ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

გაცვლითი პროგრამები და სტიპენდიები

გაცვლითი პროგრამები

რუმინულ-ამერიკული უნივერსიტეტი - Erasmus+ პროგრამა რუმინეთში
8 March 2022

პროგრამის აღწერა

საქართველოს უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო სტუდენტების სამსახური აცხადებს გაცვლით პროგრამას Erasmus+ Key Action 107 პროექტის ფარგლებში საქართველოს უნივერსიტეტის ბიზნესისა და ადმინისტრაციულ მეცნიერებათა სკოლის და მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სკოლის საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებისთვის რუმინულ-ამერიკულ უნივერსიტეტში, რუმინეთში.  

 

იხილეთ უნივერსიტეტის ვებ-გვერდი - https://www.rau.ro/?lang=en

 

პროგრამის ფარგლებში შერჩეული სტუდენტები ისწავლიან რუმინულ-ამერიკულ უნივერსიტეტში 1 სემესტრის განმავლობაში შემოდგომის სემესტრში- 2022-2023 აკადემიური წელი.

 

შემოდგომის სემესტრი რუმინულ-ამერიკულ უნივერსიტეტში გრძელდება 2022 წლის ოქტომბრიდან 2023 წლის 1 თებერვლამდე.

 

პროგრამაზე აპლიკაციის შემოტანა შეუძლიათ მხოლოდ შემდეგი სკოლის საბაკალავრო ან სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებს:

·         ბიზნესისა და ადმინისტრაციულ მეცნიერებათა სკოლა

·         მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სკოლა

 

აპლიკაციის შემოტანის მომენტში სტუდენტს აქტიური უნდა ჰქონდეს სტატუსი საქართველოს უნივერსიტეტში.

 

გაცვლითი პროგრამის ფარგლებში სტუდენტი მიიღებს როგორც ყოველთვიურ სტიპენდიას, ასევე მგზავრობისთვის განკუთვნილ გრანტს. 

 

 

სასწავლო შემოთავაზება

 

რუმინულ-ამერიკულ უნივერსიტეტის მიერ ინგლისურ ენაზე შემოთავაზებული საგნების სია იხილეთ აქ:   https://www.rau.ro/incoming-students-study-at-rau/?lang=en#!fancybox/08996062

 

სტუდენტებს შეუძლიათ მხოლოდ იმ საგნების სწავლა, რომელიც განკუთვნილია Autumn სემესტრისთვის (იხილეთ აღნიშვნა საგნის გასწვრივ).

გთხოვთ, საგნების შერჩევის შესახებ კონსულტაცია გაიაროთ თქვენი სკოლის ასისტენტთან.

 

ენის მოთხოვნები

 

სტუდენტებს ეძლევათ საშუალება ისწავლონ რუმინულ-ამერიკულ უნივერსიტეტში ინგლისურ ენაზე. სწავლისთვის მინიმალური ენის მოთხოვნა B2 დონე, რომლის დადასტურებისთვის სტუდენტს ეძლევა რამდენიმე გზა:

 

1.       საერთაშორისოდ აღიარებული ენის დამადასტურებელი სერტიფიკატის წარმოდგენა (IELTS, TOEFL ან სხვა სერტიფიკატი, რომელიც ვალიდურია აპლიკაციის შემოტანის მომენტში და შეესაბამება CEFR B2 დონეს)

2.       საქართველოს უნივერსიტეტში ინლგისური ენის B2/2 დონის წარმატებით დასრულება (აპლიკაციის შემოტანის მომენტში B2/2 საფეხური უნდა იყოს დასრულებული). ამ შემთხვევაში სერტიფიკატის წარმოდგენა არაა აუცილებელი. სტუდენტის ინგლისური ენის ცოდნის შეფასება მოხდება მის მიერ ინგლისურის შესაბამის კომპონენტებში მიღებული შეფასებების მეშვეობით.

3.       ინგლისური ენის ტესტირება. ტესტირების შესახებ ინფორმაციას სტუდენტები მიიღებენ MY UG შეტყობინებების მეშვეობით.

 

 

წარმოსადგენი საბუთები

 

სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები ინგლისურ ენაზე:

·         აპლიკაციის ფორმა - ჩამოსატვირთად გადადით ლინკზე - https://bit.ly/3Aa7K7w

·         სამოტივაციო წერილი

·         CV (Europass ფორმატი - https://europa.eu/europass/en/create-europass-cv)

·         მიმართვის წერილი შესაბამისი სკოლიდან (გთხოვთ, მიმართეთ შესაბამისი სკოლის ასისტენტს)

·         ინგლისური ენის B2 დონის დამადასტურებელი სერტიფიკატი* - TOEFL, IELTS ან სხვა საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატი

·         პირადობის დამადასტურებელი მოწმობა/პასპორტი (ელ.ვერსია)

·         თუკი სტუდენტი იმყოფება სამაგისტრო ან სადოქტორო საფეხურის სწავლების პირველ სემესტრში, და წინა საფეხური (საბაკალავრო ან სამაგისტრო, შესაბამისად) არ აქვს დასრულებული საქართველოს უნივერსიტეტში, მან დამატებით უნდა წარმოადგინოს წინა საფეხურის ნიშნების ფურცელი ინგლისურ ენაზე შესაბამისი უნივერსიტეტიდან.

 

*თუკი სტუდენტს დასრულებული აქვს B2/2 დონე საქართველოს უნივერსიტეტში ან წარმატებით გაივლის გაცვლითი პროგრამისთვის დანიშნულ ინგლისურის ტესტირებას, სერტიფიკატის წარმოდგენა არაა საჭირო

 

აპლიკაცია

 

აპლიკაციისთვის საჭიროა შემდეგი ფორმის შევსება: https://forms.gle/729Liv2YpRFZu8NT7

 

სტუდენტების შეფასება მოხდება წარმოდგენილი საბუთების საფუძველზე მათი აკადემიური მოსწრების გათვალისწინებით. აკადემიური მოსწრების კომპონენტისთვის სტუდენტს არ სჭირდება დოკუმენტაციის წარმოდგენა (გარდა გამონაკლისი შემთხევებისა, როდესაც სტუდენტი იმყოფება სწავლების პირველ სემესტრზე, დეტალები იხილეთ წინა სექციაში)

 

სტუდენტების შერჩევა მოხდება კონკურენციის პრინციპით.

 

აპლიკაციის გამოგზავნის საბოლოო ვადაა 17 აპრილი.

 

საკონტაქტო პირი

 

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ:

მარიამ რევაზიშვილი

m.revazishvili@ug.edu.ge

+995 598121513

+995 557747097

 

SHARE ON







ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი