გაცვლითი პროგრამები
აღწერა
|
საქართველოს უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო სტუდენტების სამსახური აცხადებს ინდივიდუალურ გაცვლით პროგრამას ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებისათვის ჩეხეთში, ტომას ბატას უნივერსიტეტში. იხილეთ ფაკულტეტებისა და საგნების ჩამონათვალი : https://www.utb.cz/en/university/international/students/exchange-students/incoming-students/courses/ პროგრამის ფარგლებში შერჩეული სტუდენტები ისწავლიან ტომას ბატას უნივერსიტეტში 1 სემესტრის განმავლობაში, რომელიც სრულად დაფინანსდება. (შემოდგომის სემესტრი - 2019-2020 აკადემიური წელი) გაცვლითი პროგრამა არ მოიცავს : § მგზავრობისა და ვიზის ხარჯებს § საცხოვრებლისა თუ სხვა ყველდღიურ ხარჯებს § მაღალი აკადემიური მოსწრების შემთხვევაში სრულად დაფინანსდება საცხოვრებელი.
იხილეთ უნივერსიტეტის ვებ-გვერდი - https://www.utb.cz/en/ |
მოთხოვნები
|
· სააპლიკაციო ფორმა (გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს ხელი) · სამოტივაციო წერილი · CV (EUROPASS format) · სარეკომენდაციო წერილი · პირადობის დამადასტურებელი მოწმობა/პასპორტი (ელ.ვერსია)
გთხოვთ, გამოგზავნოთ ყველა საჭირო დოკუმენტი შემდეგ მეილზე (ყველა საბუთი უნდა იყოს ინგლისურ ენაზე): exchange@ug.edu.ge
* სტუდენტი უნდა ფლობდეს ინგლისურ ენას B2/2 დონეზე, სერტიფიკატის არ ქონის შემთხვევაში, ჩატარდება ტესტირება. * აპლიკანტი უნდა იყოს საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტი. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ბოლო სემესტრზე მყოფი სტუდენტები მობილობაში მონაწილეობას ვერ მიიღებენ. |
აპლიკაციების მიღების ვადა |
19 მაისი, 2019 გთხოვთ, ყველა დოკუმენტი გამოგზავნოთ შემდეგ ელ. ფოსტაზე: exchange@ug.edu.ge |
საკონტაქტო პირი
|
ნუცა ვეფხვაძე +995557747097 |