ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

სიახლეები

SHARE ON


24 November 2025

ტოლერანტობის კვირეული 2025

 

17 ნოემბრიდან - 21 ნოემბრის ჩათვლით, საქართველოს უნივერსიტეტში ტოლერანტობის კვირეული გაიმართა, ტრადიციულად, ღონისძიება ტოლერანტობის საერთაშორისო დღისადმი იყო მიძღვნილი და მოიცავდა, როგორც გასართობ ასევე შემეცნებით აქტივობებს, სტუდენტებისათვის.

კვირეულის პირველი დღე კინოჩვენებას დაეთმო, სადაც სტუდენტების შერჩეული ფილმი გაეშვა, სათაურით: "Green Book". აქტივობებს შორის იყო სტუდენტური დებატები - რექტორთან, სახელწოდებით "რევანში".

საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტების მიერ წარმოდგენილმა დებატების კლუბმა, ტოლერანტობის კვირეულთან დაკავშირებით, სტუდენტური დებატები გამართა, რეზოლუციით - ქართველი ერი არ არის ტოლერანტი. სტუდენტებს ოპონირებას საქართველოს უნივერსიტეტის რექტორი-კონსტანტინე თოფურია და საქართველოს უნივერსიტეტის ხარისხის მართვის სამსახურის უფროსი - არჩილ ჯანგირაშვილი უწევდნენ. "რევანშის" პირობებში გამარჯვებული სტუდენტების გუნდი გახდა.

კვირეულის ფარგლებში გაიმართა პოსტერების კონკურსიც, სტუდენტებმა ტოლერანტობის თემის ინსპირაციით შექმნეს პოსტერები, რომელიც უნივერსიტეტის მიერ შერჩეულმა, სპეციალურმა ჟიურიმ, შესაბამისი კრიტერიუმების გათვალისწინებით ( შესრულების ტექნიკა, შინაარსობრივი თანხვედრა, ნამუშევრის სირთულე ) გადაარჩია და მათ შორის სამი საუკეთესო პოსტერის ავტორი დააჯილოვა.

I ადგილი - Anupa Justin

II ადგილი - სალომე ხუტაშვილი

III ადგილი - ელენე ფიცხელაშვილი

 

ხოლო, 21 ნოემბერს გაიმართა ტოლერანტობის კვირეულის დასკვნითი ღონისძიება, რომელიც დაეთმო თემას - ტოლერანტობა ლიტერატურაში, საქართველოს უნივერსიტეტისა და საქართველოს წიგნის ასოციაციის თანამშრომლობით ჩატარდა დისკუსია თემაზე "ტოლერანტობა ლიტერატურაში - ემპათიის და სხვისი აღიარების ძალა“.

მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ წარმომადგენლები გამომცემლობებიდან:  "მედუზა", "სულაკაური", "ზებრა", "ინდიგო" - რომელთაც ღია დისკუსიის პირობებში განიხილეს თანამედროვე ლიტერატურის როლი ტოლერანტული საზოგადოების განვითარების ვექტორად. 






ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი