გაცვლითი პროგრამები
პროგრამის აღწერა |
საქართველოს უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო სტუდენტების სამსახური აცხადებს მიღებას Erasmus+ Key Action 171 გაცვლით პროგრამაზე საქართველოს უნივერსიტეტის ჯანდაცვისა და საექთნო საქმის პროგრამის სტუდენტებისთვის John Paul II-ის უნივერსიტეტში, პოლონეთში.
იხილეთ უნივერსიტეტის ვებ-გვერდი - https://international.akademiabialska.pl/en/
პროგრამის ფარგლებში შერჩეული სტუდენტები ისწავლიან John Paul II-ის უნივერსიტეტში 1 სემესტრის (გაზაფხულის სემესტრი 2024-2025 აკადემიური წელი) განმავლობაში.
აპლიკაციის შემოტანა შეუძლიათ მხოლოდ ჯანდაცვისა და საექთნო საქმის პროგრამის სტუდენტებს.
პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული იქნება :
· მგზავრობის ხარჯები (BA/MA) · ყოველთვიური სტიპენდია (BA/MA)
*აპლიკაციის შემოტანა არ შეუძლიათ · საბაკალავრო პროგრამის პირველი სემესტრის სტუდენტებს; · იმ სტუდენტებს, რომლებიც არ სწავლობენ ჯანდაცვასა და საექთნო საქმეზე; · იმ სტუდენტებს, რომელთათვისაც 2024-2025 აკადემიური წლის გაზაფხულის სემესტრი წარმოადგენს საბაკალავრო ან სამაგისტრო პროგრამის სწავლების ბოლო, დამამთავრებელ სემესტრს; · სტუდენტებს, რომლებსაც აპლიკაციის გამოგზავნის მომენტში არ აქვთ საქართველოს უნივერსიტეტში აქტიური სტუდენტის სტატუსი.
|
სასწავლო შემოთავაზება |
John Paul II-ის უნივერსიტეტში სტუდენტებს გაზაფხულის სემესტრისთვის სთავაზობს შემდეგ საგნებს: *გთხოვთ ყურადღება მიაქციოთ სასწავლო ენას
* http://www.pswbp.pl/files/agnieszkamonika_kaliszuk/Nursing_course_catalogue.pdf * http://www.pswbp.pl/files/piotr_rohde/PUBLIC_HEALTH_bachelor_course_catalogue.pdf
გაცვლითი სემესტრის დასრულების შემდგომ აღიარებული საგნებისთვის კრედიტების მინიჭება მოხდება საქართველოს უნივერსიტეტის სისტემის მიხედვით, ე.ი. საგნებს მიენიჭებათ საქართველოს უნივერსიტეტში შესაბამისი საგნისთვის მინიჭებული კრედიტების რაოდენობა.
|
საცხოვრებელი |
John Paul II-ის უნივერსიტეტი სთავაზობს სტუდენტებს ადგილობრივი განმასახლებელი კომპანიების საცხოვრებლებს. საცხოვრებლის შესახებ მეტი ინფორმაცია იხილეთ აქ:
https://international.akademiabialska.pl/welcome-centre/accommodation
სტუდენტი თავისუფალია დამოუკიდებლად მოიძიოს მისთვის სასრუველი ნებისმიერი სხვა სახის საცხოვრებელი.
|
ენის მოთხოვნები |
სტუდენტებს ეძლევათ საშუალება ისწავლონ John Paul II-ის უნივერსიტეტში ინგლისურ ენაზე. სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს საერთაშორისოდ აღიარებული ენის დამადასტურებელი სერტიფიკატი იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს უნივერსიტეტში არ აქვს დასრულებული ინგლისურის B2/2 დონე.
სერტიფიკატის არ წარმოდგენის შემთხვევაში, სტუდენტის ინგლისური ენის ფლობის შესაფასებლად გამოიყენება მის მიერ საქართველოს უნივერსიტეტში გავლილი ინგლისური ენის საგნების საშუალო შეფასება.
თუკი სტუდენტი არ ფლობს საერთაშორისოდ აღიარებულ სერტიფიკატს და აპლიკაციის შემოტანის მომენტში არ აქვს დასრულებული ინგლისური ენის B2/2 დონე საქართველოს უნივერსიტეტში, შესაძლებელია ინგლისური ენის დამადასტურებელი სერტიფიკატის მოპოვება ტესტირების საფუძველზე.
ინლისურის ტესტის ჩატარების დროსა და თარიღს მიიღებთ MY UG-ს შეტყობინებების საშუალებით.
|
წარმოსადგენი საბუთები |
სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები ინგლისურ ენაზე: · აპლიკაციის ფორმა - ჩამოსატვირთად გადადით ლინკზე - https://bit.ly/3Aa7K7w · სამოტივაციო წერილი · CV (Europass ფორმატი - https://europa.eu/europass/en/create-europass-cv ) · მიმართვის წერილი შესაბამისი სკოლიდან (გთხოვთ, მიმართეთ შესაბამისი სკოლის ასისტენტს) · ინგლისური ენის B2 დონის დამადასტურებელი სერტიფიკატი - TOEFL, IELTS ან სხვა საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატი (თუკი სტუდენტს დასრულებული აქვს B2/2 დონე საქართველოს უნივერსიტეტში ან წარმატებით გაივლის გაცვლითი პროგრამისთვის დანიშნულ ინგლისურის ტესტირებას, სერტიფიკატის წარმოდგენა არაა საჭირო) · პირადობის დამადასტურებელი მოწმობა/პასპორტი (ელ.ვერსია) · თუკი სტუდენტი იმყოფება სამაგისტრო საფეხურის სწავლების პირველ სემესტრში, და წინა საფეხური (საბაკალავრო ან სამაგისტრო, შესაბამისად) არ აქვს დასრულებული საქართველოს უნივერსიტეტში, მან დამატებით უნდა წარმოადგინოს წინა საფეხურის ნიშნების ფურცელი ინგლისურ ენაზე შესაბამისი უნივერსიტეტიდან.
|
აპლიკაცია |
აპლიკაციისთვის საჭიროა შემდეგი ფორმის შევსება: https://forms.gle/9t73zmVmQWp5bz57A
სტუდენტების შეფასება მოხდება წარმოდგენილი საბუთების საფუძველზე მათი აკადემიური მოსწრების გათვალისწინებით. აკადემიური მოსწრების კომპონენტისთვის სტუდენტს არ სჭირდება დოკუმენტაციის წარმოდგენა (გარდა გამონაკლისი შემთხევებისა, როდესაც სტუდენტი იმყოფება სწავლების პირველ სემესტრზე, დეტალები იხილეთ წინა სექციაში)
სტუდენტების შერჩევა მოხდება კონკურენციის პრინციპით.
აპლიკაცია უნდა გამოიგზავნოს არაუგვიანეს 27 ოქტომბრისა.
|
საკონტაქტო პირი |
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ: მარიამ რევაზიშვილი +995 598121513 +955 557747097
|