| 
 აღწერა  | 
 საქართველოს უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო სტუდენტების სამსახური აცხადებს ინდივიდუალურ გაცვლით პროგრამას სტუდენტებისათვის ლიტვაში, კაუნასის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში 
 იხილეთ უნივერსიტეტის ვებ-გვერდი - https://en.ktu.edu/ 
 პროგრამის ფარგლებში შერჩეული სტუდენტები ისწავლიან კაუნასის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში 1 სემესტრის განმავლობაში (შემოდგომის სემესტრი - 2020-2021 აკადემიური წელი) 
 გაცვლითი პროგრამა არ მოიცავს : · მგზავრობისა და ვიზის ხარჯებს · საცხოვრებლისა თუ სხვა ყოველდღიურ ხარჯებს 
 მაღალი აკადემიური მოსწრების შემთხვევაში საქართველოს უნივერსიტეტი სრულად დააფინანსებს საცხოვრებლის ხარჯებს. 
  | 
| 
 სასწავლო შემოთავაზება  | 
 
 კაუნასის ტექნოლოგიურ უნვიერსიტეტში არსებული ფაკულტეტებისა და საგნების ჩამონათვალი იხილეთ აქ: https://admissions.ktu.edu/exchange-students/#courses 
 გაცვლითი სემესტრის დასრულების შემდგომ საგნების ჩათვლა მოხდება საქართველოს უნივერსიტეტის სისტემის მიხედვით, შესაბამისად საგნებს მიენიჭებათ საქართველოს უნივერსიტეტში შესაბამისი საგნისთვის მინიჭებული კრედიტების რაოდენობა. 
  | 
| 
 საცხოვრებელი  | 
 
 კაუნასის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტის სტუდენტებს შეუძლიათ ისარგებლონ უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებლით. 
 https://admissions.ktu.edu/welcome-week/#accommodation 
  | 
| 
 სწავლების ენა  | 
 
 სტუდენტებს ეძლევათ საშუალება ისწავლონ კაუნასის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში ინგლისურ ენაზე. სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს ენის დამადასტურებელი სერტიფიკატი იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს უნივერსიტეტში არ აქვს დასრულებული ინგლისურის B2/2 დონე. სერტიფიკატის არ ქონის შემთხვევაში სტუდენტმა უნდა გაიაროს ინგლისური ენის ონლაინ გამოცდა. 
  | 
| 
 წარმოსადგენი საბუთები  | 
 
 სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები ინგლისურ ენაზე: · სამოტივაციო წერილი · CV (Europass ფორმატი) · მიმართვის წერილი შესაბამისი სკოლიდან · ინგლისური ენის B2 დონის დამადასტურებელი სერტიფიკატი · პირადობის დამადასტურებელი მოწმობა/პასპორტი (ელ.ვერსია) 
  | 
| 
 აპლიკაციების მიღების ვადა  | 
 
 სტუდენტმა საბუთები უნდა წარმოადგინოს ელექტრონული სახით 28 აპრილის ჩათვლით შემდეგ მისამართზე: exchange@ug.edu.ge 
  | 
| 
 საკონტაქტო პირი  | 
 
 დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ: ნუცა ვეფხვაძე +995 557747097 
  | 
| 
 შენიშვნა  | 
 
 აღნიშნული გაცვლითი პროგრამა განხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუკი ეს შესაძლებელი იქნება მსოლფიოში არსებული COVID-19-ის სიტუაციის გათვალისწინებით. 
  |