გაცვლითი პროგრამები
აღწერა |
საქართველოს უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო სტუდენტების სამსახური აცხადებს ინდივიდუალურ გაცვლით პროგრამას საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის ტომას ბატას უნივერსიტეტში, ჩეხეთში.
იხილეთ უნივერსიტეტის ვებ-გვერდი - https://www.utb.cz/en/
პროგრამის ფარგლებში შერჩეული სტუდენტები ისწავლიან ტომას ბატას უნივერსიტეტში 1 სემესტრის განმავლობაში (გაზაფხულის სემესტრი - 2021-2022 აკადემიური წელი)
გაცვლითი პროგრამის ფარგლებში სტუდენტი მიმღებ უნივერსიტეტში არ იხდის სწავლის საფასურს, თუმცა საქართველოს უნივერსიტეტში ფარავს აღიარებული კრედიტების საფასურს.
გაცვლითი პროგრამა არ მოიცავს : · მგზავრობისა და ვიზის ხარჯებს · საცხოვრებლისა თუ სხვა ყოველდღიურ ხარჯებს
საშუალო თვიური დანახარჯები გაცვლითი სემესტრის განმავლობაში შეადგენს 300-380 ევროს (სტუდენტური საცხოვრებლის ღირებულების ჩათვლით)
მაღალი აკადემიური მოსწრების შემთხვევაში საქართველოს უნივერსიტეტი სრულად დააფინანსებს საცხოვრებლის ხარჯებს.
დამატებითი ინფორმაცია გაცვლითი სტუდენტებისთვის იხილეთ აქ: https://www.utb.cz/en/university/international/students/exchange-students/incoming-students/practical-information/
|
სასწავლო შემოთავაზება |
ტომას ბატას უნვიერსიტეტის მიერ შეთავაზებული ინგლისურენოვანი საგნების ჩამონათვალი იხილეთ აქ (გთხოვთ, გადახვიდეთ შესაბამისი ფაკულტეტის გვერდზე): https://www.utb.cz/en/university/international/students/exchange-students/incoming-students/courses/
სტუდენტებს შეუძლიათ მხოლოდ Summer Semester საგნების სწავლა.
მინიმალური კრედიტების რაოდენობა სემესტრში შეადგენს 15 ECTS.
გაცვლითი სემესტრის დასრულების შემდგომ საგნების ჩათვლა მოხდება საქართველოს უნივერსიტეტის სისტემის მიხედვით, შესაბამისად საგნებს მიენიჭებათ საქართველოს უნივერსიტეტში შესაბამისი საგნისთვის მინიჭებული კრედიტების რაოდენობა. სტუდენტი მიმღებ უნივერსიტეტში არ იხდის სწავლის საფასურს, თუმცა საქართველოს უნივერსიტეტში ფარავს აღიარებული კრედიტების საფასურს.
|
საცხოვრებელი |
ტომას ბატას უნივერსიტეტი სთავაზობს სტუდენტური საცხოვრებელს. ინფორმაცია საცოხვრებლის შესახებ იხილეთ აქ: https://www.utb.cz/en/university/international/students/exchange-students/incoming-students/practical-information/accommodation/
სურვილის შემთხვევაში სტუდენტს აქვს თავისუფლება, მოიძიოს დამოუკიდებლად ნებისმიერი სხვა ტიპის საცხოვრებელი.
|
სწავლების ენა |
სტუდენტებს ეძლევათ საშუალება ისწავლონ ტომას ბატას უნივერსიტეტში ინგლისურ ენაზე. სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს საერთაშორისოდ აღიარებული ენის დამადასტურებელი სერტიფიკატი იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს უნივერსიტეტში არ აქვს დასრულებული ინგლისურის B2/2 დონე.
სერტიფიკატის არ წარმოდგენის შემთხვევაში, სტუდენტის ინგლისური ენის ფლობის შესაფასებლად გამოიყენება მის მიერ საქართველოს უნივერსიტეტში გავლილი ინგლისური ენის საგნების საშუალო შეფასება.
თუკი სტუდენტი არ ფლობს საერთაშორისოდ აღიარებულ სერტიფიკატს და აპლიკაციის შემოტანის მომენტში არ აქვს დასრულებული ინგლისური ენის B2/2 დონე საქართველოს უნივერსიტეტში, შესაძლებელია ინგლისური ენის დამადასტურებელი სერტიფიკატის მოპოვება ტესტირების საფუძველზე.
ტესტირება ინგლისური ენის B2 დონისთვის ჩატარდება 5 ოქტომბერს, 16:00-ზე, 307-ე აუდიტორიაში. ინგლისურის ტესტირებაზე დასწრებისთვის აუცილებელია წინასწარი რეგისტრაციის გავლა - https://forms.gle/k6wboVVQyJJxUYkH6
|
წარმოსადგენი საბუთები |
სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები ინგლისურ ენაზე: · აპლიკაციის ფორმა - ჩამოსატვირთად გადადით ლინკზე: https://bit.ly/3Aa7K7w · სამოტივაციო წერილი · CV (Europass ფორმატი - https://europa.eu/europass/en/create-europass-cv) · მიმართვის წერილი შესაბამისი სკოლიდან (გთხოვთ, მიმართეთ შესაბამისი სკოლის ასისტენტს) · ინგლისური ან იტალიური ენის B2 დონის დამადასტურებელი სერტიფიკატი - TOEFL, IELTS ან სხვა საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატი (თუკი სტუდენტს დასრულებული აქვს B2/2 დონე საქართველოს უნივერსიტეტში ან წარმატებით გაივლის გაცვლითი პროგრამისთვის დანიშნულ ინგლისურის ტესტირებას, სერტიფიკატის წარმოდგენა არაა საჭირო) · პირადობის დამადასტურებელი მოწმობა/პასპორტი (ელ.ვერსია)
|
აპლიკაციების მიღების ვადა |
აპლიკაციისთვის საჭიროა შემდეგი ფორმის შევსება: https://forms.gle/fmTrDnLCjbD1kCBAA
აპლიკაცია უნდა გამოიგზავნოს არაუგვიანეს 12 ოქტომბრისა.
|
საკონტაქტო პირი |
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ: ნუცა ვეფხვაძე +995 557747097
|