გაცვლითი პროგრამები
ინდივიდუალური გაცვლითი პროგრამა იტალიაში
პროგრამის აღწერა |
საქართველოს უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო სტუდენტების სამსახური აცხადებს ინდივიდუალურ გაცვლით პროგრამას ტურინის უნივერსიტეტში, იტალიაში
იხილეთ უნივერსიტეტის ვებ-გვერდი - https://en.unito.it/
პროგრამის ფარგლებში შერჩეული სტუდენტები ისწავლიან ტურინის უნივერსიტეტში 1 სემესტრის განმავლობაში შემოდგომის სემესტრი - 2022-2023 აკადემიური წელი)
შემოდგომის სემესტრი ტურინის უნივერსიტეტში გრძელდება 2022 წლის სექტემბრიდან 2023 წლის თებერვლამდე.
აპლიკაციის შემოტანა შეუძლიათ მხოლოდ ბიზნესის და ადმინისტრაციულ მეცნიერებათა სკოლის სტუდენტებს.
გაცვლითი პროგრამის ფარგლებში სტუდენტი მიმღებ უნივერსიტეტში არ იხდის სწავლის საფასურს, თუმცა საქართველოს უნივერსიტეტში ფარავს აღიარებული კრედიტების საფასურს.
გაცვლითი პროგრამა არ მოიცავს : · მგზავრობისა და ვიზის ხარჯებს · საცხოვრებლისა თუ სხვა ყოველდღიურ ხარჯებს
ტურინში ცხოვრების საშუალო ყოველთვიური ღირებულება - 250-350 ევრო.
მაღალი აკადემიური მოსწრების შემთხვევაში საქართველოს უნივერსიტეტი სრულად დააფინანსებს საცხოვრებლის ხარჯებს.
*აპლიკაცია არ შეუძლიათ · საბაკალავრო პროგრამის პირველი სემესტრის სტუდენტებს · იმ სტუდენტებს, რომელთათვისაც 2022-2023 აკადემიური წლის შემოდგომის სემესტრი წარმოადგენს საბაკალავრო ან სამაგისტრო პროგრამის სწავლების ბოლო, დამამთავრებელ სემესტრს · სტუდენტებს, რომლებსაც აპლიკაციის გამოგზავნის მომენტში არ აქვთ საქართველოს უნივერსიტეტში აქტიური სტუდენტის სტატუსი.
|
სასწავლო შემოთავაზება |
ტურინის უნივერსიტეტი სტუდენტებს შემოდგომის სემესტრისთვის სთავაზობს შემდეგ საგნებს*: https://en.unito.it/course-search
*გთხოვთ, ყურადღება მიაქციოთ საგნის სწავლების ენას
გაცვლითი სემესტრის დასრულების შემდგომ აღიარებული საგნებისთვის კრედიტების მინიჭება მოხდება საქართველოს უნივერსიტეტის სისტემის მიხედვით, ე.ი. საგნებს მიენიჭებათ საქართველოს უნივერსიტეტში შესაბამისი საგნისთვის მინიჭებული კრედიტების რაოდენობა.
|
საცხოვრებელი |
ტურინის უნივერსიტეტი სთავაზობს სტუდენტებს ტურინში არსებული საერთო სტდენტური საცხოვრების გამოყენებას. საცხოვრებლის შესახებ მეტი ინფორმაცია იხილეთ აქ: https://en.unito.it/living-turin/when-you-arrive/housing სტუდენტი თავისუფალია დამოუკიდებლად მოიძიოს მისთვის სასრუველი ნებისმიერი სხვა სახის საცხოვრებელი.
|
ენის მოთხოვნები |
სტუდენტებს ეძლევათ საშუალება ისწავლონ ტურინის უნივერსიტეტში ინგლისურ ენაზე. სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს საერთაშორისოდ აღიარებული ენის დამადასტურებელი სერტიფიკატი იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს უნივერსიტეტში არ აქვს დასრულებული ინგლისურის B2/2 დონე.
სერტიფიკატის არ წარმოდგენის შემთხვევაში, სტუდენტის ინგლისური ენის ფლობის შესაფასებლად გამოიყენება მის მიერ საქართველოს უნივერსიტეტში გავლილი ინგლისური ენის საგნების საშუალო შეფასება.
თუკი სტუდენტი არ ფლობს საერთაშორისოდ აღიარებულ სერტიფიკატს და აპლიკაციის შემოტანის მომენტში არ აქვს დასრულებული ინგლისური ენის B2/2 დონე საქართველოს უნივერსიტეტში, შესაძლებელია ინგლისური ენის დამადასტურებელი სერტიფიკატის მოპოვება ტესტირების საფუძველზე.
ინგლისურის ტესტირების შესახებ დამატებით ინფორმაციას მიიღებთ მაი იუჯის შეტყობინების სახით.
|
წარმოსადგენი საბუთები |
სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები ინგლისურ ენაზე: · აპლიკაციის ფორმა - ჩამოსატვირთად გადადით ლინკზე - https://bit.ly/3Aa7K7w · სამოტივაციო წერილი · CV (Europass ფორმატი - https://europa.eu/europass/en/create-europass-cv) · მიმართვის წერილი შესაბამისი სკოლიდან (გთხოვთ, მიმართეთ შესაბამისი სკოლის ასისტენტს) · ინგლისური ენის B2 დონის დამადასტურებელი სერტიფიკატი - TOEFL, IELTS ან სხვა საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატი (თუკი სტუდენტს დასრულებული აქვს B2/2 დონე საქართველოს უნივერსიტეტში ან წარმატებით გაივლის გაცვლითი პროგრამისთვის დანიშნულ ინგლისურის ტესტირებას, სერტიფიკატის წარმოდგენა არაა საჭირო) · პირადობის დამადასტურებელი მოწმობა/პასპორტი (ელ.ვერსია) · თუკი სტუდენტი იმყოფება სამაგისტრო ან სადოქტორო საფეხურის სწავლების პირველ სემესტრში, და წინა საფეხური (საბაკალავრო ან სამაგისტრო, შესაბამისად) არ აქვს დასრულებული საქართველოს უნივერსიტეტში, მან დამატებით უნდა წარმოადგინოს წინა საფეხურის ნიშნების ფურცელი ინგლისურ ენაზე შესაბამისი უნივერსიტეტიდან.
|
აპლიკაცია |
აპლიკაციისთვის საჭიროა შემდეგი ფორმის შევსება: https://forms.gle/8PQUNCtWa5UAfxpT7
სტუდენტების შეფასება მოხდება წარმოდგენილი საბუთების საფუძველზე მათი აკადემიური მოსწრების გათვალისწინებით. აკადემიური მოსწრების კომპონენტისთვის სტუდენტს არ სჭირდება დოკუმენტაციის წარმოდგენა (გარდა გამონაკლისი შემთხევებისა, როდესაც სტუდენტი იმყოფება სწავლების პირველ სემესტრზე, დეტალები იხილეთ წინა სექციაში)
სტუდენტების შერჩევა მოხდება კონკურენციის პრინციპით.
აპლიკაცია უნდა გამოიგზავნოს არაუგვიანეს 22 მაისისა.
|
საკონტაქტო პირი |
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ: მარიამ რევაზიშვილი +995 557747097 +955 598121513
|