გაცვლითი პროგრამები
პროგრამის აღწერა |
საქართველოს უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო სტუდენტების სამსახური აცხადებს ინდივიდუალურ გაცვლით პროგრამას ევროპის ჰუმანიტარულ უნივერსიტეტში, ვილნიუსში, ლიეტუვაში.
იხილეთ უნივერსიტეტის ვებ-გვერდი - https://en.ehu.lt/
პროგრამის ფარგლებში შერჩეული სტუდენტები ისწავლიან ევროპის ჰუმანიტარულ უნივერსიტეტში 1 სემესტრის განმავლობაში (შემოდგომის სემესტრი - 2021-2022 აკადემიური წელი)
გაცვლითი პროგრამის ფარგლებში სტუდენტი მიმღებ უნივერსიტეტში არ იხდის სწავლის საფასურს, თუმცა საქართველოს უნივერსიტეტში ფარავს აღიარებული კრედიტების საფასურს.
გაცვლითი პროგრამა არ მოიცავს : · მგზავრობისა და ვიზის ხარჯებს · საცხოვრებლისა თუ სხვა ყოველდღიურ ხარჯებს მაღალი აკადემიური მოსწრების შემთხვევაში საქართველოს უნივერსიტეტი სრულად დააფინანსებს საცხოვრებლის ხარჯებს.
შემოდგომის სემესტრი ბუცერიუსის უნივერსიტეტში გრძელდება 10.2021-02.2022 პერიოდში.
*აპლიკაცია არ შეუძლიათ: · საბაკალავრო პროგრამის პირველი სემესტრის სტუდენტებს · იმ სტუდენტებს, რომელთათვისაც 2021-2022 აკადემიური წლის შემოდგომის სემესტრი წარმოადგენს საბაკალავრო ან სამაგისტრო პროგრამის სწავლების ბოლო, დამამთავრებელ სემესტრს · სტუდენტებს, რომლებსაც აპლიკაციის გამოგზავნის მომენტში არ აქვთ საქართველოს უნივერსიტეტში აქტიური სტუდენტის სტატუსი.
|
სასწავლო შემოთავაზება |
ევროპის ჰუმანიტარული უნვიერსიტეტის მიერ შეთავაზებული ინგლისურენოვანი საგნების ჩამონათვალი იხილეთ აქ: https://en.ehu.lt/wp-content/uploads/2020/10/EHU_EN_Sourse-catalogue-AY-2020-21.pdf (სტუდენტებს შეუძლიათ მხოლოდ იმ საგნების სწავლა, რომლებიც ისწავლება Fall სემესტრში)
გაცვლითი სემესტრის დასრულების შემდგომ საგნების ჩათვლა მოხდება საქართველოს უნივერსიტეტის სისტემის მიხედვით, შესაბამისად საგნებს მიენიჭებათ საქართველოს უნივერსიტეტში შესაბამისი საგნისთვის მინიჭებული კრედიტების რაოდენობა. სტუდენტი მიმღებ უნივერსიტეტში არ იხდის სწავლის საფასურს, თუმცა საქართველოს უნივერსიტეტში ფარავს აღიარებული კრედიტების საფასურს.
|
საცხოვრებელი |
ევროპის ჰუმანიტარული უნივერსიტეტი ეხმარება სტუდენტებს ვილნიუსში არსებული სტუდენტური საცხოვრებლების ან სხვა ტიპის საცხოვრებლების მოპოვებაში. სტუდენტი თავისუფალია დამოუკიდებლად მოიძიოს მისთვის სასრუველი ნებისმიერი სხვა სახის საცხოვრებელი.
|
ენის მოთხოვნები |
სტუდენტებს ეძლევათ საშუალება ისწავლონ ევროპის ჰუმანიტარული უნივერსიტეტში ინგლისურ ენაზე. სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს საერთაშორისოდ აღიარებული ენის დამადასტურებელი სერტიფიკატი იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს უნივერსიტეტში არ აქვს დასრულებული ინგლისურის B2/2 დონე.
სერტიფიკატის არ წარმოდგენის შემთხვევაში, სტუდენტის ინგლისური ენის ფლობის შესაფასებლად გამოიყენება მის მიერ საქართველოს უნივერსიტეტში გავლილი ინგლისური ენის საგნების საშუალო შეფასება
|
წარმოსადგენი საბუთები |
სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები ინგლისურ ენაზე: · სამოტივაციო წერილი · CV (Europass ფორმატი - https://europa.eu/europass/eportfolio/screen/cv-editor?lang=en) · მიმართვის წერილი შესაბამისი სკოლიდან (გთხოვთ, მიმართეთ შესაბამისი სკოლის ასისტენტს) · ინგლისური ენის დამადასტურებელი სერტიფიკატი (თუკი სტუდენტს დასრულებული აქვს B2/2 დონე საქართველოს უნივერსიტეტში, სერტიფიკატის წარმოდგენა არაა საჭირო) · პირადობის დამადასტურებელი მოწმობა/პასპორტი (ელ.ვერსია)
|
აპლიკაცია |
სტუდენტმა საბუთები უნდა წარმოადგინოს ელექტრონული სახით 25 აპრილის ჩათვლით შემდეგ მისამართზე: exchange@ug.edu.ge გთხოვთ, მეილის Subject-ში მიუთითოთ: „EHU Exchange Program” ყველა მოთხოვნილი საბუთი დართული უნდა იყოს ერთ მეილში.
|
საკონტაქტო პირი |
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ: ნუცა ვეფხვაძე +995 557747097
|