ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

გაცვლითი პროგრამები და სტიპენდიები

გაცვლითი პროგრამები

ერაზმუს+ გაცვლითი პროგრამა სამართლის სკოლის სტუდენტებისთვის გერმანიაში
20 November 2020

აღწერა

საქართველოს უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო სტუდენტების სამსახური აცხადებს მიღებას Erasmus+ Key Action 107 გაცვლით პროგრამას სამართლის სკოლის სტუდენტებისთვის გერმანიაში, ზაარლანდის უნივერსიტეტში.

 

იხილეთ უნივერსიტეტის ვებ-გვერდი -  https://www.uni-saarland.de/en/home.html

 

პროგრამის ფარგლებში შერჩეული სტუდენტები ისწავლიან ზაარლანდის უნივერსიტეტში 1 სემესტრის განმავლობაში (გაზაფხულის სემესტრი - 2020-2021 აკადემიური წელი)

 

გაცვლითი პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული იქნება:

·         მგზავრობის ხარჯები

·         ყოველთვიური სტიპენდია

·         სწავლის საფასური

 

 

სასწავლო შემოთავაზება

 

ზაარლანდის უნივერსიტეტის მიერ შემოთავაზებული პროგრამებისა და საგნების ჩამონათვალი იხილეთ აქ: https://bit.ly/2KeeTPY

 

გაცვლითი სემესტრის დასრულების შემდგომ საგნების ჩათვლა მოხდება საქართველოს უნივერსიტეტის სისტემის მიხედვით, შესაბამისად საგნებს მიენიჭებათ საქართველოს უნივერსიტეტში შესაბამისი საგნისთვის მინიჭებული კრედიტების რაოდენობა. საგნების შერჩევისთვის კონსულტაციისთვის სტუდენტმა უნდა მიმართოს სამართლის სკოლას.

 

სწავლების ენა

 

სტუდენტებს ეძლევათ საშუალება ისწავლონ ზაარლანდის უნივერსიტეტში ინგლისურ ან გერმანულ ენაზე. სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს ინგლისური ან გერმანული ენის B1 დონის დამადასტურებელი საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატი (TOEFL, IELTS, etc.) იმ შემთხვევაში, თუ მას არ აქვს საქართველოს უნივერსიტეტში დასრულებული ინგლისურის B1/2 ან გერმანულის B1/2 დონე.

 

წარმოსადგენი საბუთები

 

სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები ინგლისურ ენაზე:

·         სამოტივაციო წერილი

·         CV (Europass ფორმატი - https://europa.eu/europass/en/create-europass-cv)

·         მიმართვის წერილი სამართლის სკოლიდან (გთხოვთ, მიმართეთ სკოლის ასისტენტებს)

·         ინგლისური ან გერმანული ენის B1 დონის დამადასტურებელი სერტიფიკატი - TOEFL, IELTS ან სხვა საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატი. თუ სტუდენტს საქართველოს უნივერსიტეტში დასრულებული აქვს ინგლისურის B1/2 ან გერმანულის B1/2 დონე, სერტიფიკატის წარმოდგენა არაა სავალდებულო.

·         პირადობის დამადასტურებელი მოწმობა/პასპორტი (ელ.ვერსია)

 

აპლიკაციების მიღების ვადა

 

სტუდენტმა საბუთები უნდა წარმოადგინოს ელექტრონული სახით 8 დეკემბრის ჩათვლით შემდეგ მისამართზე:  exchange@ug.edu.ge

 

საკონტაქტო პირი

 

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ:

ნუცა ვეფხვაძე

n.vepkhvadze@ug.edu.ge

+995 557747097

 

 

SHARE ON







ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი