გაცვლითი პროგრამები
პროგრამის აღწერა |
საქართველოს უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო სტუდენტების სამსახური აცხადებს მიღებას Erasmus+ Key Action 171 გაცვლით პროგრამას საპიენცას უნივერსიტეტში, რომი, იტალია.
იხილეთ უნივერსიტეტის ვებ-გვერდი - https://www.uniroma1.it/en/pagina-strutturale/home
პროგრამის ფარგლებში შერჩეული სტუდენტები ისწავლიან საპიენცას უნივერსიტეტში 1 სემესტრის განმავლობაში (გაზაფხულის სემესტრი - 2023-2024 აკადემიური წელი)
გაცვლითი პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული იქნება:
· მგზავრობის ხარჯები; · ყოველთვიური სტიპენდია; · სწავლის საფასური;
საპიენცას 2023-2024 წლის გაზაფხულის სემესტრისთვის გაცვლითი პროგრამით ვერ ისარგებლებენ ჯანმრთელობის მეცნიერებების სკოლის პროგრამების სტუდენტები.
*აპლიკაცის შემოტანა არ შეუძლიათ:
· საბაკალავრო პროგრამის პირველი კურსის, პირველი სემესტრის სტუდენტებს; · იმ სტუდენტებს, რომელთათვისაც 2023-2024 აკადემიური წლის გაზაფხულის სემესტრი წარმოადგენს საბაკალავრო ან სამაგისტრო პროგრამის სწავლების ბოლო, დამამთავრებელ სემესტრს; · სტუდენტებს, რომლებსაც აპლიკაციის გამოგზავნის მომენტში არ აქვთ საქართველოს უნივერსიტეტში აქტიური სტუდენტის სტატუსი.
|
სასწავლო შემოთავაზება |
საპიენცას უნვიერსიტეტის მიერ 2023-2024 აკადემიური წლის გაზაფხულის სემესტრისთვის შემოთავაზებული ინგლისურენოვანი საგნების ჩამონათვალი იხილეთ აქ - https://corsidilaurea.uniroma1.it/en
გაცვლითი სემესტრის დასრულების შემდგომ საგნების ჩათვლა მოხდება საქართველოს უნივერსიტეტის სისტემის მიხედვით, შესაბამისად საგნებს მიენიჭებათ საქართველოს უნივერსიტეტში შესაბამისი საგნისთვის მინიჭებული კრედიტების რაოდენობა. საგნების შერჩევისთვის კონსულტაციისთვის სტუდენტმა უნდა მიმართოს შესაბამის სკოლას.
|
საცხოვრებელი |
საპიენცას უნივერსიტეტის სტუდენტებს შეუძლიათ ისარგებლონ უნივერსიტეტის მიერ რეკომენდირებული საცხოვრებლებით: https://www.uniroma1.it/en/pagina/student-housing
სტუდენტებს ასევე აქვთ უფლება და შესაძლებლობა დამოუკიდებლად შეარჩიონ მათთვის სასურველი საცხოვრებლის სხვა ფორმა
|
სწავლების ენა |
სტუდენტებს ეძლევათ საშუალება ისწავლონ საპიენცას უნივერსიტეტში ინგლისურ ან იტალიურ ენაზე. სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს ენის დამადასტურებელი სერტიფიკატი იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს უნივერსიტეტში არ აქვს დასრულებული ინგლისურის ან იტალიურის B2/2 დონე.
იტალიურ ენაზე სწავლის სურვილის შემთხვევაში სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს იტალიური ენის CEFR B2 დონის ეკვივალენტი საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატი.
ინგლისურ ენაზე სწავლის სურვილის შემთხვევაში სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს ინგლისური ენის CEFR B2 დონის ეკვივალენტი საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატი. სერტიფიკატის წარმოდგენა სავალდებულო არ არის მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი სტუდენტს საქართველოს უნვიერსიტეტში დასრულებული აქვს ინგლისური ენის B2/2 დონე აპლიკაციის შემოტანის მომენტში.
თუკი სტუდენტი არ ფლობს საერთაშორისოდ აღიარებულ სერტიფიკატს და აპლიკაციის შემოტანის მომენტში არ აქვს დასრულებული ინგლისური ენის B2/2 დონე საქართველოს უნივერსიტეტში, შესაძლებელია ინგლისური ენის დამადასტურებელი სერტიფიკატის მოპოვება ტესტირების საფუძველზე.
ტესტირება ინგლისური ენის B2 დონისთვის ჩატარდება უახლოეს მომავალში, შეტყობინებას ამასთან დაკავშირებით მიიღებთ MY UG მესიჯების საშუალებით.
|
წარმოსადგენი საბუთები |
სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები ინგლისურ ენაზე: · აპლიკაციის ფორმა - https://bit.ly/3Aa7K7w · სამოტივაციო წერილი · CV (Europass ფორმატი - https://europa.eu/europass/en/create-europass-cv) · მიმართვის წერილი შესაბამისი სკოლიდან (გთხოვთ, მიმართეთ შესაბამისი სკოლის ასისტენტს) · ინგლისური ან იტალიური ენის B2 დონის დამადასტურებელი სერტიფიკატი - TOEFL, IELTS ან სხვა საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატი (თუკი სტუდენტს დასრულებული აქვს B2/2 დონე საქართველოს უნივერსიტეტში ან წარმატებით გაივლის გაცვლითი პროგრამისთვის დანიშნულ ინგლისურის ტესტირებას, სერტიფიკატის წარმოდგენა არაა საჭირო) · პირადობის დამადასტურებელი მოწმობა/პასპორტი (ელ.ვერსია)
|
აპლიკაციების მიღების ვადა |
აპლიკაციისთვის საჭიროა შემდეგი ფორმის შევსება: https://forms.gle/4AY12qCjBoPYqK9f8
სტუდენტმა საბუთები უნდა წარმოადგინოს ელექტრონული სახით 8 ოქტომბრის ჩათვლით.
|
საკონტაქტო პირი |
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ: მარიამ რევაზიშვილი +995 598121513
|