ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

საქართველოს უნივერსიტეტი

ქართულ ამერიკული კინოაკადემია

აკადემიის შესახებ

საქართველოს უნივერსიტეტთან არსებული ქართულ-ამერიკული კინო აკადემია შეიქმნა ნიუ იორკის ფილმის აკადემიისა და ლოს ანჯელესის კინოსკოლის მაგალითზე იმ მიზნით, რომ ქვეყანაში და რეგიონში მცხოვრებ საზოგადოებას მიეცეს უნიკალური საშუალება, უმაღლეს დონეზე, სიღრმისეულად დაეუფლოს ფილმის წარმოების სფეროს და შედეგად, მიიღოს არა  მხოლოდ დასავლური სტანდარტის ცოდნა, არამედ შეიქმნას საკუთარი პორტფოლიო, სწავლის განმავლობაში ფილმის გადაღების პროცესში რეალური ჩართულობით. 

ქართულ ამერიკული კინო აკადემია ერთადერთია საქართველოსა და რეგიონში, სადაც კინოწარმოებით დაინტერესებული ადამიანი შეძლებს შეიძინოს სრულყოფილი პრაქტიკული ცონდა, ფილმის წარმოების ყველა ასპექტში - გადაღებიდან დისტრიბუციამდე.  სტუდენტები ასევე შეიძენენ პროდიუსერისთვის აუცილებელ ცოდნასა და გამოცდილებას და გაიგებენ ყველაფერს, რაც ფილმის წარმატებისთვის არის საჭირო. აკადემიაში არსებული უახლესი მაღალტექნოლოგიური თანამედროვე აღჭურვილობა საოპერატორო, სამონტაჟო, გახმოვანებისა თუ განათების საჭიროებებისთვის, აძლევს სტუდენტს უნიკალურ საშუალებას დაეუფლოს პროფესიას არა მხოლოდ თეორიულად, არამედ უშუალოდ ფილმის გადაღების პროცესში აქტიური  ჩართულობით, გადაღებისთვის, განათებისთვის, მონტაჟისთვის, გახმოვანებისთვის საჭირო ტექნიკის და შესაბამისი აპარატურის გამოყენებით.   პროფესიონალი პრაქტიკოსი ლექტორების მენტორობით და მათგან მიღებული ცოდნით კურსდამთავრებული თავდაჯერებულად შეძლებს ინდუსტრიაში თავის დამკვიდრებას.

რას ვისწავლი?

კინოწარმოების სამაგისტრო პროგრამის და სასერტიფიკატო კურსის ფარგლებში, სტუდენტები ისწავლიან ამბის გადმოცემას აუდიო-ვიზუალური ხელოვნების საშუალებით, იქნება ეს ფილმის, სარეკლამო ვიდეო რგოლის თუ სხვა ტიპის  ვიდეო კონტენტის ფარგლებში.  სტუდენტები აითვისებენ სცენარს წერის ტექნიკას და საკუთარი მოკლემეტრაჟიანი აუდიო-ვიზუალური პროდუქტის შექმნისას, მოირგებენ რეჟისორის, ოპერატორის და მემონტაჟეს ფუნქციას.  ასევე ჩაერთვებიან სხვა სტუდენტების მოკლემეტრაჟიანი ფილმის წარმოების პროცესში. ისინი გაეცნობიან კინოწარმოების ჯგუფის ყველა წევრისს მუშაობის სპეციფიკას.  სწორედ ეს ცოდნა და გამოცდილება ჩამოაყალიბებს კარგად ერუდირებულ და სრულყოფილად გარკვეულ კინომეწარმეს, რომელიც მზად არის თავდაჯერებულად დაიმკვიდროს თავი ამ ინდუსტრიაში.  რაც მთავარია, განათლების პროცესში სტუდენტები შეიძენენ ფასდაუდებელ პროფესიონალურ უნარებს და ჩამოაყალიბებენ სამუშაო ურთიერთობებს თანაკურსელებთან და ლექტორებთან.

პროგრამის ავტორები

კინოწარმოების პროგრამის ავტორია ცნობილი ქართველი კინომეწარმე - პროდიუსერი, სცენარისტი და რეჟისორი - მირზა (პაპუნა) დავითაია, რომელიც 1993 წლიდან მუშაობდა ევროპის სხვადასხვა კინო სტუდიაში.  იგი გახლავთ ოსკარის ნომინანტის, ზაზა ურუშაძის მხატვრული ფილმების „ანტონი“-ს პროდიუსერი, რომლებმაც მსოფლიო აღიარება მოიპოვეს.  მირზა დავითაია გახლავთ საქართველოში გადაღებული ჰოლივუდური ბლოქბასტერის „აგვისტოს 5 დღე“-ს პროდიუსერი.   2016 წელს მირზა დავითაიამ შექმნა გრაფიკული ნოველა „ვეფხისტყაოსანი“, რამაც საზოგადოებრივი მაუწყებლის წლის საუკეთესო ლიტერატურული ნამუშევრის ნომინაცია მოიპოვა.  2020 – 2021 წლებში მირზამ როგორც პროდიუსერმა და სცენარისტმა იმუშავე ქართულ-უკრაინულ ფილმებზე „ჰაჯიბეის ციხესიმაგრე“ და „ვიწრო ხიდი“.

პროგრამის შექმნაში ჩართულნი იყვნენ ინდუსტრიის წამყვანი პროფესიონალები დიდი გამოცდილებით, რომლებსაც გააჩნიათ სფეროს ზედმიწევნითი ცოდნა და ზუსტად იციან, თუ რა სჭირდება სტუდენტს, წარმატების მისაღწევად.

პროგრამის შეიქმნა დასაქმების ბაზრის კვლევის საფუძველზე, შესაბამისად, სასწავლო კურიკულუმი და პრაქტიკული სწავლების კომპონენტი სრულად ითვალისწინებს დასაქმების ბაზარზე არსებულ მოთხოვნებს, საჭიროებებს და ცოდნის დეფიციტს. 

ამჟამად, გარდა სამაგისტრო პროგრამისა, კინო აკადემია სტუდენტებს  სთავაზობს კინოწარმოების 12 კვირიან სასერტიფიკატო კურსებსაც. 

რას მოგცემთ სწავლა ქართულ ამერიკულ კინო აკადემიაში?

  1. სფეროში წამყვანი ლექტორები - აკადემიაში გასწავლიან კინოინდუსტრიაში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ლექტორები, რომლებიც იქნებიან თქვენი მენტორები, გაგიზიარებენ პირად გამოცდილებას, მოგცემენ მაღალი დონის პრაქტიკულ ცოდნას და ამით, მაქსიმალურად მოგამზადებენ კარიერული წარმატებისთვის.
  2. ინტენსიური პრაქტიკა - სწავლის პროცესში ძირითადი აქცენტი გაკეთდება ინტენსიურ პრაქტიკაზე, უახლესი კინო-ტექნიკის გამოყენებით. თქვენ იმუშავებთ მოკლემეტრაჟიანი ფილმების გადაღებაზე და გამოიყენებთ ინდუსტრიაში არსებულ ყველაზე თანამედროვე ტექნიკას. ამით, თქვენ მიიღებთ ისეთ ცოდნას, რაც ყველაზე მოთხოვნადია შრომის ბაზარზე.
  3. პერსონალური პორტფოლიო - თქვენ იმუშავებთ 2 მოკლემეტრაჟიანი ფილმის გადაღებაზე და შედეგად, გექნებათ საკუთარი პორტფოლიო, რაც ყველაზე საჭიროა ინდუსტრიაში (არა მხოლოდ კინოწარმოების, არამედ სატელევიზიო, სარეკლამო და სხვა სფეროებში) თავის წარმოსაჩენად და დასასაქმებლად.
  4. პრესტიჟული უნივერსიტეტის სერტიფიკატი - საქართველოს უნივერსიტეტი აღიარებულია, როგორც ყველაზე რეიტინგული კერძო უნივერისტეტი საქართველოში და შედის რეგიონული უნივერსიტეტების ტოპ ათეულში. ქართულ ამერიკული კინო აკადემიის სასწავლო პროგრამა შექმნილია ინდუსტრიაში მოქმედი უმაღლესი დონის პროფესიონალების მიერ, ამიტომ აქ, ხარისხი გარანტირებულია.






ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge, ug@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge, ug@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი