გაცვლითი პროგრამები
ინდივიდუალური გაცვლითი პროგრამა საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის პორტუგალიაში
პროგრამის აღწერა |
საქართველოს უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო სტუდენტების სამსახური აცხადებს ინდივიდუალურ გაცვლით პროგრამას საქართველოს უნივერსიტეტის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სკოლის სტუდენტებისათვის ბრაგანსას უნივერსიტეტში, პორტუგალიაში.
იხილეთ უნივერსიტეტის ვებ-გვერდი - http://portal3.ipb.pt/index.php/en/ipben/home
პროგრამის ფარგლებში შერჩეული სტუდენტები ისწავლიან ბრაგანსას უნივერსიტეტში 1 სემესტრის განმავლობაში (შემოდგომის სემესტრი - 2021-2022 აკადემიური წელი)
გაცვლითი პროგრამის ფარგლებში სტუდენტი მიმღებ უნივერსიტეტში არ იხდის სწავლის საფასურს, თუმცა საქართველოს უნივერსიტეტში ფარავს აღიარებული კრედიტების საფასურს.
გაცვლითი პროგრამა არ მოიცავს :
მაღალი აკადემიური მოსწრების შემთხვევაში საქართველოს უნივერსიტეტი სრულად დააფინანსებს საცხოვრებლის ხარჯებს.
შემოდგომის სემესტრი ბრაგანსას უნივერსიტეტში გრძელდება 2021 წლის 13 სექტემბრიდან 2022 წლის 2 თებერვლამდე.
*აპლიკაცია არ შეუძლიათ:
|
სასწავლო შემოთავაზება |
ბრაგანსას უნვიერსიტეტში არსებული ინგლისურენოვანისაგნების სია შეგიძლიათ იხილოთ აქ:
http://portal3.ipb.pt/index.php/en/guiaects/course-units-in-english
სტუდენტებს შეუძლიათ მხოლოდ 1 სემესტრის საგნების სწავლა.
გაცვლითი სემესტრის დასრულების შემდგომ აღიარებული საგნებისთვის კრედიტების მინიჭება მოხდება საქართველოს უნივერსიტეტის სისტემის მიხედვით (იგულისხმება კონკრეტული საგნის კრედიტების რაოდენობა), ე.ი. საგნებს მიენიჭებათ საქართველოს უნივერსიტეტში შესაბამისი საგნისთვის მინიჭებული კრედიტების რაოდენობა.სტუდენტი მიმღებ უნივერსიტეტში არ იხდის სწავლის საფასურს, თუმცა საქართველოს უნივერსიტეტში ფარავს აღიარებული კრედიტების საფასურს.
|
საცხოვრებელი |
საცხოვრებლის საშუალო ღირებულება ბრაგანსაში წარმოადგენს 100-150 ევროს. სტუდენტი თავისუფალია შეარჩიოს მისთვის სასურველი ნებისმიერი საცხოვრებლის ფორმა.
|
ენის მოთხოვნები |
სტუდენტებს ეძლევათ საშუალება ისწავლონ პორტოს უნივერსიტეტში ინგლისურ ენაზე. სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს საერთაშორისოდ აღიარებული ენის დამადასტურებელი სერტიფიკატი იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს უნივერსიტეტში არ აქვს დასრულებული ინგლისურის B1/2 დონე.
სერტიფიკატის არ წარმოდგენის შემთხვევაში, სტუდენტის ინგლისური ენის ფლობის შესაფასებლად გამოიყენება მის მიერ საქართველოს უნივერსიტეტში გავლილი ინგლისური ენის საგნების საშუალო შეფასება.
|
წარმოსადგენი საბუთები |
სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები ინგლისურ ენაზე:
მაგისტრატურის პირველ სემესტრზე მყოფმა სტუდენტებმა, რომლებსაც საბაკალავრო საფეხური არ აქვთ დასრულებული საქართველოს უნივერსიტეტში, დამატებით უნდა წარმოადგინონ საბაკალავრო სწავლების ნიშნების ფურცელი შესაბამისი უნივერსიტეტიდან.
|
აპლიკაცია |
სტუდენტმა საბუთები უნდა წარმოადგინოს ელექტრონული სახით 11 მაისის ჩათვლით შემდეგ მისამართზე: exchange@ug.edu.ge
გთხოვთ, მეილის Subject-ში მიუთითოთ: „Braganca Exchange Program” ყველა მოთხოვნილი საბუთი დართული უნდა იყოს ერთ მეილში.
|
საკონტაქტო პირი |
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ: ნუცა ვეფხვაძე +995 557747097
|