გაცვლითი პროგრამები
პროგრამის აღწერა |
საქართველოს უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო სტუდენტების სამსახური აცხადებს მიღებას Erasmus+ Key Action 107 ფარგლებში გაცვლით პროგრამაზე კაუნასის ტექნოლოგიების უნივერსიტეტში, კაუნასში, ლიეტუვაში.
იხილეთ უნივერსიტეტის ვებ-გვერდი - https://en.ktu.edu/
პროგრამის ფარგლებში შერჩეული სტუდენტები ისწავლიან კაუნასის ტექნოლოგიების უნივერსიტეტში 1 სემესტრის განმავლობაში (გაზაფხულის სემესტრი - 2022-2023 აკადემიური წელი)
გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მხოლოდ ბიზნეს ადმინისტრირებისა და ეკონომიკის საბაკალავრო ან სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებს.
გაცვლითი პროგრამის ფარგლებში სტუდენტი მიიღებს როგორც ყოველთვიურ სტიპენდიას, ასევე მგზავრობისთვის განკუთვნილ გრანტს.
*აპლიკაცის შემოტანა არ შეუძლიათ: · საბაკალავრო პროგრამის პირველი კურსის სტუდენტებს; · იმ სტუდენტებს, რომელთათვისაც 2022-2023 აკადემიური წლის გაზაფხულის სემესტრი წარმოადგენს საბაკალავრო ან სამაგისტრო პროგრამის სწავლების ბოლო, დამამთავრებელ სემესტრს; · სტუდენტებს, რომლებსაც აპლიკაციის გამოგზავნის მომენტში არ აქვთ საქართველოს უნივერსიტეტში აქტიური სტუდენტის სტატუსი.
|
სასწავლო შემოთავაზება |
კაუნასის ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მიერ შემოთავაზებული ინგლისურენოვანი საგნების ჩამონათვალი იხილეთ აქ*-
გაცვლითი სემესტრის დასრულების შემდგომ საგნების ჩათვლა მოხდება საქართველოს უნივერსიტეტის სისტემის მიხედვით, შესაბამისად საგნებს მიენიჭებათ საქართველოს უნივერსიტეტში შესაბამისი საგნისთვის მინიჭებული კრედიტების რაოდენობა.
საგნების შერჩევისთვის კონსულტაციისთვის სტუდენტმა უნდა მიმართოს შესაბამის სკოლას.
|
საცხოვრებელი |
კაუნასის ტექნოლოგიების უნივერსიტეტი სთავაზობს სტუდენტებს მათი სტუდენტური საერთო საცხოვრებლებით სარგებლობას.
https://students.ktu.edu/accommodation/
სტუდენტი თავისუფალია დამოუკიდებლად მოიძიოს მისთვის სასრუველი ნებისმიერი სხვა სახის საცხოვრებელი.
|
ენის მოთხოვნები |
სტუდენტებს ეძლევათ საშუალება ისწავლონ კაუნასის ტექნოლოგიების უნივერსიტეტში ინგლისურ ენაზე. სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს ენის დამადასტურებელი სერტიფიკატი იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს უნივერსიტეტში არ აქვს დასრულებული ინგლისურის B2/2 დონე - სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს ინგლისური ენის CEFR B2 დონის ეკვივალენტი საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატი.
სერტიფიკატის წარმოდგენა სავალდებულო არაა მხოლოდ შემდეგ შემთხვევებში: სტუდენტს აპლიკაციის შემოტანის მომენტში საქართველოს უნვიერსიტეტში დასრულებული აქვს ინგლისური ენის B2/2 დონე სტუდენტმა წარმატებით გაიარა ინგლისური ენის ტესტირება
თუკი სტუდენტი არ ფლობს საერთაშორისოდ აღიარებულ სერტიფიკატს და აპლიკაციის შემოტანის მომენტში არ აქვს დასრულებული ინგლისური ენის B2/2 დონე საქართველოს უნივერსიტეტში, შესაძლებელია ინგლისური ენის დამადასტურებელი სერტიფიკატის მოპოვება ტესტირების საფუძველზე. ტესტირების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოწოდებული იქნება შეტყობინების სახით MY UG-ზე.
|
წარმოსადგენი საბუთები |
სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები ინგლისურ ენაზე: · აპლიკაციის ფორმა - ჩამოსატვირთად გადადით ლინკზე - https://bit.ly/3Aa7K7w · სამოტივაციო წერილი · CV (Europass ფორმატი - https://europa.eu/europass/en/create-europass-cv) · მიმართვის წერილი შესაბამისი სკოლიდან (გთხოვთ, მიმართეთ შესაბამისი სკოლის ასისტენტს) · ინგლისური ენის B2 დონის დამადასტურებელი სერტიფიკატი - TOEFL, IELTS ან სხვა საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატი (თუკი სტუდენტს დასრულებული აქვს B2/2 დონე საქართველოს უნივერსიტეტში ან წარმატებით გაივლის გაცვლითი პროგრამისთვის დანიშნულ ინგლისურის ტესტირებას, სერტიფიკატის წარმოდგენა არაა საჭირო) · პირადობის დამადასტურებელი მოწმობა/პასპორტი (ელ.ვერსია) · სტუდენტებმა, რომლებიც იმყოფებიან მაგისტრატურის პირველი კურსის პირველ სემესტრზე და საბაკალავრო საფეხური არ აქვთ დასრულებული საქართველოს უნივერსიტეტში, დამატებით უნდა წარმოადგინონ საბაკალავრო დონის ნიშნების ფურცელი ინგლისურ ენაზე.
|
აპლიკაცია |
აპლიკაციისთვის საჭიროა შემდეგი ფორმის შევსება: https://forms.gle/4AY12qCjBoPYqK9f8
აპლიკაცია უნდა გამოიგზავნოს არაუგვიანეს 20 ნოემბრისა.
|
საკონტაქტო პირი |
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ: მარიამ რევაზიშვილი +995 598121513 +995 557747097
|