ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

ნიკოლოზ ჯავშანაშვილი
მოწვეული ლექტორი
დოქტორი
არქიტექტურისა და დიზაინის დეპარტამენტი
ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლა


განათლება  
გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაცია (UNIDO) - რესურსების ეფექტურობა და სუფთა წარმოება - ხარისხის გარეშე - 05/01/2014 - 09/30/2014
TIKA, JIKA, GDRE - ენერგოეფექტურობა და ენერგიის მართვა მრეწველობაში - ხარისხის გარეშე - 05/04/2015 - 05/15/2015
Fraunhofer IBP - შენობების ენერგოეფექტურობის სერთიფიცირება - ხარისხის გარეშე - 06/01/2022 - 06/30/2023
JICA - ენერგოეფექტურობის და ენერგიის დაზოგვის ხელშეწყობა - ხარისხის გარეშე - 06/04/2018 - 06/29/2018
Allplan GmbH - ენერგო აუდიტორების ტრენინგი - ხარისხის გარეშე - 07/02/2018 - 07/31/2018
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი - ენერგეტიკის - დოქტორი - 09/01/2011 - 07/03/2014
USAID - ენერგიის სამომხმარებლო მენეჯმენტი - ხარისხის გარეშე - 09/01/2011 - 09/30/2012
გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაცია (UNIDO) - ენერგიის მენეჯმენტის სისტემები (EnMS) ISO 50001 - ხარისხის გარეშე - 10/09/2017 - 03/11/2019
პუბლიკაციები  
Liquid Piston Stirling Engine with Parallel Scheme of the Several Units of the Compression-Expansion Elements - 2021
სახელმძღვანელო: ენერგოაუდიტი საქართველოს საყოფაცხოვრებო სექტორში - 2021
Determining Heat Losses from the Building Envelope Using the Non-Stationary Method - 2023
კონფერენციები  
1st International Congress on Energy Systems Engineering - 18-10-2024
1st International Congress on Energy Systems Engineering - 18-10-2024
სამეცნიერო პროექტები  
ენერგო ეფექტური სამშენებლო მასალა - ფიქალის ფოროვანი ბლოკი - 2015
ენერგოეფექტური და დაბალ ემისიური წვის დანადგარი. - 2022-2024
კურსები  
ენერგოეფექტურობა მშენებლობაში-ARCT1818 (  2024/2025; )
ცხრილი  
ენერგოეფექტურობა მშენებლობაში-ARCT1818
ნიკოლოზ ჯავშანაშვილი გახლავთ ენერგო მრჩეველი საქართველოს ხელმძღვანელი 2018 წლიდან. 2014-2024 წლებში ენერგეტიკული მიმართულებით უძღვებოდა სალექციო კურსს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტზე და პარალელურად სხვადასხვა ფოკუს ჯგუფებისთვის ატარებდა ტრენინგებს. მას აქვს ადგილობრივ ენერგო ექსპერტად/კონსულტანტად მუშაობის 15 წლიანი გამოცდილება ისეთ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, როგორებიცაა: USAID, UNIDO, UNDP, UNECE, UNESCAP, EBRD, NIRAS, GIZ, პოლონეთის სოლიდარობის ფონდი და ენერგეტიკული გაერთიანება. ასევე, იგი 2019 წლიდან დღემდე აქტიურად უწევს ინსპექტირებას/კონსულტაციას საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს სკოლებისა და ბაღების რეაბილიტაციისა თუ ახალი მშენებლობის პროექტებში, როგორც შენობების ენერგოეფექტურობის ექსპერტი. ასევე, მას მონაწილეობა მიღებული აქვს ენერგოეტიკეტირების კანონის, ენერგოეფექტურობისა და შენობების ენერგოეფექტურობის კანონების, ენერგეტიკისა და კლიმატის ეროვნული ინტეგრირებული გეგმის შემუშავებაში. 2014 წლიდან ნიკოლოზი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტიდან ფლობს ენერგეტიკის და ელექტროინჟინერიის დოქტორის ხარისხს. გარდა ამისა, იგი ფლობს შემდეგი საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გაცემულ სერთიფიკატებს: გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაცია (UNIDO), იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტო (JICA), თურქეთის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტო (TIKA), გერმანული ინსტიტუცია Fraunhofer Institute for Building Physics, ავსტრიული ორგანიზაცია Allplan GmbH, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID). ნიკოლოზს წარმატებით აქვს გავლილი შემდეგი კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები: 2023 წელს - შენობების ენერგოეფექტურობის სერთიფიცირება, 2019 წელს - ენერგიის მენეჯმენტის სიტემები (EnMS - ISO 50001), 2018 წელს იაპონიაში - ენერგოეფეტურობის და ენერგიის დაზოგვის ხელშეწყობა, ასევე 2018 წელს - ენერგო აუდიტორების ტრენინგი, 2015 წელს თურქეთში - ენერგოეფექტურობა და ენერგიის მენეჯმენტი მრეწველობაში, 2014 წელს - რესურსების ეფექტურობა და სუფთა წარმოება (RECP) და 2012 წელს - ენერგიის სამომხმარებლო მენეჯმენტი. იგი აქტიურად მოღვაწეობს სამეცნიერო მიმართულებითაც, კერძოდ კი მონაწილეობა მიღებული აქვს სხვადასხვა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში, ასევე გახლავთ ავტორი სამეცნიერო სტატიებისა, მისი აქტიური ჩართულობით შეიქმნა ენერგო ეფექტური სამშენებლო მასალა და ენერგოეფექტური-დაბალემისიური წვის დანადგარი.





ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი