გაცვლითი პროგრამები
პროგრამის აღწერა |
საქართველოს უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო სტუდენტების სამსახური აცხადებს ინდივიდუალურ გაცვლით პროგრამას საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის კაუნასის უნივერსიტეტში, ლიეტუვაში.
იხილეთ უნივერსიტეტის ვებ-გვერდი - https://en.ktu.edu/
პროგრამის ფარგლებში შერჩეული სტუდენტები ისწავლიან კაუნასის უნივერსიტეტში 1 სემესტრის განმავლობაში (გაზაფხულის) სემესტრი - 2021-2022 აკადემიური წელი)
გაზაფხულის სემესტრი კაუნასის უნივერსიტეტში გრძელდება 2022 წლის 1 თებერვლიდან 2022 წლის 30 ივნისამდე.
აპლიკაციის შემოტანა შეუძლიათ მხოლოდ მეორე ან მესამე კურსის სტუდენტებს.
გაცვლითი პროგრამის ფარგლებში სტუდენტი მიმღებ უნივერსიტეტში არ იხდის სწავლის საფასურს, თუმცა საქართველოს უნივერსიტეტში ფარავს აღიარებული კრედიტების საფასურს.
გაცვლითი პროგრამა არ მოიცავს : მგზავრობისა და ვიზის ხარჯებს საცხოვრებლისა თუ სხვა ყოველდღიურ ხარჯებს
კაუნასის უნივერსიტეტის საცხოვრებლის საშუალო ყოველთვიური ღირებულება - 60-140 ევრო.
მაღალი აკადემიური მოსწრების შემთხვევაში საქართველოს უნივერსიტეტი სრულად დააფინანსებს საცხოვრებლის ხარჯებს.
*აპლიკაცია არ შეუძლიათ · საბაკალავრო პროგრამის პირველი სემესტრის სტუდენტებს · იმ სტუდენტებს, რომელთათვისაც 2021-2022 აკადემიური წლის შემოდგომის სემესტრი წარმოადგენს საბაკალავრო ან სამაგისტრო პროგრამის სწავლების ბოლო, დამამთავრებელ სემესტრს · სტუდენტებს, რომლებსაც აპლიკაციის გამოგზავნის მომენტში არ აქვთ საქართველოს უნივერსიტეტში აქტიური სტუდენტის სტატუსი.
|
სასწავლო შემოთავაზება |
კაუნასის უნვიერსიტეტის სტუდენტებს შემოდგომის სემესტრისთვის სთავაზობს შემდეგ საგნებს: https://admissions.ktu.edu/exchange-students/#courses
გაცვლითი სემესტრის დასრულების შემდგომ აღიარებული საგნებისთვის კრედიტების მინიჭება მოხდება საქართველოს უნივერსიტეტის სისტემის მიხედვით, ე.ი. საგნებს მიენიჭებათ საქართველოს უნივერსიტეტში შესაბამისი საგნისთვის მინიჭებული კრედიტების რაოდენობა.
|
საცხოვრებელი |
კაუნასის უნივერსიტეტი სთავაზობს სტუდენტებს საერთო სტუდენტურ საცხოვრებელს, რომლის ღირებულებაა 60-140 ევრო ყოველთვიურად. საცხოვრებლის შესახებ მეტი ინფორმაცია იხილეთ აქ: https://admissions.ktu.edu/welcome-week/#accommodation სტუდენტი თავისუფალია დამოუკიდებლად მოიძიოს მისთვის სასრუველი ნებისმიერი სხვა სახის საცხოვრებელი.
|
ენის მოთხოვნები |
სტუდენტებს ეძლევათ საშუალება ისწავლონ კაუნასის უნივერსიტეტში ინგლისურ ენაზე. სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს საერთაშორისოდ აღიარებული ენის დამადასტურებელი სერტიფიკატი იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს უნივერსიტეტში არ აქვს დასრულებული ინგლისურის B2/2 დონე.
სერტიფიკატის არ წარმოდგენის შემთხვევაში, სტუდენტის ინგლისური ენის ფლობის შესაფასებლად გამოიყენება მის მიერ საქართველოს უნივერსიტეტში გავლილი ინგლისური ენის საგნების საშუალო შეფასება.
თუკი სტუდენტი არ ფლობს საერთაშორისოდ აღიარებულ სერტიფიკატს და აპლიკაციის შემოტანის მომენტში არ აქვს დასრულებული ინგლისური ენის B2/2 დონე საქართველოს უნივერსიტეტში, შესაძლებელია ინგლისური ენის დამადასტურებელი სერტიფიკატის მოპოვება ტესტირების საფუძველზე.
ტესტირება ინგლისური ენის B2 დონისთვის ჩატარდება 5 ოქტომბერს, 16:00-ზე, 307-ე აუდიტორიაში. ინგლისურის ტესტირებაზე დასწრებისთვის აუცილებელია წინასწარი რეგისტრაციის გავლა - https://forms.gle/k6wboVVQyJJxUYkH6
|
წარმოსადგენი საბუთები |
სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები ინგლისურ ენაზე: · აპლიკაციის ფორმა - ჩამოსატვირთად გადადით ლინკზე - https://bit.ly/3Aa7K7w · სამოტივაციო წერილი · CV (Europass ფორმატი - https://europa.eu/europass/en/create-europass-cv) · მიმართვის წერილი შესაბამისი სკოლიდან (გთხოვთ, მიმართეთ შესაბამისი სკოლის ასისტენტს) · ინგლისური ან იტალიური ენის B2 დონის დამადასტურებელი სერტიფიკატი - TOEFL, IELTS ან სხვა საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატი (თუკი სტუდენტს დასრულებული აქვს B2/2 დონე საქართველოს უნივერსიტეტში ან წარმატებით გაივლის გაცვლითი პროგრამისთვის დანიშნულ ინგლისურის ტესტირებას, სერტიფიკატის წარმოდგენა არაა საჭირო) · პირადობის დამადასტურებელი მოწმობა/პასპორტი (ელ.ვერსია)
|
აპლიკაცია |
აპლიკაციისთვის საჭიროა შემდეგი ფორმის შევსება: https://forms.gle/FHCoxM6FbQ6dd1Sz8
აპლიკაცია უნდა გამოიგზავნოს არაუგვიანეს 12 ოქტომბრისა.
|
საკონტაქტო პირი |
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ: ნუცა ვეფხვაძე +995 557747097
|