გაცვლითი პროგრამები
პროგრამის აღწერა |
საქართველოს უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო სტუდენტების სამსახური აცხადებს მიღებას Erasmus+ Key Action 107 გაცვლით პროგრამას შემდეგი პროგრამის სტუდენტებისათვის რუმინეთში, Alexandru Ioan Cuza University of Iasi-ში:
Ø სამართლის საბაკალავრო პროგრამა Ø ინფორმაციული ტექნოლოგიების საბაკალავრო პროგრამა Ø ინფორმაციული ტექნოლოგიების სამაგისტრო პროგრამა Ø ბლოკჩეინი - დეცენტრალიზებული ინფორმაციული სისტემების სამაგისტრო პროგრამა Ø ინფორმაციული ტექნოლოგიების მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამა Ø ბიზნეს ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამა Ø ბიზნეს ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა Ø სტრატეგიული კომუნიკაციების საბაკალავრო პროგრამა Ø ინგლისური ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამა Ø ინგლისური ფილოლოგიის სამაგისტრო პროგრამა
იხილეთ უნივერსიტეტის ვებ-გვერდი - https://www.uaic.ro/en/
პროგრამის ფარგლებში შერჩეული სტუდენტები ისწავლიან Alexandru Ioan Cuza University of Iasi-ში 1 სემესტრის განმავლობაში (გაზაფხულის სემესტრი - 2020-2021 აკადემიური წელი)
გაცვლითი პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული იქნება: · მგზავრობის ხარჯები · ყოველთვიური სტიპენდია · სწავლის საფასური
|
სასწავლო შემოთავაზება |
Alexandru Ioan Cuza University of Iasi-ს მიერ 2020-2021 აკადემიური წლის გაზაფხულის სემესტრისთვის შემოთავაზებული საგნების ჩამონათვალი იხილეთ აქ - https://www.uaic.ro/en/international/international-students/course-catalog-for-incoming-students/
გაცვლითი სემესტრის დასრულების შემდგომ საგნების ჩათვლა მოხდება საქართველოს უნივერსიტეტის სისტემის მიხედვით, შესაბამისად საგნებს მიენიჭებათ საქართველოს უნივერსიტეტში შესაბამისი საგნისთვის მინიჭებული კრედიტების რაოდენობა. საგნების შერჩევისთვის კონსულტაციისთვის სტუდენტმა უნდა მიმართოს შესაბამის სკოლას.
|
საცხოვრებელი |
Alexandru Ioan Cuza University of Iasi სთავაზობს სტუდენტებს საკუთარ საერთო საცხოვრებელს. დეტალები შეგიძლიათ იხილოთ მოცემულ გვერდზე: https://www.uaic.ro/en/international/student-mobility-for-studies/
|
სწავლების ენა |
სტუდენტებს ეძლევათ საშუალება ისწავლონ Alexandru Ioan Cuza University of Iasi-ში ინგლისურ ენაზე. სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს ენის დამადასტურებელი სერტიფიკატი იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს უნივერსიტეტში არ აქვს დასრულებული ინგლისურის B2/2 დონე.
|
წარმოსადგენი საბუთები |
სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები ინგლისურ ენაზე: · სამოტივაციო წერილი · CV (Europass ფორმატი - https://europa.eu/europass/en/create-europass-cv) · მიმართვის წერილი შესაბამისი სკოლიდან (გთხოვთ, მიმართეთ შესაბამისი სკოლის ასისტენტს) · ინგლისური ენის B2 დონის დამადასტურებელი სერტიფიკატი - TOEFL, IELTS ან სხვა საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატი (თუკი სტუდენტს დასრულებული აქვს B2/2 დონე საქართველოს უნივერსიტეტში, სერტიფიკატის წარმოდგენა არაა საჭირო) · პირადობის დამადასტურებელი მოწმობა/პასპორტი (ელ.ვერსია)
|
აპლიკაციების მიღების ვადა |
სტუდენტმა საბუთები უნდა წარმოადგინოს ელექტრონული სახით 18 ნოემბრის ჩათვლით შემდეგ მისამართზე: exchange@ug.edu.ge
|
საკონტაქტო პირი |
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ: ნუცა ვეფხვაძე +995 557747097
|