30 ივნისს, საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა ჯანმრთელობის მეცნიერებების სკოლის, პროფესორის, კახაბერ ჯაყელის ხუთი სამეცნიერო წიგნის პრეზენტაცია.
ღონისძიების ფარგლებში, მოწვეული საზოგადოება გაეცნო პროფესორ კახაბერ ჯაყელის მიერ 2023–2026 წლებში აშშ-ში, საერთაშორისო აკადემიური გამომცემლობის, IGI Global-ის მიერ გამოცემულ ხუთ ინგლისურენოვან სამეცნიერო ნაშრომს, რომლებიც ჯანდაცვის, მარკეტინგის, ციფრული ტრანსფორმაციისა და ხელოვნური ინტელექტის მიმართულებებს აერთიანებს. აღსანიშნავია, რომ სამეცნიერო გამომცემლობა ICI GLOBAL Scientific Publishing არის აშშ-ში დაფუძნებული, დამოუკიდებელი აკადემიური გამომცემლობა, რომლის შტაბ - ბინა მდებარეობს პენსილვანიაში. გამომცემლობა ფოკუსირებულია ბიზნესსა და მენეჯმენტზე, მეცნიერებაზე, ტექნოლოგიასა და მედიცინაზე (STM), ასევე განათლებასა და სოციალურ მეცნიერებებზე. სწორედ ამ წამყვანი გამომცემლობის დაინტერესების საგანს წარმოადგენს, ბატონი კახა ჯაყელის ნაშრომები, რაც აერთიანებს სტატიებსა და მეცნიერულ კვლევებს.
გამოცემული წიგნებია: