გაცვლითი პროგრამები
აღწერა |
საქართველოს უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო სტუდენტების სამსახური აცხადებს მიღებას ინდივიდუალურ გაცვლით პროგრამაზე საპიენცას უნივერსიტეტში, რომი, იტალია.
იხილეთ უნივერსიტეტის ვებ-გვერდი - https://www.uniroma1.it/en/pagina-strutturale/home
პროგრამის ფარგლებში შერჩეული სტუდენტები ისწავლიან საპიენცას უნივერსიტეტში 1 სემესტრის განმავლობაში (გაზაფხულის სემესტრი - 2021-2022 აკადემიური წელი)
გაცვლითი პროგრამის ფარგლებში სტუდენტი მიმღებ უნივერსიტეტში არ იხდის სწავლის საფასურს, თუმცა საქართველოს უნივერსიტეტში ფარავს აღიარებული კრედიტების საფასურს.
გაცვლითი პროგრამა არ მოიცავს : · მგზავრობისა და ვიზის ხარჯებს · საცხოვრებლისა თუ სხვა ყოველდღიურ ხარჯებს
მაღალი აკადემიური მოსწრების შემთხვევაში საქართველოს უნივერსიტეტი სრულად დააფინანსებს საცხოვრებლის ხარჯებს.
შემოდგომის სემესტრი საპიენცას უნივერსიტეტში გრძელდება 02.2022-07.2022 პერიოდში.
|
სასწავლო შემოთავაზება |
საპიენცას უნვიერსიტეტის მიერ 2021-2022 აკადემიური წლის შემოდგომის სემესტრისთვის შემოთავაზებული საგნების ჩამონათვალი იხილეთ აქ - https://bit.ly/3uAGRZv
გაცვლითი სემესტრის დასრულების შემდგომ საგნების ჩათვლა მოხდება საქართველოს უნივერსიტეტის სისტემის მიხედვით, შესაბამისად საგნებს მიენიჭებათ საქართველოს უნივერსიტეტში შესაბამისი საგნისთვის მინიჭებული კრედიტების რაოდენობა. საგნების შერჩევისთვის კონსულტაციისთვის სტუდენტმა უნდა მიმართოს შესაბამის სკოლას.
|
საცხოვრებელი |
საპიენცას უნივერსიტეტის სტუდენტებს შეუძლიათ ისარგებლონ უნივერსიტეტის მიერ რეკომენდირებული საცხოვრებლებით: https://www.uniroma1.it/en/pagina/student-housing
სტუდენტებს ასევე აქვთ უფლება და შესაძლებლობა დამოუკიდებლად შეარჩიონ მათთვის სასურველი საცხოვრებლის სხვა ფორმა
|
სწავლების ენა |
სტუდენტებს ეძლევათ საშუალება ისწავლონ საპიენცას უნივერსიტეტში ინგლისურ ან იტალიურ ენაზე. სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს ენის დამადასტურებელი სერტიფიკატი იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს უნივერსიტეტში არ აქვს დასრულებული ინგლისურის ან იტალიურის B2/2 დონე.
იტალიურ ენაზე სწავლის სურვილის შემთხვევაში სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს იტალიური ენის CEFR B2 დონის ეკვივალენტი საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატი.
ინგლისურ ენაზე სწავლის სურვილის შემთხვევაში სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს ინგლისური ენის CEFR B2 დონის ეკვივალენტი საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატი. სერტიფიკატის წარმოდგენა სავალდებულო არ არის მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი სტუდენტს საქართველოს უნვიერსიტეტში დასრულებული აქვს ინგლისური ენის B2/2 დონე აპლიკაციის შემოტანის მომენტში.
თუკი სტუდენტი არ ფლობს საერთაშორისოდ აღიარებულ სერტიფიკატს და აპლიკაციის შემოტანის მომენტში არ აქვს დასრულებული ინგლისური ენის B2/2 დონე საქართველოს უნივერსიტეტში, შესაძლებელია ინგლისური ენის დამადასტურებელი სერტიფიკატის მოპოვება ტესტირების საფუძველზე.
ტესტირება ინგლისური ენის B2 დონისთვის ჩატარდება 5 ოქტომბერს, 16:00-ზე, 307-ე აუდიტორიაში. ინგლისურის ტესტირებაზე დასწრებისთვის აუცილებელია წინასწარი რეგისტრაციის გავლა - https://forms.gle/k6wboVVQyJJxUYkH6
|
|
სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები ინგლისურ ენაზე: · აპლიკაციის ფორმა (ჩამოსატვირთად გაგადით ლინკზე - https://bit.ly/3Aa7K7w) · სამოტივაციო წერილი · CV (Europass ფორმატი - https://europa.eu/europass/en/create-europass-cv) · მიმართვის წერილი შესაბამისი სკოლიდან (გთხოვთ, მიმართეთ შესაბამისი სკოლის ასისტენტს) · ინგლისური ან იტალიური ენის B2 დონის დამადასტურებელი სერტიფიკატი - TOEFL, IELTS ან სხვა საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატი (თუკი სტუდენტს დასრულებული აქვს B2/2 დონე საქართველოს უნივერსიტეტში ან წარმატებით გაივლის გაცვლითი პროგრამისთვის დანიშნულ ინგლისურის ტესტირებას, სერტიფიკატის წარმოდგენა არაა საჭირო) · პირადობის დამადასტურებელი მოწმობა/პასპორტი (ელ.ვერსია)
|
აპლიკაციების მიღების ვადა |
აპლიკაციისთვის საჭიროა შემდეგი ფორმის შევსება: https://forms.gle/ySte1bGRXTNk9kdg6 აპლიკაცია უნდა გამოიგზავნოს არაუგვიანეს 12 ოქტომბრისა.
|
საკონტაქტო პირი |
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ: ნუცა ვეფხვაძე +995 557747097
|