ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

გაცვლითი პროგრამები და სტიპენდიები

გაცვლითი პროგრამები

ინდივიდუალური გაცვლითი პროგრამა ბიზნესის სკოლის სტუდენტებისთვის იტალიაში
16 March 2021

 

 

პროგრამის აღწერა

საქართველოს უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო სტუდენტების სამსახური აცხადებს ინდივიდუალურ გაცვლით პროგრამას ბიზნესის და ადმინისტრაციულ მეცნიერებათა სკოლის საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურების სტუდენტებისათვის ტურინის უნივერსიტეტში, იტალიაში.

 

იხილეთ უნივერსიტეტის ვებ-გვერდი - https://en.unito.it/

 

პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ბიზნეს ადმინისტრირების საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების სტუდენტებს.*

 

 პროგრამის ფარგლებში შერჩეული სტუდენტები ისწავლიან ტურინის უნივერსიტეტში 1 სემესტრის განმავლობაში (შემოდგომის სემესტრი - 2021-2022 აკადემიური წელი)

 

გაცვლითი პროგრამის ფარგლებში სტუდენტი მიმღებ უნივერსიტეტში არ იხდის სწავლის საფასურს, თუმცა საქართველოს უნივერსიტეტში ფარავს აღიარებული კრედიტების საფასურს.

 

გაცვლითი პროგრამა არ მოიცავს :

  • მგზავრობისა და ვიზის ხარჯებს
  • საცხოვრებლისა თუ სხვა ყოველდღიურ ხარჯებს

 

ტურინში საცხოვრებლის საშუალო ყოველთვიური ღირებულება 200-500 ევრო.

ყოველთვიური საშუალო დანახარჯები - 200-400 ევრო

 

მაღალი აკადემიური მოსწრების შემთხვევაში საქართველოს უნივერსიტეტი სრულად დააფინანსებს საცხოვრებლის ხარჯებს.

 

შემოდგომის სემესტრი ტურინის უნივერსიტეტში გრძელდება 2021 წლის სექტემბრიდან 2022 წლის თებერვლამდე.

 

*აპლიკაცია არ შეუძლიათ:

  • საბაკალავრო პროგრამის პირველი სემესტრის სტუდენტებს
  • იმ სტუდენტებს, რომელთათვისაც 2021-2022 აკადემიური წლის შემოდგომის სემესტრი წარმოადგენს საბაკალავრო ან სამაგისტრო პროგრამის სწავლების ბოლო, დამამთავრებელ სემესტრს
  • სტუდენტებს, რომლებსაც აპლიკაციის გამოგზავნის მომენტში არ აქვთ საქართველოს უნივერსიტეტში აქტიური სტუდენტის სტატუსი.

 

სასწავლო შემოთავაზება

 

ტურინის უნვიერსიტეტის სტუდენტებს სთავაზობს ბიზნეს ადმინისტრირების საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებს ინგლისურ ენაზე. იხილეთ თითოეული პროგრამის საგნების ჩამონათვალი:

 

საბაკალავრო პროგრამა: https://www.business-management.unito.it/do/home.pl/View?doc=courses.html

სამაგისტრო პროგრამა: https://www.business-administration.unito.it/do/home.pl/View?doc=courses.html

 

გაცვლითი სემესტრის დასრულების შემდგომ აღიარებული საგნებისთვის კრედიტების მინიჭება მოხდება საქართველოს უნივერსიტეტის სისტემის მიხედვით, ე.ი. საგნებს მიენიჭებათ საქართველოს უნივერსიტეტში შესაბამისი საგნისთვის მინიჭებული კრედიტების რაოდენობა.სტუდენტი მიმღებ უნივერსიტეტში არ იხდის სწავლის საფასურს, თუმცა საქართველოს უნივერსიტეტში ფარავს აღიარებული კრედიტების საფასურს.

 

საცხოვრებელი

 

ტურინის უნივერსიტეტი ეხმარება სტუდენტებს საცხოვრებლის ძიებაში. ინფორმაცია ტურინში საცხოვრებლის შესახებ იხილეთ აქ: https://en.unito.it/living-turin/when-you-arrive/housing

 

 

ენის მოთხოვნები

 

სტუდენტებს ეძლევათ საშუალება ისწავლონ ტურინის უნივერსიტეტში ინგლისურ ენაზე. სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს საერთაშორისოდ აღიარებული ენის დამადასტურებელი სერტიფიკატი იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს უნივერსიტეტში არ აქვს დასრულებული ინგლისურის B2/2 დონე.

 

სერტიფიკატის არ წარმოდგენის შემთხვევაში, სტუდენტის ინგლისური ენის ფლობის შესაფასებლად გამოიყენება მის მიერ საქართველოს უნივერსიტეტში გავლილი ინგლისური ენის საგნების საშუალო შეფასება.

 

ტურინის უნივერსიტეტი დამატებით სთავაზობს დაინტერესებულ სტუდენტებს უფასო იტალიური ენის კურსებს სამი საფეხურისთვის: beginner, intermediate და advanced.

 

წარმოსადგენი საბუთები

 

სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები ინგლისურ ენაზე:

  • სამოტივაციო წერილი
  • CV (Europass ფორმატი - https://europa.eu/europass/eportfolio/screen/cv-editor?lang=en)
  • მიმართვის წერილი შესაბამისი სკოლიდან (გთხოვთ, მიმართეთ ბიზნესის სკოლის ასისტენტს)
  • ინგლისური ენის B2 დონის დამადასტურებელი სერტიფიკატი - TOEFL, IELTS ან სხვა საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატი, რომელიც შეესატყვისება CEFR-ის B2 დონეს (თუკი სტუდენტს დასრულებული აქვს B2/2 დონე საქართველოს უნივერსიტეტში, სერტიფიკატის წარმოდგენა არაა საჭირო)
  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობა/პასპორტი (ელ.ვერსია)

 

მაგისტრატურის პირველ სემესტრზე მყოფმა სტუდენტებმა, რომლებსაც საბაკალავრო საფეხური არ აქვთ დასრულებული საქართველოს უნივერსიტეტში, დამატებით უნდა წარმოადგინონ საბაკალავრო სწავლების ნიშნების ფურცელი შესაბამისი უნივერსიტეტიდან.

 

აპლიკაცია

 

სტუდენტმა საბუთები უნდა წარმოადგინოს ელექტრონული სახით 9 მაისის ჩათვლით შემდეგ მისამართზე:  exchange@ug.edu.ge

 

გთხოვთ, მეილის Subject-ში მიუთითოთ: „Turin Exchange Program”

ყველა მოთხოვნილი საბუთი დართული უნდა იყოს ერთ მეილში.

 

 

საკონტაქტო პირი

 

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ:

ნუცა ვეფხვაძე

n.vepkhvadze@ug.edu.ge

+995 557747097

 

SHARE ON







ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი