ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

გაცვლითი პროგრამები და სტიპენდიები

გაცვლითი პროგრამები

ტერამოს უნივერსიტეტი - Erasmus+ გაცვლითი პროგრამა, იტალიაში
19 January 2023

პროგრამის აღწერა

 

საქართველოს უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო სტუდენტების სამსახური აცხადებს მიღებას Erasmus+ Key Action 107 ფარგლებში გაცვლით პროგრამაზე ტერამოს უნივერსიტეტში, იტალიაში.

 

იხილეთ უნივერსიტეტის ვებ-გვერდი -  https://www.unite.it/English/Engine/RAServePG.php/P/25001ENG0603/L/1

 

პროგრამის ფარგლებში შერჩეული სტუდენტები ისწავლიან ტერამოს უნივერსიტეტში 1 სემესტრის განმავლობაში (გაზაფხულის სემესტრი - 2022-2023 აკადემიური წელი)

 

 

გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მხოლოდ სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესის ადმინისტრირებისა და სამართლის სკოლის მეორე და მესამე საფეხურის სტუდენტებს.

 

 

გაცვლითი პროგრამის ფარგლებში სტუდენტი მიიღებს როგორც ყოველთვიურ სტიპენდიას, ასევე მგზავრობისთვის განკუთვნილ გრანტს, რომელიც შეადგენს:

 

- მგზავრობისთვის განკუთვნილი რაოდენობა: € 360,

- ყოველთვიური სტიპენდიის რაოდენობა: € 850.

 

*აპლიკაცის შემოტანა არ შეუძლიათ:

·        -საბაკალავრო პროგრამის პირველი კურსის, პირველი სემესტრის სტუდენტებს;

·        -იმ სტუდენტებს, რომელთათვისაც 2022-2023 აკადემიური წლის გაზაფხულის სემესტრი წარმოადგენს საბაკალავრო ან სამაგისტრო პროგრამის სწავლების ბოლო, დამამთავრებელ სემესტრს;

·       -სტუდენტებს, რომლებსაც აპლიკაციის გამოგზავნის მომენტში არ აქვთ საქართველოს უნივერსიტეტში აქტიური სტუდენტის სტატუსი.

 

სასწავლო შემოთავაზება

 

ტერამოს უნივერსიტეტის მიერ შემოთავაზებული ინგლისურენოვანი საგნების ჩამონათვალი იხილეთ აქ*-

https://unite.coursecatalogue.cineca.it/

 

გაცვლითი სემესტრის დასრულების შემდგომ საგნების ჩათვლა მოხდება საქართველოს უნივერსიტეტის სისტემის მიხედვით, შესაბამისად საგნებს მიენიჭებათ საქართველოს უნივერსიტეტში შესაბამისი საგნისთვის მინიჭებული კრედიტების რაოდენობა.

 

საგნების შერჩევისთვის კონსულტაციისთვის სტუდენტმა უნდა მიმართოს შესაბამის სკოლას.

 

საცხოვრებელი

 

ტერამოს უნივერსიტეტი სთავაზობს სტუდენტებს მათი სტუდენტური საერთო საცხოვრებლებით სარგებლობას.

 

https://www.unite.it/UniTE/Erasmus_Incoming_students#A7

სტუდენტი თავისუფალია დამოუკიდებლად მოიძიოს მისთვის სასრუველი ნებისმიერი სხვა სახის საცხოვრებელი.

 

ენის მოთხოვნები

 

სტუდენტებს ეძლევათ საშუალება ისწავლონ ტერამოს უნივერსიტეტში ინგლისურ ენაზე. სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს ენის დამადასტურებელი სერტიფიკატი იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს უნივერსიტეტში არ აქვს დასრულებული ინგლისურის B2/2 დონე - სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს ინგლისური ენის CEFR B2 დონის ეკვივალენტი საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატი.

 

სერტიფიკატის წარმოდგენა სავალდებულო არაა მხოლოდ შემდეგ შემთხვევებში:

სტუდენტს აპლიკაციის შემოტანის მომენტში საქართველოს უნვიერსიტეტში დასრულებული აქვს ინგლისური ენის B2/2 დონე

სტუდენტმა წარმატებით გაიარა ინგლისური ენის ტესტირება

 

თუკი სტუდენტი არ ფლობს საერთაშორისოდ აღიარებულ სერტიფიკატს და აპლიკაციის შემოტანის მომენტში არ აქვს დასრულებული ინგლისური ენის B2/2 დონე საქართველოს უნივერსიტეტში, შესაძლებელია ინგლისური ენის დამადასტურებელი სერტიფიკატის მოპოვება ტესტირების საფუძველზე. ტესტირების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოწოდებული იქნება შეტყობინების სახით MY UG-ზე.

 

წარმოსადგენი საბუთები

 

სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები ინგლისურ ენაზე:

  •           აპლიკაციის ფორმა - ჩამოსატვირთად გადადით ლინკზე - https://bit.ly/3Aa7K7w
  • სამოტივაციო წერილი
  •          CV (Europass ფორმატი - https://europa.eu/europass/en/create-europass-cv)
  •            მიმართვის წერილი შესაბამისი სკოლიდან (გთხოვთ, მიმართეთ შესაბამისი სკოლის ასისტენტს)
  •            ინგლისური ენის B2 დონის დამადასტურებელი სერტიფიკატი - TOEFL, IELTS ან სხვა საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატი (თუკი სტუდენტს დასრულებული აქვს B2/2 დონე საქართველოს უნივერსიტეტში ან წარმატებით გაივლის გაცვლითი პროგრამისთვის დანიშნულ ინგლისურის ტესტირებას, სერტიფიკატის წარმოდგენა არაა საჭირო)
  •           პირადობის დამადასტურებელი მოწმობა/პასპორტი (ელ.ვერსია)
  •            სტუდენტებმა, რომლებიც იმყოფებიან მაგისტრატურის პირველი კურსის პირველ სემესტრზე და საბაკალავრო საფეხური არ აქვთ დასრულებული საქართველოს უნივერსიტეტში, დამატებით უნდა წარმოადგინონ საბაკალავრო დონის ნიშნების ფურცელი ინგლისურ ენაზე.

აპლიკაცია

 

აპლიკაციისთვის საჭიროა შემდეგი ფორმის შევსება: https://forms.gle/4AY12qCjBoPYqK9f8

 

აპლიკაცია უნდა გამოიგზავნოს არაუგვიანეს 29 იანვრამდე.

 

საკონტაქტო პირი

 

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ:

მარიამ რევაზიშვილი

m.revazishvili@ug.edu.ge

+995 598121513

+995 557747097

 

SHARE ON







ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი