გაცვლითი პროგრამები
პროგრამის აღწერა |
საქართველოს უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო სტუდენტების სამსახური აცხადებს ინდივიდუალურ გაცვლით პროგრამას ESPM უნივერსიტეტში, ბრაზილიაში.
იხილეთ უნივერსიტეტის ვებ-გვერდი - https://www.espm.br/en/
პროგრამის ფარგლებში შერჩეული სტუდენტები ისწავლიან ESPM უნივერსიტეტში 1 სემესტრის განმავლობაში (შემოდგომის სემესტრი 2025-26 აკადემიური წელი)
გაცვლითი პროგრამის ფარგლებში სტუდენტი მიმღებ უნივერსიტეტში არ იხდის სწავლის საფასურს, თუმცა საქართველოს უნივერსიტეტში ფარავს აღიარებული კრედიტების საფასურს.
გაცვლითი პროგრამა არ მოიცავს : · მგზავრობისა და ვიზის ხარჯებს; · საცხოვრებლისა თუ სხვა ყოველდღიურ ხარჯებს.
მაღალი აკადემიური მოსწრების შემთხვევაში საქართველოს უნივერსიტეტი სრულად დააფინანსებს საცხოვრებლის ხარჯებს.
*აპლიკაციის შემოტანა არ შეუძლიათ: · საბაკალავრო პროგრამის პირველი სემესტრის სტუდენტებს; · იმ სტუდენტებს, რომელთათვისაც 2025-26 აკადემიური წლის შემოდგომის სემესტრი წარმოადგენს საბაკალავრო ან სამაგისტრო პროგრამის სწავლების ბოლო, დამამთავრებელ სემესტრს; · სტუდენტებს, რომლებსაც აპლიკაციის გამოგზავნის მომენტში არ აქვთ საქართველოს უნივერსიტეტში აქტიური სტუდენტის სტატუსი.
|
სასწავლო შემოთავაზება |
ESPM უნვიერსიტეტში არსებული ფაკულტეტებისა და საგნების ჩამონათვალი იხილეთ აქ: https://international.espm.br/international-students/
სტუდენტებს შეუძლიათ საგნების შერჩევა სხვადასხვა პროგრამებიდან, თუმცა საგნების უმრავლესობა უნდა იყოს ერთი პროგრამიდან.
გაცვლითი სემესტრის დასრულების შემდგომ საგნების ჩათვლა მოხდება საქართველოს უნივერსიტეტის სისტემის მიხედვით, შესაბამისად საგნებს მიენიჭებათ საქართველოს უნივერსიტეტში შესაბამისი საგნისთვის მინიჭებული კრედიტების რაოდენობა.სტუდენტი მიმღებ უნივერსიტეტში არ იხდის სწავლის საფასურს, თუმცა საქართველოს უნივერსიტეტში ფარავს აღიარებული კრედიტების საფასურს.
|
საცხოვრებელი |
ESPM უნივერსიტეტი არ სთავაზობს სტუდენტებს საერთო საცხოვრებელს, თუმცა გამოთქვამს მზაობას დაეხმაროს სტუდენტებს სხვადასხვა ტიპის საცხოვრებლის მოძიებაში. სტუდენტი თავისუფალია დამოუკიდებლად მოიძიოს მისთვის სასრუველი ნებისმიერი სხვა სახის საცხოვრებელი.
https://international.espm.br/about/espm-campuses/
|
ენის მოთხოვნები |
სტუდენტებს ეძლევათ საშუალება ისწავლონ კრაიოვას უნივერსიტეტში ინგლისურ ენაზე. სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს საერთაშორისოდ აღიარებული ენის დამადასტურებელი სერტიფიკატი იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს უნივერსიტეტში არ აქვს დასრულებული ინგლისურის B2/2 დონე.
იმ შემთხვევაში თუ სტუდენტს სურს საგნების ესპანურ ენაზე გავლა - საჭიროა სტუდენტმა წარმოადგინოს ესპანური ენის B2/2 დონის სერთიფიკატი.
ასევე, თუ სტუდენტს სურს საგნების პორტუგალიურ ენაზე გავლა - საჭიროა სტუდენტმა წარმოადგინოს პორტუგალიური ენის B2/2 დონის სერთიფიკატი.
სერტიფიკატის არ წარმოდგენის შემთხვევაში, სტუდენტის ინგლისური ენის ფლობის შესაფასებლად გამოიყენება მის მიერ საქართველოს უნივერსიტეტში გავლილი ინგლისური ენის საგნების საშუალო შეფასება.
ალტერნატიულად, ენის B2 დონის ფლობის დადასტურება შეიძლება ტესტირების საფუძველზე. ტესტირების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოწოდებული იქნება შეტყობინების სახით MY UG-ზე.
|
წარმოსადგენი საბუთები |
სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები ინგლისურ ენაზე:
· აპლიკაციის ფორმა (ჩამოსატვირთად გაგადით ლინკზე - https://bit.ly/3Aa7K7w ) · სამოტივაციო წერილი · CV (Europass ფორმატი - https://europa.eu/europass/en/create-europass-cv ) · მიმართვის წერილი შესაბამისი სკოლიდან (გთხოვთ, მიმართეთ შესაბამისი სკოლის ასისტენტს) · ინგლისური ან იტალიური ენის B2 დონის დამადასტურებელი სერტიფიკატი - TOEFL, IELTS ან სხვა საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატი (თუკი სტუდენტს დასრულებული აქვს B2/2 დონე საქართველოს უნივერსიტეტში ან წარმატებით გაივლის გაცვლითი პროგრამისთვის დანიშნულ ინგლისურის ტესტირებას, სერტიფიკატის წარმოდგენა არაა საჭირო) · საჭიროებიდან გამომდინარე ესპანური ან პორტუგალიური ენის B2/2 დონის სერთიფიკატი. · პირადობის დამადასტურებელი მოწმობა/პასპორტი (ელ.ვერსია) · 3X4 -ზე ფოტო · სტუდენტებმა, რომლებიც იმყოფებიან მაგისტრატურის პირველი კურსის პირველ სემესტრზე და საბაკალავრო საფეხური არ აქვთ დასრულებული საქართველოს უნივერსიტეტში, დამატებით უნდა წარმოადგინონ საბაკალავრო დონის ნიშნების ფურცელი ინგლისურ ენაზე.
|
აპლიკაცია |
აპლიკაციისთვის საჭიროა შემდეგი ფორმის შევსება: https://forms.gle/4AY12qCjBoPYqK9f8
სტუდენტების შეფასება მოხდება წარმოდგენილი საბუთების საფუძველზე მათი აკადემიური მოსწრების გათვალისწინებით. აკადემიური მოსწრების კომპონენტისთვის სტუდენტს არ სჭირდება დოკუმენტაციის წარმოდგენა.
სტუდენტების შერჩევა მოხდება კონკურენციის პრინციპით.
აპლიკაცია უნდა გამოიგზავნოს არაუგვიანეს 19 მარტისა.
|
საკონტაქტო პირი |
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ: მარიამ რევაზიშვილი +995 598121513 +995 557747097 |