გაცვლითი პროგრამები
პროგრამის აღწერა |
საქართველოს უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო სტუდენტების სამსახური აცხადებს მიღებას Erasmus+ Key Action 171 გაცვლით პროგრამაზე WSB მერიტოს უნივერსიტეტში, პოლონეთში.
იხილეთ უნივერსიტეტის ვებ-გვერდი - https://www.merito.pl/poznan/
პროგრამის ფარგლებში შერჩეული სტუდენტები ისწავლიან WSB მერიტოს უნივერსიტეტში 1 სემესტრის განმავლობაში (გაზაფხულის სემესტრი - 2023-2024 აკადემიური წელი)
ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში სტუდენტი მიიღებს გრანტს 4360 ევროს ოდენობით.
ერაზმუს+ პროგრამა ამასთანავე მოიცავს სწავლის საფასურის დაფინანსებას.
გაცვლით პროგრამაზე აპლიკაციის შემოტანა შეუძლიათ მხოლოდ მენეჯმენტისა და კომპიუტერული მეცნიერებების პროგრამის, საბაკალავრო საფეხურის სტუდენტებს.
ადგილების რაოდენობა: 1
*აპლიკაცის შემოტანა არ შეუძლიათ:
· საბაკალავრო პროგრამის პირველი კურსის, პირველი სემესტრის სტუდენტებს; · იმ სტუდენტებს, რომელთათვისაც 2023-2024 აკადემიური წლის გაზაფხულის სემესტრი წარმოადგენს საბაკალავრო ან სამაგისტრო პროგრამის სწავლების ბოლო, დამამთავრებელ სემესტრს; · სტუდენტებს, რომლებსაც აპლიკაციის გამოგზავნის მომენტში არ აქვთ საქართველოს უნივერსიტეტში აქტიური სტუდენტის სტატუსი.
|
სასწავლო შემოთავაზება |
WSB მერიტოს უნვიერსიტეტის მიერ 2023-2024 აკადემიური წლის გაზაფხულის სემესტრისთვის შემოთავაზებული ინგლისურენოვანი საგნების ჩამონათვალი იხილეთ აქ - https://www.merito.pl/english/poznan/our-offer/bachelors-degree/programs?education_level=bachelor%27s&study_form=full-time&professor_language=english&education_level=engineer%27s *
*სტუდენტებს შეუძლიათ მხოლოდ 2024 წლის გაზაფხულის სემესტრისთვის შემოთავაზებული საგნების არჩევა
გაცვლითი სემესტრის დასრულების შემდგომ საგნების ჩათვლა მოხდება საქართველოს უნივერსიტეტის სისტემის მიხედვით, შესაბამისად საგნებს მიენიჭებათ საქართველოს უნივერსიტეტში შესაბამისი საგნისთვის მინიჭებული კრედიტების რაოდენობა. საგნების შერჩევისთვის კონსულტაციისთვის სტუდენტმა უნდა მიმართოს შესაბამის სკოლას.
|
საცხოვრებელი |
WSB მერიტოს უნივერსიტეტის სტუდენტებს შეუძლიათ ისარგებლონ უნივერსიტეტის საერთო სტუდენტური საცხოვრებლებით: https://www.merito.pl/english/poznan/admissions/accommodation
სტუდენტებს ასევე აქვთ უფლება და შესაძლებლობა დამოუკიდებლად შეარჩიონ მათთვის სასურველი საცხოვრებლის სხვა ფორმა
|
სწავლების ენა |
სტუდენტებს ეძლევათ საშუალება ისწავლონ WSB მერიტოს უნივერსიტეტში ინგლისურ ენაზე. სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს ინგლისური ენის CEFR B2 დონის ეკვივალენტი საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატი. სერტიფიკატის წარმოდგენა სავალდებულო არ არის მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი სტუდენტს საქართველოს უნვიერსიტეტში დასრულებული აქვს ინგლისური ენის B2/2 დონე აპლიკაციის შემოტანის მომენტში.
თუკი სტუდენტი არ ფლობს საერთაშორისოდ აღიარებულ სერტიფიკატს და აპლიკაციის შემოტანის მომენტში არ აქვს დასრულებული ინგლისური ენის B2/2 დონე საქართველოს უნივერსიტეტში, შესაძლებელია ინგლისური ენის დამადასტურებელი სერტიფიკატის მოპოვება ტესტირების საფუძველზე.
ტესტირება ინგლისური ენის B2 დონისთვის ჩატარდება უახლოეს მომავალში, შეტყობინებას ამასთან დაკავშირებით მიიღებთ MY UG მესიჯების საშუალებით.
|
წარმოსადგენი საბუთები |
სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები ინგლისურ ენაზე: · აპლიკაციის ფორმა - https://bit.ly/3Aa7K7w · სამოტივაციო წერილი · CV (Europass ფორმატი - https://europa.eu/europass/en/create-europass-cv) · მიმართვის წერილი შესაბამისი სკოლიდან (გთხოვთ, მიმართეთ შესაბამისი სკოლის ასისტენტს) · ინგლისური ენის B2 დონის დამადასტურებელი სერტიფიკატი - TOEFL, IELTS ან სხვა საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატი (თუკი სტუდენტს დასრულებული აქვს B2/2 დონე საქართველოს უნივერსიტეტში ან წარმატებით გაივლის გაცვლითი პროგრამისთვის დანიშნულ ინგლისურის ტესტირებას, სერტიფიკატის წარმოდგენა არაა საჭირო) · პირადობის დამადასტურებელი მოწმობა/პასპორტი (ელ.ვერსია)
|
აპლიკაციების მიღების ვადა |
აპლიკაციისთვის საჭიროა შემდეგი ფორმის შევსება: https://forms.gle/4AY12qCjBoPYqK9f8
სტუდენტმა საბუთები უნდა წარმოადგინოს ელექტრონული სახით 4 თებერვლის ჩათვლით.
|
საკონტაქტო პირი |
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ: მარიამ რევაზიშვილი +995 598121513
|