ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

გაცვლითი პროგრამები და სტიპენდიები

გაცვლითი პროგრამები

გრანადას უნივერსიტეტი - Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ესპანეთში
10 February 2025

პროგრამის აღწერა

 

საქართველოს უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო სტუდენტების სამსახური აცხადებს მიღებას ერაზმუს+ გაცვლით პროგრამაზე გრანადას უნივერსიტეტში, ესპანეთში.

 

იხილეთ უნივერსიტეტის ვებ-გვერდი -  https://www.ugr.es/en

 

პროგრამის ფარგლებში შერჩეული სტუდენტები ისწავლიან გრანადას უნივერსიტეტში 1 სემესტრის განმავლობაში (შემოდგომის სემესტრი, 2025-26 აკადემიური წელი)

 

 

აღნიშნული გაცვლითი პროგრამა ფარავს :

·        მგზავრობის ხარჯებს

·        საცხოვრებლისა თუ სხვა ყოველდღიურ ხარჯებს

·        სწავლის საფასურს მიმღებ უნივერსიტეტში

 

პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ მხოლოდ სადოქტორო საფეხურის სტუდენტებს.

 

 

*აპლიკაცის შემოტანა არ შეუძლიათ

·        საბაკალავრო ან სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებს;

·        იმ სტუდენტებს, რომელთათვისაც 2025-26 აკადემიური წლის შემოდგომის სემესტრი წარმოადგენს პროგრამის სწავლების ბოლო, დამამთავრებელ სემესტრს;

·        სტუდენტებს, რომლებსაც აპლიკაციის გამოგზავნის მომენტში არ აქვთ საქართველოს უნივერსიტეტში აქტიური სტუდენტის სტატუსი.

 

სასწავლო შემოთავაზება

 

გრანადას უნვიერსიტეტის მიერ შემოდგომის სემესტრისთვის შემოთავაზებული ინგლისურენოვანი საგნების ჩამონათვალი იხილეთ აქ*- https://www.ugr.es/en/study/doctoral-programmes#title1

 

 

გაცვლითი სემესტრის დასრულების შემდგომ საგნების ჩათვლა მოხდება საქართველოს უნივერსიტეტის სისტემის მიხედვით, შესაბამისად საგნებს მიენიჭებათ საქართველოს უნივერსიტეტში შესაბამისი საგნისთვის მინიჭებული კრედიტების რაოდენობა.

 

საგნების შერჩევისთვის კონსულტაციისთვის სტუდენტმა უნდა მიმართოს შესაბამის სკოლას.

 

 საცხოვრებელი

 

გრანადას უნივერსიტეტი სთავაზობს სტუდენტებს სხვადასხვა საცხოვრებლებით სარგებლობის საშუალებას. დეტალური ინფორმაცია საცხოვრებლის შესახებ იხილეთ აქ: https://internacional.ugr.es/personal-academico-administrativo/international-welcome-centre/preguntas-frecuentes

 

სტუდენტი თავისუფალია დამოუკიდებლად მოიძიოს მისთვის სასრუველი ნებისმიერი სხვა სახის საცხოვრებელი.

 

ენის მოთხოვნები

 

სტუდენტებს ეძლევათ საშუალება ისწავლონ გრანადას უნივერსიტეტში ინგლისურ ენაზე. სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს ენის დამადასტურებელი სერტიფიკატი იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს უნივერსიტეტში არ აქვს დასრულებული ინგლისურის B2/2 დონე.

 

ინგლისურ ენაზე სწავლის სურვილის შემთხვევაში სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს ინგლისური ენის CEFR B2 დონის ეკვივალენტი საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატი.

 

სერტიფიკატის წარმოდგენა სავალდებულო არაა მხოლოდ შემდეგ შემთხვევებში:

-სტუდენტს აპლიკაციის შემოტანის მომენტში საქართველოს უნვიერსიტეტში დასრულებული აქვს ინგლისური ენის B2/2 დონე

-სტუდენტმა წარმატებით გაიარა ინგლისური ენის ტესტირება

 

თუკი სტუდენტი არ ფლობს საერთაშორისოდ აღიარებულ სერტიფიკატს და აპლიკაციის შემოტანის მომენტში არ აქვს დასრულებული ინგლისური ენის B2/2 დონე საქართველოს უნივერსიტეტში, შესაძლებელია ინგლისური ენის დამადასტურებელი სერტიფიკატის მოპოვება ტესტირების საფუძველზე. ტესტირების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოწოდებული იქნება შეტყობინების სახით MY UG-ზე.

 

წარმოსადგენი საბუთები

 

სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები ინგლისურ ენაზე:

·        აპლიკაციის ფორმა - ჩამოსატვირთად გადადით ლინკზე - https://bit.ly/3Aa7K7w

·        სამოტივაციო წერილი

·        CV (Europass ფორმატი - https://europa.eu/europass/en/create-europass-cv )

·        მიმართვის წერილი შესაბამისი სკოლიდან (გთხოვთ, მიმართეთ შესაბამისი სკოლის ასისტენტს)

·        ინგლისური ენის B2 დონის დამადასტურებელი სერტიფიკატი - TOEFL, IELTS ან სხვა საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატი (თუკი სტუდენტს დასრულებული აქვს B2/2 დონე საქართველოს უნივერსიტეტში ან წარმატებით გაივლის გაცვლითი პროგრამისთვის დანიშნულ ინგლისურის ტესტირებას, სერტიფიკატის წარმოდგენა არაა საჭირო)

·        პირადობის დამადასტურებელი მოწმობა/პასპორტი (ელ.ვერსია)

 

აპლიკაცია

 

აპლიკაციისთვის საჭიროა შემდეგი ფორმის შევსება: https://forms.gle/4AY12qCjBoPYqK9f8

 

აპლიკაცია უნდა გამოიგზავნოს არაუგვიანეს 11 მარტისა.

 

საკონტაქტო პირი

 

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ:

მარიამ რევაზიშვილი

m.revazishvili@ug.edu.ge

+995 598121513

+995 557747097

SHARE ON







ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი