გაცვლითი პროგრამები
პროგრამის აღწერა |
საქართველოს უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო სტუდენტების სამსახური აცხადებს მიღებას Erasmus+ გაცვლით პროგრამაზე კუფშტაინ ტიროლის უნივერსიტეტში, ავსტრიაში.
იხილეთ უნივერსიტეტის ვებ-გვერდი - https://www.fh-kufstein.ac.at/eng/
პროგრამის ფარგლებში შერჩეული სტუდენტები ისწავლიან კუფშტაინ ტიროლის უნივერსიტეტში 1 სემესტრის განმავლობაში ( გაზაფხულის სემესტრი - 2024-2025 აკადემიური წელი )
გაცვლითი პროგრამის ფარგლებში დაფინანსებულია: -გაცვლითი სემესტრის შედეგად აღიარებული კრედიტების სწავლის საფასური -მგზავრობის ხარჯები (მგზავრობის ერთჯერადი გრანტი - 395 ევრო) -ყოველთვიური სტიპენდია (თვეში 900 ევრო)
-დამატებითი ყოველთვიური 250 ევრო სტიპენდია შემდეგი ჯგუფის სტუდენტებისთვის: · შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სტუდენტები · ქრონიკული დაავადებების მქონე სტუდენტები, რომელთა მდგომარეობა მოითხოვს დამატებით ხარჯებს საზღვარგარეთ ყოფნისას · სტუდენტებს, რომლებსაც თან მიჰყავთ შვილ(ებ)ი.
პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მხოლოდ ბიზნეს ადმინისტრირების საბაკალავრო საფეხურის სტუდენტებს.
*აპლიკაცის შემოტანა არ შეუძლიათ · საბაკალავრო პროგრამის პირველი სემესტრის სტუდენტებს; · იმ სტუდენტებს, რომელთათვისაც 2024-2025 აკადემიური წლის გაზაფხულის სემესტრი წარმოადგენს საბაკალავრო პროგრამის სწავლების ბოლო, დამამთავრებელ სემესტრს; · სტუდენტებს, რომლებსაც აპლიკაციის გამოგზავნის მომენტში არ აქვთ საქართველოს უნივერსიტეტში აქტიური სტუდენტის სტატუსი.
|
სასწავლო შემოთავაზება |
კუფშტაინ ტიროლის უნივერსიტეტის მიერ შემოთავაზებული ინგლისურენოვანი პროგრამების და საგნების ჩამონათვალი იხილეთ აქ - https://www.fh-kufstein.ac.at/en/international/incoming-students *იხილეთ Summer Semester Courses სექცია გაცვლითი სემესტრის დასრულების შემდგომ საგნების ჩათვლა მოხდება საქართველოს უნივერსიტეტის სისტემის მიხედვით, შესაბამისად საგნებს მიენიჭებათ საქართველოს უნივერსიტეტში შესაბამისი საგნისთვის მინიჭებული კრედიტების რაოდენობა.
საგნების შერჩევისთვის კონსულტაციისთვის სტუდენტმა უნდა მიმართოს შესაბამის სკოლას.
|
საცხოვრებელი
|
კუფშტაინ ტიროლის უნივერსიტეტი სთავაზობს სტუდენტებს მათი სტუდენტური საერთო საცხოვრებლებით სარგებლობას. დეტალური ინფორმაცია საცხოვრებლის შესახებ იხილეთ აქ: https://www.fh-kufstein.ac.at/eng/Living/accomodation
სტუდენტი თავისუფალია დამოუკიდებლად მოიძიოს მისთვის სასრუველი ნებისმიერი სხვა სახის საცხოვრებელი.
|
ენის მოთხოვნები |
სტუდენტებს ეძლევათ საშუალება ისწავლონ კუფშტაინ ტიროლის უნივერსიტეტში ინგლისურ ენაზე. სწავლისთვის მინიმალური ენის მოთხოვნა B2 დონე, რომლის დადასტურებისთვის სტუდენტს ეძლევა რამდენიმე გზა:
1. საერთაშორისოდ აღიარებული ენის დამადასტურებელი სერტიფიკატის წარმოდგენა (IELTS, TOEFL ან სხვა სერტიფიკატი, რომელიც ვალიდურია აპლიკაციის შემოტანის მომენტში და შეესაბამება CEFR B2 დონეს) 2. საქართველოს უნივერსიტეტში ინლგისური ენის B2/2 დონის წარმატებით დასრულება (აპლიკაციის შემოტანის მომენტში B2/2 საფეხური უნდა იყოს დასრულებული). ამ შემთხვევაში სერტიფიკატის წარმოდგენა არაა აუცილებელი. სტუდენტის ინგლისური ენის ცოდნის შეფასება მოხდება მის მიერ ინგლისურის შესაბამის კომპონენტებში მიღებული შეფასებების მეშვეობით. 3. ინგლისური ენის ტესტირება. ტესტირების შესახებ ინფორმაციას სტუდენტები მიიღებენ MY UG შეტყობინებების მეშვეობით.
|
წარმოსადგენი საბუთები |
სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები ინგლისურ ენაზე:
· აპლიკაციის ფორმა - ჩამოსატვირთად გადადით ლინკზე - https://bit.ly/3Aa7K7w · სამოტივაციო წერილი · CV (Europass ფორმატი - https://europa.eu/europass/en/create-europass-cv ) · მიმართვის წერილი შესაბამისი სკოლიდან (გთხოვთ, მიმართეთ შესაბამისი სკოლის ასისტენტს) · ინგლისური ენის B2 დონის დამადასტურებელი სერტიფიკატი - TOEFL, IELTS ან სხვა საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატი (თუკი სტუდენტს დასრულებული აქვს B2/2 დონე საქართველოს უნივერსიტეტში ან წარმატებით გაივლის გაცვლითი პროგრამისთვის დანიშნულ ინგლისურის ტესტირებას, სერტიფიკატის წარმოდგენა არაა საჭირო) · პირადობის დამადასტურებელი მოწმობა/პასპორტი (ელ.ვერსია)
|
აპლიკაცია |
აპლიკაციისთვის საჭიროა შემდეგი ფორმის შევსება: https://forms.gle/4AY12qCjBoPYqK9f8
სტუდენტების შეფასება მოხდება წარმოდგენილი საბუთების საფუძველზე მათი აკადემიური მოსწრების გათვალისწინებით. აკადემიური მოსწრების კომპონენტისთვის სტუდენტს არ სჭირდება დოკუმენტაციის წარმოდგენა.
სტუდენტების შერჩევა მოხდება კონკურენციის პრინციპით.
აპლიკაცია უნდა გამოიგზავნოს არაუგვიანეს 3 ნოემბრისა.
|
საკონტაქტო პირი |
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ: მარიამ რევაზიშვილი +995 598121513 +995 557747097 |