტრიული პარტნიორების თანამშრომლობით განხორციელდა და რეალურ ბიზნესქეისზე მუშაობას მოიცავდა.
პროექტის ფარგლებში სტუდენტები საერთაშორისო გუნდებში გაერთიანდნენ და იმუშავეს ბრენდისთვის კრეატიული საკომუნიკაციო კამპანიების შექმნაზე. სამუშაო პროცესი ეფუძნებოდა რეალურ ქეისს - გლობალურ ბაზრებზე წარმოდგენილ ბურგერების ქსელ Ohannesburger-ს, რომელიც დიდ ბრიტანეთსა და თურქეთში ოპერირებს. Სტრატეგიული კომუნიკაციების პროგრამის სტუდენტებმა: სალომე ხაბურძანიამ, მარიამ ტუშურმა და ქეთევან ხალვაშმა საერთაშორისო სტუდენტებთან ერთად შეიმუშავეს კამპანიის იდეები, სტრატეგიული კომუნიკაციის გადაწყვეტები და პროექტის ფინალურ ეტაპზე საკუთარი ნამუშევრები წარადგინეს.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი საერთაშორისო პრაქტიკული პროექტები სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას:
პროექტი საქართველოს უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა სკოლისა და EUPRERA-ს (European Public Relations Education and Research Association) თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდა, ხოლო სტუდენტების მონაწილეობა სრულად დაფინანსდა საქართველოს უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა სკოლის მიერ.