ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

ვაკანსია

ღონისძიებებისა და პროტოკოლის სამსახურის ასისტენტი

26 October 2026
საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს აქვთ შესაძლებლობა განაცხადი გააკეთონ საქართველოს უნივერსიტეტში  ღონისძიებებისა და პროტოკოლის სამსახურის ასისტენტის პოზიციაზე. 
 
ძირითადი მოვალეობები:
  • ღონისძიებებისა და ოფიციალური შეხვედრების დაგეგმვასა და ორგანიზებაში მონაწილეობა;
  • სტუმრების მიღების, რეგისტრაციის, განთავსებისა და გადაადგილების კოორდინაცია;
  • პროტოკოლური წესების დაცვაში ხელშეწყობა და ღონისძიების სცენარის შესაბამისად საორგანიზაციო საკითხების შესრულება;
  • ღონისძიებისთვის საჭირო სივრცის, ინვენტარის, ტექნიკური და სხვა რესურსების მომზადების კონტროლი;
  • მომწოდებლებთან, პარტნიორებთან და უნივერსიტეტის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან კომუნიკაცია;
  • მოსაწვევების, სტუმართა სიების, განრიგებისა და სხვა სამუშაო დოკუმენტაციის მომზადება და განახლება;
  • ღონისძიების მიმდინარეობისას წარმოქმნილ საორგანიზაციო საკითხებზე ოპერატიული რეაგირება;
  • სამსახურის ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრული სხვა დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.
 
საჭირო უნარები:
  • გამართული წერითი და ზეპირი კომუნიკაცია;
  • ორგანიზებულობა, დროის მართვა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • გუნდური მუშაობისა და სტრესულ გარემოში ეფექტიანი მოქმედების უნარი;
  • კონფიდენციალურობის დაცვა და მოქნილი სამუშაო გრაფიკით მუშაობის მზადყოფნა.
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • სასურველია ჰუმანიტარული, სოციალური მეცნიერებების, საზოგადოებასთან ურთიერთობის, მენეჯმენტის ან მონათესავე მიმართულების სტუდენტი ან კურსდამთავრებული;
  • ღონისძიებების ორგანიზების ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა.
 
სამუშაო პირობები:
სამუშაო ადგილი: საქართველოს უნივერსიტეტი;
ანაზღაურება: შეთანხმებით;
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე, 2 დასვენების დღით. შაბათ-კვირას ღონისძიებების ჩატარების შემთხვევაში, შესაძლოა საჭირო გახდეს თანამშრომლის მუშაობა შაბათს ან კვირას. ასეთ დროს სამუშაო დღეები გადანაწილდება გუნდის თანამშრომელს შორის, წინასწარ შეთანხმებული გრაფიკის შესაბამისად, ხოლო შაბათ-კვირას მუშაობის სანაცვლოდ თანამშრომელს დასვენების დღე მიეცემა კვირის სხვა დღეს.
 
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 6 ნოემბერი.
 
დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, მოგვმართოთ კარიერული განვითარების და დასაქმების სამსახურში. აქვე ხელმისაწვდომია პროფესიონალური კონსულტაცია იმისათვის, რომ წარმატებით წარდგეთ დამსაქმებლის წინაშე.
საკონტაქტო ინფორმაცია:
E-mail: career@ug.edu.ge
Tel: +995 511 30 27 47
მისამართი: საქართველოს უნივერსიტეტი, IV კორპუსი, ოთახი 108ა
SHARE ON







ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი