ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

გაცვლითი პროგრამები და სტიპენდიები

გაცვლითი პროგრამები

ერაზმუს+ და ინდივიდუალური გაცვლითი პროგრამები სტუდენტებისთვის ლიეტუვაში
12 April 2021

 

პროგრამის აღწერა

საქართველოს უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო სტუდენტების სამსახური აცხადებს ერაზმუს+ და ინდივიდუალურ გაცვლით პროგრამებს საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის კაუნასის უნივერსიტეტში, ლიეტუვაში.

 

იხილეთ უნივერსიტეტის ვებ-გვერდი - https://en.ktu.edu/

 

შემოდგომის სემესტრი კაუნასის უნივერსიტეტში გრძელდება 2021 წლის სექტემბრიდან 2022 წლის იანვრამდე.

სტუდენტებს შეუძლიათ აპლიკაციის შემოტანა ერთდროულად როგორც ერაზმუსის, აგრეთვე ინდივიდუალურ გაცვლით პროგრამებზე.

 

ინდივიდუალური პროგრამა

პროგრამის ფარგლებში შერჩეული სტუდენტები ისწავლიან კაუნასის უნივერსიტეტში 1 სემესტრის განმავლობაში (შემოდგომის სემესტრი - 2021-2022 აკადემიური წელი)

 

აპლიკაციის შემოტანა შეუძლიათ მხოლოდ შემდეგი სკოლის/პროგრამის სტუდენტებს:

  • ბიზნესისა და ადმინისტრირაციულ მეცნიერებათა სკოლის სტუდენტებს
  • მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სკოლის სტუდენტებს
  • სოციალურ მეცნიერებათა სკოლის სტუდენტებს:
    • ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამა
    • სტრატეგიული მეცნიერებების საბაკალავრო პროგრამა
    • პოლიტიკის მეცნირებების საბაკალავრო პროგრამა
    • საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამა
    • რეკლამისა და საზოგადოებასთან ურთიერთობების სამაგისტრო პროგრამა
    • გლობალური და უსაფრთხოების სწავლებების სამაგისტრო პროგრამა

გაცვლითი პროგრამის ფარგლებში სტუდენტი მიმღებ უნივერსიტეტში არ იხდის სწავლის საფასურს, თუმცა საქართველოს უნივერსიტეტში ფარავს აღიარებული კრედიტების საფასურს.

 

გაცვლითი პროგრამა არ მოიცავს :

  • მგზავრობისა და ვიზის ხარჯებს
  • საცხოვრებლისა თუ სხვა ყოველდღიურ ხარჯებს

 

კაუნასის უნივერსიტეტის საცხოვრებლის საშუალო ყოველთვიური ღირებულება - 60-140 ევრო.

 

მაღალი აკადემიური მოსწრების შემთხვევაში საქართველოს უნივერსიტეტი სრულად დააფინანსებს საცხოვრებლის ხარჯებს.

 

ერაზმუს+ პროგრამა

 

პროგრამის ფარგლებში შერჩეული სტუდენტები ისწავლიან კაუნასის უნივერსიტეტში 1 სემესტრის განმავლობაში (შემოდგომის სემესტრი - 2021-2022 აკადემიური წელი)

 

აპლიკაციის შემოტანა შეუძლიათ მხოლოდ შემდეგი სკოლის/პროგრამის სტუდენტებს:

  • ბიზნესისა და ადმინისტრირაციულ მეცნიერებათა სკოლის სტუდენტებს
  • მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სკოლის სტუდენტებს

გაცვლითი პროგრამის ფარგლებში დაფინანსებულია:

  • მგზავრობისა ხარჯები
  • ყოველთვიური სტიპენდია
  • სწავლის ხარჯები

*აპლიკაცია არ შეუძლიათ (არც ინდივიდუალურ, არც ერაზმუსის პროგრამაზე):

  • საბაკალავრო პროგრამის პირველი სემესტრის სტუდენტებს
  • იმ სტუდენტებს, რომელთათვისაც 2021-2022 აკადემიური წლის შემოდგომის სემესტრი წარმოადგენს საბაკალავრო ან სამაგისტრო პროგრამის სწავლების ბოლო, დამამთავრებელ სემესტრს
  • სტუდენტებს, რომლებსაც აპლიკაციის გამოგზავნის მომენტში არ აქვთ საქართველოს უნივერსიტეტში აქტიური სტუდენტის სტატუსი.

 

სასწავლო შემოთავაზება

 

კაუნასის უნვიერსიტეტის სტუდენტებს შემოდგომის სემესტრისთვის სთავაზობს შემდეგ საგნებს:

 

ბიზნესის და ეკონომიკის ფაკულტეტი: https://admissions.ktu.edu/wp-content/uploads/sites/299/2021/03/EVF_School-of-Economics-and-Business_2021-2022.pdf

 

ინფორმატიკის ფაკულტეტი: https://admissions.ktu.edu/wp-content/uploads/sites/299/2021/04/IF_21-22_Faculty_of_Informatics_AUTUMN_04.08.pdf

 

სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებებისა და ხელოვნების ფაკულტეტი: https://admissions.ktu.edu/wp-content/uploads/sites/299/2021/04/SHMMF_21-22_Faculty_of_Social_Sciences_Arts_and_Humanities.pdf

 

გაცვლითი სემესტრის დასრულების შემდგომ აღიარებული საგნებისთვის კრედიტების მინიჭება მოხდება საქართველოს უნივერსიტეტის სისტემის მიხედვით, ე.ი. საგნებს მიენიჭებათ საქართველოს უნივერსიტეტში შესაბამისი საგნისთვის მინიჭებული კრედიტების რაოდენობა.

ინდივიდუალური გაცვლითი პროგრამის შემთხვევაში სტუდენტი მიმღებ უნივერსიტეტში არ იხდის სწავლის საფასურს, თუმცა საქართველოს უნივერსიტეტში ფარავს აღიარებული კრედიტების საფასურს.

ერაზმუს+ პროგრამის შემთხვევაში სტუდენტი აღიარებული კრედიტებისთვის არ იხდის სწავლის საფასურს.

 

საცხოვრებელი

 

კაუნასის უნივერსიტეტი სთავაზობს სტუდენტებს საერთო სტუდენტურ საცხოვრებელს, რომლის ღირებულებაა 60-140 ევრო ყოველთვიურად. საცხოვრებლის შესახებ მეტი ინფორმაცია იხილეთ აქ: https://admissions.ktu.edu/welcome-week/#accommodation

სტუდენტი თავისუფალია დამოუკიდებლად მოიძიოს მისთვის სასრუველი ნებისმიერი სხვა სახის საცხოვრებელი.

 

ენის მოთხოვნები

 

სტუდენტებს ეძლევათ საშუალება ისწავლონ კაუნასის უნივერსიტეტში ინგლისურ ენაზე. სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს საერთაშორისოდ აღიარებული ენის დამადასტურებელი სერტიფიკატი იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს უნივერსიტეტში არ აქვს დასრულებული ინგლისურის B2/2 დონე.

 

სერტიფიკატის არ წარმოდგენის შემთხვევაში, სტუდენტის ინგლისური ენის ფლობის შესაფასებლად გამოიყენება მის მიერ საქართველოს უნივერსიტეტში გავლილი ინგლისური ენის საგნების საშუალო შეფასება.

 

წარმოსადგენი საბუთები

 

სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები ინგლისურ ენაზე:

  • სამოტივაციო წერილი
  • CV (Europass ფორმატი - https://europa.eu/europass/eportfolio/screen/cv-editor?lang=en)
  • მიმართვის წერილი შესაბამისი სკოლიდან (გთხოვთ, მიმართეთ შესაბამისი სკოლის ასისტენტს)
  • ინგლისური ენის B2 დონის დამადასტურებელი სერტიფიკატი - TOEFL, IELTS ან სხვა საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატი, რომელიც შეესატყვისება CEFR-ის B2 დონეს (თუკი სტუდენტს დასრულებული აქვს B2/2 დონე საქართველოს უნივერსიტეტში, სერტიფიკატის წარმოდგენა არაა საჭირო)
  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობა/პასპორტი (ელ.ვერსია)

 

აპლიკაცია

 

სტუდენტმა საბუთები უნდა წარმოადგინოს ელექტრონული სახით 26 აპრილის ჩათვლით შემდეგ მისამართზე:  exchange@ug.edu.ge

 

ორივე პროგრამაზე (ინდივიდუალური და ერაზმუსი) აპლიკაციის შემთხვევაში საბუთები უნდა გამოიგზავნოს ცალ-ცალკე მეილების სახით.

გთხოვთ, მეილის Subject-ში მიუთითოთ:

  • ერაზმუსის პროგრამისთვის - „Kaunas Erasmus Program”
  • ინდივიდუალური პროგრამისთვის - „Kaunas Mobility Direct Program”

ყველა მოთხოვნილი საბუთი დართული უნდა იყოს ერთ მეილში.

 

 

საკონტაქტო პირი

 

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ:

ნუცა ვეფხვაძე

n.vepkhvadze@ug.edu.ge

+995 557747097

 

 

 

SHARE ON







ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი