ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

ჯანდაცვის მენეჯმენტი - ჯანდაცვითი სახელმწიფო და კერძო სერვისების მართვა

სასერთიფიკატო კურსები

საქართველოს უნივერსიტეტის ჯანმრთელობის მეცნიერებების სკოლა აცხადებს მიღებას ჯანდაცვის პროფესიონალთა კომპეტენციების გაძლიერების სასერთიფიკატო პროგრამაზე:

ჯანდაცვის მენეჯმენტი - ჯანდაცვითი სახელმწიფო და კერძო სერვისების მართვა

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს 2017 წლის 30 ოქტომბრის N9 სხდომის გადაწყვეტილებით საქართველოს უნივერსიტეტის სასერტიფიკატო პროგრამას "ჯანდაცვის მენეჯმენტი - ჯანდაცვითი სახელმწიფო და კერძო სერვისების მართვა" მიენიჭა აკრედიტაცია (რს-481).

კურსი განკუთვნილია ჯანდაცვით ორგანიზაციებში (საავადმყოფო, ამბულატორია, სტომატოლოგიური კლინიკა და ა.შ.) ხელმძღვანელ პოზიციებზე მომუშავე ჯანდაცვის პროფესიონალებისთვის და თანამშრომლებისთვის,  ასევე სხვა სფეროს წარმომადგენელი დაინტერესებული პირებისთვის, სტაციონარული დაწესებულებების სანებართვო პირობების დაცვის უზრუნველსაყოფად.

წაკითხული და განხილული იქნება შემდეგი საკითხები:

  • ჯანდაცვის სისტემის ფუნქციონირებისა და დაფინანსების ძირითადი პრინციპები; 
  • ჯანდაცვის მენეჯმენტი - ძირითადი პრინციპები;
  • ჯანდაცვითი სერვისები - სახელმწიფო პროგრამები და მართვის ასპექტები;
  • ჯანდაცვის ეკონომიკა, ჯანმრთელობის დაზღვევა/სადაზღვევო პაკეტები; 
  • ფარმაცევტული პროდუქტები საქართველოს ბაზარზე, რეგულირების ძირითადი ასპექტები;
  • ვაქცინაციის პროცესის მართვა პანდემიის პირობებში;
  • საექთნო საქმე - პჯდ, ჰოსპიტალი და საზოგადოებრივი ჯანდაცვა;
  • ფინანსური აღრიცხვა, სერვისის ფასწარმოება, დაწესებულების ბიუჯეტი - ძირითადი პრინციპები;
  • სამედიცინო მომსახურების ხარისხი და ეთიკა;
  • ჯანდაცვის მართვის ელექტრონული ინფორმაციული სისტემები;
  • ჯანდაცვითი პროდუქტების მარკეტინგი;
  • ქეისების განხილვა (საზოგადოებრივი ჯანდაცვა, პჯდ, ჰოსპიტალური და სადაზღვევო სერვისები, მოწვეული სტუმრები); 
  • ჯანდაცვის ადმინისტრირების მიმართულებით ინდივიდუალური პროექტის მომზადება და დაცვა. 

სწავლების მეთოდები

ლექცია-პრაქტიკული, ჯგუფური სამუშაოები, დისკუსია, სიტუაციური ამოცანების განხილვა, კრიტიკული ანალიზი, შესაბამისი ლიტერატურიდან რეფერირება, პროექტზე მუშაობა და პრეზენტაციები.

შეფასების კრიტერიუმები: დასწრება, ჯგუფური მუშაობა, დავალებები, წერითი გამოკითხვა, ინდივიდუალური პროექტის მომზადება.

კურსის დასრულების შემდეგ მსმენელები შეძლებენ: 

  • ჯანდაცვაში არსებული მოთხოვნებისა და პრობლემების პროფესიონალურ დონეზე გააზრებას;
  • სწორი მმართველობითი გადაწყვეტილებების მიღებას პრობლემების კვლევის საფუძველზე; 
  • პაციენტზე ორიენტირებული ხარისხიანი მომსახურების მიწოდების შესაძლებლობების შექმნას.

კურსს გაუძღვებიან:

  • ოთარ ვასაძე, MD, PhD - საქართველოს უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, გ. ჩაფიძის სახ. გადაუდებელი კარდიოლოგიური კლინიკის HR;
  • ქეთევან გოგინაშვილი, MSc, MHA - საქართველოს უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, ჯანდაცვის სამმართველოს უფროსი;
  • მარიამ ლობჯანიძე, BMGT, MPH, PhDc - საქართველოს უნივერსიტეტის ჯანდაცვის მენეჯმენტის დეპარტამენტის უფროსი;
  • თეა გამეზარდაშვილი, MD, PhD, MHA - საქართველოს უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ერისთავის სახ. ქირურგიის ეროვნული ცენტრის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე;
  • ნათია ლანდია, MD, PHDc - საქართველოს უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი, მედიცინის დეპარტამენტის უფროსი;
  • სიმონ გაბრიჭიძე - საქართველოს უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი,  Welfare Foundation-ის  გენერალური დირექტორი;
  • მაია კერესელიძე, MD, PhD- საქართველოს უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, NCDC სამედიცინო სტატისტიკის დეპარტამენტის უფროსი;
  • თინათინ ტურძილაძე - საქართველოს უნივერსიტეტის ფარმაციის დეპარტამენტი, ფარმაციის მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამის ხელმღვანელი, ფარმაციის ექსპერტი;
  • მაია გოგაშვილი, MD, PhDc - საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი, საექთნო საქმის დეპარტამენტის უფროსი, ექსპერტი;
  • მარინა შიხაშვილი, MD - საქართველოს უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი ჯანდაცვის ადმინსიტრირების პროგრამაში, ექსპერტი;
  • კახაბერ ჯაყელი, MBA, PhD - საქართველოს უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი ჯანდაცვის ადმინისტრირების პროგრამაში;
  • ალეკო ტურძილაძე - დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის  გენერალური დირექტორის მოადგილე;
  • თემურ ვარდოსანიძე, MSc, PhD - საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი, დიაბეტის ცენტრის ფინანსური  მენეჯერი;
  • ნატა ყაზახაშვილი, MD, PhD - საქართველოს უნივერსიტეტისა და თსუ-ს ასოცირებული პროფესორი,  ჩაჩავას სახ. კლინიკის გენერალური დირექტორის მ.შ., ხარისხის მართვა, ჯანდაცვის კანონმდებლობა, ექსპერტი დედათა და ბავშთა ჯანმრთელობის დარგში;
  • ნია გიუაშვილი, MD, PhDc - საქართველოს უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი, MediClub Georgia ჰოსპიტლის ხარისხის მართვის სამსახურის უფროსი, ექსპეტი გარემოს ჯანმრთელობის დარგში;
  • ნონა მაღრაძე MD, MHA, PHDc - საქართველოს უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი;
  • გია კამკამიძე, MD, PhD - საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი;
  • ნათია სხვიტარიძე - ჯანმრთელობის მეცნიერებების სკოლის კონსულტანტი;
  • თამარ ლობჯანიძე, MSc, PHDc - საქართველოს უნივერსიტეტის ჯანმრთელობის მეცნიერებების სკოლის დირექტორი, ას. პროფესორი, სასერტიფიკატო კურსის ხელმძღვანელი.

კურსი მოიცავს 50 საკონტაქტო საათსსალექციო დღეები: სამშაბათი-ხუთშაბათი-შაბათი, 19:00 საათიდან 22:00 საათამდე.

 

კურსი ჩატარდება დისტანციურად - ZOOM-ის პლატფორმაზე. კურსის დასრულებისას ინდივიდუალური პროექტების პრეზენტაცია/დაცვა ჩატარდება უნივერსიტეტში, რეგულაციების სრული დაცვით, უსაფრთხო გარემოში.

 

კურსი იწყება 2021 წლის 19 ოქტომბერს და დასრულდება 2021 წლის 7 დეკემბერს.

მსმენელთა რეგისტრაცია იწარმოებს 2021 წლის 18 ოქტომბრის ჩათვლით.

კურსის ღირებულებაა 750 ლარიგადახდა წარმოებს საბანკო გადარიცხვის გზით და შესაძლებელია, სურვილისამებრ, განხორციელდეს ორ ეტაპად. კერძოდ, სწავლის დაწყებამდე 350 ლარი, ხოლო დარჩენილი ნაწილი (400 ლარი) - სწავლის დასრულებამდე არაუგვიანეს ერთი კვირის/5 სამუშაო დღის განმავლობაში.

კორპორატიული მსმენელებისთვის (ერთი დაწესებულებიდან 3 და მეტი მსმენელი) კურსის ღირებულება მსმენელზე შეადგენს 700 ლარს და დგება გადახდის სპეციალური პირობები.

რეგისტრაციის გასავლელად აპლიკანტის მიერ წარმოდგენილი და ატვირთული უნდა იქნეს შემდეგი საბუთები (დასკანერებული/ფოტო ან ვორდის ფორმატში): 

  1. CV.
  2. პირადობის მოწმობის ასლი.
  3. უმაღლესი განათლების სერტიფიკატის ასლი.
  4. სწავლის საფასურის გადახდის საბუთი.

სარეგისტრაციო გადასახადის (350 ლარი) გადარიცხვის საბუთი იტვირთება სარეგისტრაციო ფორმაში (შედის კურსის ერთიან ფასში).

საკონტაქტო პირი: ბესიკ ლუხუტაშვილი, ტრენინგ ცენტრის ხელმძღვანელი.

ელ. ფოსტა: besik.lukhutashvili@ug.edu.ge

მობ.: 577 46 92 96; 599 88 44 13.

რეგისტრაცია

 

 






ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი