ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

გაცვლითი პროგრამები და სტიპენდიები

გაცვლითი პროგრამები

მევლანას გაცვლითი პროგრამა საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის თურქეთში
10 March 2020

მევლანას გაცვლითი პროგრამა საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის თურქეთში

აღწერა

საქართველოს უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო სტუდენტების სამსახური აცხადებს ინდივიდუალურ გაცვლით პროგრამას საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების სტუდენტებისათვის თურქეთში, ჰაჯეტეპეს უნივერსიტეტში.

 

იხილეთ უნივერსიტეტის ვებ-გვერდი - https://www.hacettepe.edu.tr/english/

 

პროგრამის ფარგლებში შერჩეული სტუდენტები ისწავლიან ჰაჯეტეპეს უნივერსიტეტში 1 ან 2 სემესტრის განმავლობაში (შემოდგომის ან/და გაზაფხულის სემესტრი - 2020-2021 აკადემიური წელი)

 

გაცვლითი პროგრამა მოიცავს :

·         ყოველთვიურ დაფინანსებას 1400 თურქული ლირის მოცულობით.

 

სასწავლო შემოთავაზება

 

ჰაჯეტეპეს უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამა : https://bit.ly/2IApErU

 

ჰაჯეტეპეს უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამაგისტრო პროგრამა: https://bit.ly/2TNJ160

 

გაცვლითი სემესტრის დასრულების შემდგომ საგნების ჩათვლა მოხდება საქართველოს უნივერსიტეტის სისტემის მიხედვით, შესაბამისად საგნებს მიენიჭებათ საქართველოს უნივერსიტეტში შესაბამისი საგნისთვის მინიჭებული კრედიტების რაოდენობა.

 

სწავლების ენა

 

სტუდენტებს ეძლევათ საშუალება ისწავლონ ჰაჯეტეპეს უნივერსიტეტში ინგლისურ ენაზე. სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს ენის დამადასტურებელი სერტიფიკატი (TOEFL, IELTS ან სხვა) იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს უნივერსიტეტში არ აქვს დასრულებული ინგლისურის B2/2 დონე.

 

წარმოსადგენი საბუთები

 

სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები ინგლისურ ენაზე:

·         ინგლისური ენის B2 დონის დამადასტურებელი სერტიფიკატი (თუკი არ აქვს დასრულებული ინგლისური ენა B2/2

·         პირადობის დამადასტურებელი მოწმობა/პასპორტი (ელ.ვერსია)

·         სააპლიკაციო ფორმები (გთხოვთ, დააკლიკეთ აქ)

·         ბაკალავრზე მყოფი სტუდენტის მინიმალური GPA უნდა იყოს 2.5

·         მაგისტრატურაზე მყოფი სტუდენტის მინიმალური GPA უნდა იყოს 3.0

 

აპლიკაციების მიღების ვადა

 

სტუდენტმა საბუთები უნდა წარმოადგინოს ელექტრონული სახით 19 მარტის ჩათვლით შემდეგ მისამართზე:  exchange@ug.edu.ge

 

საკონტაქტო პირი

 

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ:

ნუცა ვეფხვაძე

n.vepkhvadze@ug.edu.ge

+995 557747097

IV კორპუსი, 504 ოფისი (10:00 – 19:00)

 

 

SHARE ON







ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი