გაცვლითი პროგრამები
პროგრამის აღწერა |
საქართველოს უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო სტუდენტების სამსახური აცხადებს მიღებას ინდივიდუალურ გაცვლით პროგრამაზე ტომას ბატას უნივერსიტეტში, ჩეხეთში.
იხილეთ უნივერსიტეტის ვებ-გვერდი - https://www.utb.cz/en/
პროგრამის ფარგლებში შერჩეული სტუდენტები ისწავლიან ტომას ბატას უნივერსიტეტში 1 სემესტრის განმავლობაში (გაზაფხულის სემესტრი - 2022-2023 აკადემიური წელი)
გაცვლითი პროგრამის ფარგლებში სტუდენტი მიმღებ უნივერსიტეტში არ იხდის სწავლის საფასურს, თუმცა საქართველოს უნივერსიტეტში ფარავს აღიარებული კრედიტების საფასურს.
აღნიშნული გაცვლითი პროგრამა არ ფარავს : მგზავრობისა და ვიზის ხარჯებს საცხოვრებლისა თუ სხვა ყოველდღიურ ხარჯებს
ყველაზე მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტს საქართველოს უნივერსიტეტი სრულად დაუფინანსებს საცხოვრებლის ხარჯებს.
*აპლიკაცის შემოტანა არ შეუძლიათ · საბაკალავრო პროგრამის პირველი სემესტრის სტუდენტებს · იმ სტუდენტებს, რომელთათვისაც 2022-2023 აკადემიური წლის გაზაფხულის სემესტრი წარმოადგენს საბაკალავრო ან სამაგისტრო პროგრამის სწავლების ბოლო, დამამთავრებელ სემესტრს · სტუდენტებს, რომლებსაც აპლიკაციის გამოგზავნის მომენტში არ აქვთ საქართველოს უნივერსიტეტში აქტიური სტუდენტის სტატუსი.
|
სასწავლო შემოთავაზება |
ტომას ბატას უნივერსიტეტის მიერ შემოთავაზებული ინგლისურენოვანი პროგრამების და საგნების ჩამონათვალი იხილეთ აქ*- https://www.utb.cz/en/university/international/students/exchange-students/incoming-students/courses/
*2022-23 წლის გაზაფხულის საბოლოო საგნების სია შესაძლოა განსხვავებული იყოს აღნიშნული ჩამონათვალისგან.
გაცვლითი სემესტრის დასრულების შემდგომ საგნების ჩათვლა მოხდება საქართველოს უნივერსიტეტის სისტემის მიხედვით, შესაბამისად საგნებს მიენიჭებათ საქართველოს უნივერსიტეტში შესაბამისი საგნისთვის მინიჭებული კრედიტების რაოდენობა.
საგნების შერჩევისთვის კონსულტაციისთვის სტუდენტმა უნდა მიმართოს შესაბამის სკოლას.
|
საცხოვრებელი |
ტომას ბატას უნივერსიტეტი სთავაზობს სტუდენტებს მათი სტუდენტური საერთო საცხოვრებლებით სარგებლობას. დეტალური ინფორმაცია საცხოვრებლის შესახებ იხილეთ აქ: https://www.utb.cz/en/university/international/students/exchange-students/incoming-students/practical-information/accommodation/ სტუდენტი თავისუფალია დამოუკიდებლად მოიძიოს მისთვის სასრუველი ნებისმიერი სხვა სახის საცხოვრებელი.
|
ენის მოთხოვნები |
სტუდენტებს ეძლევათ საშუალება ისწავლონ ტომას ბატას უნივერსიტეტში ინგლისურ ენაზე. სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს ენის დამადასტურებელი სერტიფიკატი იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს უნივერსიტეტში არ აქვს დასრულებული ინგლისურის B2/2 დონე.
ინგლისურ ენაზე სწავლის სურვილის შემთხვევაში სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს ინგლისური ენის CEFR B2 დონის ეკვივალენტი საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატი.
სერტიფიკატის წარმოდგენა სავალდებულო არაა მხოლოდ შემდეგ შემთხვევებში: სტუდენტს აპლიკაციის შემოტანის მომენტში საქართველოს უნვიერსიტეტში დასრულებული აქვს ინგლისური ენის B2/2 დონე სტუდენტმა წარმატებით გაიარა ინგლისური ენის ტესტირება
თუკი სტუდენტი არ ფლობს საერთაშორისოდ აღიარებულ სერტიფიკატს და აპლიკაციის შემოტანის მომენტში არ აქვს დასრულებული ინგლისური ენის B2/2 დონე საქართველოს უნივერსიტეტში, შესაძლებელია ინგლისური ენის დამადასტურებელი სერტიფიკატის მოპოვება ტესტირების საფუძველზე. ტესტირების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოწოდებული იქნება შეტყობინების სახით MY UG-ზე.
|
წარმოსადგენი საბუთები |
სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები ინგლისურ ენაზე: · აპლიკაციის ფორმა - ჩამოსატვირთად გადადით ლინკზე - https://bit.ly/3Aa7K7w · სამოტივაციო წერილი · CV (Europass ფორმატი - https://europa.eu/europass/en/create-europass-cv) · მიმართვის წერილი შესაბამისი სკოლიდან (გთხოვთ, მიმართეთ შესაბამისი სკოლის ასისტენტს) · ინგლისური ენის B2 დონის დამადასტურებელი სერტიფიკატი - TOEFL, IELTS ან სხვა საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატი (თუკი სტუდენტს დასრულებული აქვს B2/2 დონე საქართველოს უნივერსიტეტში ან წარმატებით გაივლის გაცვლითი პროგრამისთვის დანიშნულ ინგლისურის ტესტირებას, სერტიფიკატის წარმოდგენა არაა საჭირო) · პირადობის დამადასტურებელი მოწმობა/პასპორტი (ელ.ვერსია) · სტუდენტებმა, რომლებიც იმყოფებიან მაგისტრატურის პირველი კურსის პირველ სემესტრზე და საბაკალავრო საფეხური არ აქვთ დასრულებული საქართველოს უნივერსიტეტში, დამატებით უნდა წარმოადგინონ საბაკალავრო დონის ნიშნების ფურცელი ინგლისურ ენაზე.
|
აპლიკაცია |
აპლიკაციისთვის საჭიროა შემდეგი ფორმის შევსება: https://forms.gle/4AY12qCjBoPYqK9f8
აპლიკაცია უნდა გამოიგზავნოს არაუგვიანეს 21 სექტემბერი
|
საკონტაქტო პირი |
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ: მარიამ რევაზიშვილი +995 598121513 +995 557747097 |