გაცვლითი პროგრამები
პროგრამის აღწერა |
საქართველოს უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო სტუდენტების სამსახური აცხადებს მიღებას Erasmus+ Key Action 171 გაცვლით პროგრამაზე ალექსანდრუ იოან კუზას უნივერსიტეტში, იასი, რუმინეთი.
იხილეთ უნივერსიტეტის ვებ-გვერდი - https://www.uaic.ro/en/
პროგრამის ფარგლებში შერჩეული სტუდენტები ისწავლიან ალექსანდრუ იოან კუზას უნივერსიტეტში 1 სემესტრის განმავლობაში (გაზაფხულის სემესტრი - 2023-2024 აკადემიური წელი)
პროგრამის ფარგლებში სრულად დაფინანსებული იქნება სამგზავრო ხარჯები და ყოველთვიური სტიპენდია, რომელიც შეადგენს € 800 თვეში.
გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ :
- ბიზნესის და ადმინისტრირების საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების სტუდენტებს;
- სამართალის სამაგისტრო პროგრამების სტუდენტებს;
- ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების სტუდენტებს.
*აპლიკაცის შემოტანა არ შეუძლიათ:
· საბაკალავრო პროგრამის პირველი კურსის, პირველი სემესტრის სტუდენტებს; · იმ სტუდენტებს, რომელთათვისაც 2023-2024 აკადემიური წლის გაზაფხულის სემესტრი წარმოადგენს საბაკალავრო ან სამაგისტრო პროგრამის სწავლების ბოლო, დამამთავრებელ სემესტრს; · სტუდენტებს, რომლებსაც აპლიკაციის გამოგზავნის მომენტში არ აქვთ საქართველოს უნივერსიტეტში აქტიური სტუდენტის სტატუსი.
|
სასწავლო შემოთავაზება |
ალექსანდრუ იოან კუზას უნვიერსიტეტის მიერ 2023-2024 აკადემიური წლის გაზაფხულის სემესტრისთვის შემოთავაზებული საგნების ჩამონათვალი იხილეთ აქ - https://www.uaic.ro/en/international/international-students/course-catalog-for-incoming-students/
*გთხოვთ ყურადღება მიაქციოთ სწავლების ენას.
გაცვლითი სემესტრის დასრულების შემდგომ საგნების ჩათვლა მოხდება საქართველოს უნივერსიტეტის სისტემის მიხედვით, შესაბამისად საგნებს მიენიჭებათ საქართველოს უნივერსიტეტში შესაბამისი საგნისთვის მინიჭებული კრედიტების რაოდენობა. საგნების შერჩევისთვის კონსულტაციისთვის სტუდენტმა უნდა მიმართოს შესაბამის სკოლას.
|
საცხოვრებელი |
ალექსანდრუ იოან კუზას უნივერსიტეტის სტუდენტებს შეუძლიათ ისარგებლონ უნივერსიტეტის მიერ რეკომენდირებული საცხოვრებლებით: https://www.uaic.ro/en/international/erasmus-programme/erasmus-incoming-students/cost-living/
სტუდენტებს ასევე აქვთ უფლება და შესაძლებლობა დამოუკიდებლად შეარჩიონ მათთვის სასურველი საცხოვრებლის სხვა ფორმა
|
სწავლების ენა |
სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს ინგლისური ენის CEFR B2 დონის ეკვივალენტი საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატი. სერტიფიკატის წარმოდგენა სავალდებულო არ არის მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი სტუდენტს საქართველოს უნვიერსიტეტში დასრულებული აქვს ინგლისური ენის B2/2 დონე აპლიკაციის შემოტანის მომენტში.
თუკი სტუდენტი არ ფლობს საერთაშორისოდ აღიარებულ სერტიფიკატს და აპლიკაციის შემოტანის მომენტში არ აქვს დასრულებული ინგლისური ენის B2/2 დონე საქართველოს უნივერსიტეტში, შესაძლებელია ინგლისური ენის დამადასტურებელი სერტიფიკატის მოპოვება ტესტირების საფუძველზე.
ტესტირება ინგლისური ენის B2 დონისთვის ჩატარდება უახლოეს მომავალში, შეტყობინებას ამასთან დაკავშირებით მიიღებთ MY UG მესიჯების საშუალებით.
|
წარმოსადგენი საბუთები |
სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები ინგლისურ ენაზე: · აპლიკაციის ფორმა - https://bit.ly/3Aa7K7w · სამოტივაციო წერილი · CV (Europass ფორმატი - https://europa.eu/europass/en/create-europass-cv) · მიმართვის წერილი შესაბამისი სკოლიდან (გთხოვთ, მიმართეთ შესაბამისი სკოლის ასისტენტს) · ინგლისური ენის B2 დონის დამადასტურებელი სერტიფიკატი - TOEFL, IELTS ან სხვა საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატი (თუკი სტუდენტს დასრულებული აქვს B2/2 დონე საქართველოს უნივერსიტეტში ან წარმატებით გაივლის გაცვლითი პროგრამისთვის დანიშნულ ინგლისურის ტესტირებას, სერტიფიკატის წარმოდგენა არაა საჭირო) · პირადობის დამადასტურებელი მოწმობა/პასპორტი (ელ.ვერსია) · სტუდენტებმა, რომლებიც იმყოფებიან მაგისტრატურის პირველი კურსის პირველ სემესტრზე და საბაკალავრო საფეხური არ აქვთ დასრულებული საქართველოს უნივერსიტეტში, დამატებით უნდა წარმოადგინონ საბაკალავრო დონის ნიშნების ფურცელი ინგლისურ ენაზე.
|
აპლიკაციების მიღების ვადა |
აპლიკაციისთვის საჭიროა შემდეგი ფორმის შევსება: https://forms.gle/4AY12qCjBoPYqK9f8
სტუდენტმა საბუთები უნდა წარმოადგინოს ელექტრონული სახით 12 ნოემბრის ჩათვლით.
|
საკონტაქტო პირი |
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ: მარიამ რევაზიშვილი +995 598121513
|