გაცვლითი პროგრამები
აღწერა |
საქართველოს უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო სტუდენტების სამსახური აცხადებს მიღებას Erasmus+ Key Action 107 გაცვლით პროგრამას საპიენცას უნივერსიტეტში, რომი, იტალია.
იხილეთ უნივერსიტეტის ვებ-გვერდი - https://www.uniroma1.it/en/pagina-strutturale/home
პროგრამის ფარგლებში შერჩეული სტუდენტები ისწავლიან საპიენცას უნივერსიტეტში 1 სემესტრის განმავლობაში (შემოდგომის სემესტრი - 2021-2022 აკადემიური წელი)
გაცვლითი პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული იქნება: · მგზავრობის ხარჯები · ყოველთვიური სტიპენდია · სწავლის საფასური
|
სასწავლო შემოთავაზება |
საპიენცას უნვიერსიტეტის მიერ 2021-2022 აკადემიური წლის შემოდგომის სემესტრისთვის შემოთავაზებული საგნების ჩამონათვალი იხილეთ აქ - https://corsidilaurea.uniroma1.it/en
პროგრამის გასწვრივ მითითებული სიმბოლო აღნიშნავს პროგრამის სწავლების ენას.
გაცვლითი სემესტრის დასრულების შემდგომ საგნების ჩათვლა მოხდება საქართველოს უნივერსიტეტის სისტემის მიხედვით, შესაბამისად საგნებს მიენიჭებათ საქართველოს უნივერსიტეტში შესაბამისი საგნისთვის მინიჭებული კრედიტების რაოდენობა. საგნების შერჩევისთვის კონსულტაციისთვის სტუდენტმა უნდა მიმართოს შესაბამის სკოლას.
შემოდგომის სემესტრი საპიენცას უნივერსიტეტში გრძელდება 2021 წლის სექტემბრიდან 2022 წლის იანვრის ჩათვლით.
|
საცხოვრებელი |
საპიენცას უნივერსიტეტის სტუდენტებს შეუძლიათ ისარგებლონ უნივერსიტეტის მიერ რეკომენდირებული საცხოვრებლებით: https://www.uniroma1.it/en/pagina/student-housing
სტუდენტებს ასევე აქვთ უფლება და შესაძლებლობა დამოუკიდებლად შეარჩიონ მათთვის სასურველი საცხოვრებლის სხვა ფორმა
|
სწავლების ენა |
სტუდენტებს ეძლევათ საშუალება ისწავლონ საპიენცას უნივერსიტეტში ინგლისურ ან იტალიურ ენაზე. სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს ენის დამადასტურებელი სერტიფიკატი იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს უნივერსიტეტში არ აქვს დასრულებული ინგლისურის B2/2 დონე.
იტალიურ ენაზე სწავლის სურვილის შემთხვევაში სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს იტალიური ენის CEFR B2 დონის ეკვივალენტი საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატი.
ინგლისურ ენაზე სწავლის სურვილის შემთხვევაში სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს ინგლისური ენის CEFR B2 დონის ეკვივალენტი საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატი. სერტიფიკატის წარმოდგენა სავალდებულო არ არის მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი სტუდენტს საქართველოს უნვიერსიტეტში დასრულებული აქვს ინგლისური ენის B2/2 დონე აპლიკაციის შემოტანის მომენტში.
|
|
სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები ინგლისურ ენაზე: · სამოტივაციო წერილი · CV (Europass ფორმატი - https://europa.eu/europass/en/create-europass-cv) · მიმართვის წერილი შესაბამისი სკოლიდან (გთხოვთ, მიმართეთ შესაბამისი სკოლის ასისტენტს) · ინგლისური ან იტალიური ენის B2 დონის დამადასტურებელი სერტიფიკატი - TOEFL, IELTS ან სხვა საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატი (თუკი სტუდენტს დასრულებული აქვს B2/2 დონე საქართველოს უნივერსიტეტში, სერტიფიკატის წარმოდგენა არაა საჭირო) · პირადობის დამადასტურებელი მოწმობა/პასპორტი (ელ.ვერსია)
|
აპლიკაციების მიღების ვადა |
სტუდენტმა საბუთები უნდა წარმოადგინოს ელექტრონული სახით 9 მარტის ჩათვლით შემდეგ მისამართზე: exchange@ug.edu.ge
გთხოვთ, მეილის Subject-ში მიუთითოთ: „Sapienza Erasmus Program” ყველა მოთხოვნილი საბუთი დართული უნდა იყოს ერთ მეილში.
|
საკონტაქტო პირი |
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ: ნუცა ვეფხვაძე +995 557747097
|