
საქართველოს უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო სტუდენტების სამსახური აცხადებს მიღებას Erasmus+ Key Action 171 გაცვლით პროგრამაზე საქართველოს უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა სკოლის - საერთაშორისო ურთიერთობებისა და პოლიტიკის მეცნიერებების პროგრამის სტუდენტებისთვის ბილეფელდის უნივერსიტეტში, გერმანიაში.
იხილეთ უნივერსიტეტის ვებ-გვერდი.
პროგრამის ფარგლებში შერჩეული სტუდენტები ისწავლიან ბილეფელდის უნივერსიტეტში 1 სემესტრის (შემოდგომის სემესტრი - 2026-2027 აკადემიური წლის) განმავლობაში.
აპლიკაციის შემოტანა შეუძლიათ მხოლოდ საერთაშორისო ურთიერთობებისა და პოლიტიკის მეცნიერებების პროგრამის სტუდენტებს.
პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული იქნება:
აპლიკაციის შემოტანა არ შეუძლიათ:
ბილეფელდის უნივერსიტეტში სტუდენტებს შემოდგომის სემესტრისთვის სთავაზობს შემდეგ საგნებს:
გთხოვთ ყურადღება მიაქციოთ სასწავლო ენას და სემესტრულ შეთავაზებას
გაცვლითი სემესტრის დასრულების შემდგომ აღიარებული საგნებისთვის კრედიტების მინიჭება მოხდება საქართველოს უნივერსიტეტის სისტემის მიხედვით, ე.ი. საგნებს მიენიჭებათ საქართველოს უნივერსიტეტში შესაბამისი საგნისთვის მინიჭებული კრედიტების რაოდენობა.
ბილეფელდის უნივერსიტეტი სთავაზობს სტუდენტებს ადგილობრივი განმასახლებელი კომპანიების საცხოვრებლებს. საცხოვრებლის შესახებ მეტი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.
სტუდენტი თავისუფალია დამოუკიდებლად მოიძიოს მისთვის სასრუველი ნებისმიერი სხვა სახის საცხოვრებელი.
სტუდენტებს ეძლევათ საშუალება ისწავლონ ბილეფელდის უნივერსიტეტში ინგლისურ ენაზე. სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს საერთაშორისოდ აღიარებული ენის დამადასტურებელი სერტიფიკატი იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს უნივერსიტეტში არ აქვს დასრულებული ინგლისურის B2/2 დონე.
სერტიფიკატის არ წარმოდგენის შემთხვევაში, სტუდენტის ინგლისური ენის ფლობის შესაფასებლად გამოიყენება მის მიერ საქართველოს უნივერსიტეტში გავლილი ინგლისური ენის საგნების საშუალო შეფასება.
თუკი სტუდენტი არ ფლობს საერთაშორისოდ აღიარებულ სერტიფიკატს და აპლიკაციის შემოტანის მომენტში არ აქვს დასრულებული ინგლისური ენის B2/2 დონე საქართველოს უნივერსიტეტში, შესაძლებელია ინგლისური ენის დამადასტურებელი სერტიფიკატის მოპოვება ტესტირების საფუძველზე
ინლისურის ტესტის ჩატარების დროსა და თარიღს მიიღებთ MY UG-ს შეტყობინებების საშუალებით.
აპლიკაციის ფორმა - ჩამოსატვირთად იხილეთ ბმული.
სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები ინგლისურ ენაზე:
აპლიკაციისთვის საჭიროა შემდეგი ფორმის შევსება.
სტუდენტების შეფასება მოხდება წარმოდგენილი საბუთების საფუძველზე მათი აკადემიური მოსწრების გათვალისწინებით. აკადემიური მოსწრების კომპონენტისთვის სტუდენტს არ სჭირდება დოკუმენტაციის წარმოდგენა (გარდა გამონაკლისი შემთხევებისა, როდესაც სტუდენტი იმყოფება სწავლების პირველ სემესტრზე, დეტალები იხილეთ წინა სექციაში)
სტუდენტების შერჩევა მოხდება კონკურენციის პრინციპით.
აპლიკაცია უნდა გამოიგზავნოს არაუგვიანეს 27 მაისისა.
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ:
მარიამ რევაზიშვილი
m.revazishvili@ug.edu.ge
+995 598121513
+955 557747097