ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

გაცვლითი პროგრამები და სტიპენდიები

გაცვლითი პროგრამები

ინდივიდუალური გაცვლითი პროგრამა საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის ავსტრიაში
15 April 2020

 

აღწერა

საქართველოს უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო სტუდენტების სამსახური აცხადებს ინდივიდუალურ გაცვლით პროგრამას სტუდენტებისათვის ავსტრიაში, კუფშტაინის უნივერსიტეტში.

 

იხილეთ უნივერსიტეტის ვებ-გვერდი - https://www.fh-kufstein.ac.at/eng/

 

პროგრამის ფარგლებში შერჩეული სტუდენტები ისწავლიან კუფშტაინის უნივერსიტეტში 1 სემესტრის განმავლობაში (შემოდგომის სემესტრი - 2020-2021 აკადემიური წელი)

 

გაცვლითი პროგრამა არ მოიცავს :

·         მგზავრობისა და ვიზის ხარჯებს

·         საცხოვრებლისა თუ სხვა ყოველდღიურ ხარჯებს

 

მაღალი აკადემიური მოსწრების შემთხვევაში საქართველოს უნივერსიტეტი სრულად დააფინანსებს საცხოვრებლის ხარჯებს.

 

სასწავლო შემოთავაზება

 

კუფშტაინის უნვიერსიტეტში არსებული ფაკულტეტებისა და საგნების ჩამონათვალი იხილეთ აქ:

https://www.fh-kufstein.ac.at/eng/study/international/incoming-students/wintersemester-courses

 

გაცვლითი სემესტრის დასრულების შემდგომ საგნების ჩათვლა მოხდება საქართველოს უნივერსიტეტის სისტემის მიხედვით, შესაბამისად საგნებს მიენიჭებათ საქართველოს უნივერსიტეტში შესაბამისი საგნისთვის მინიჭებული კრედიტების რაოდენობა.

 

საცხოვრებელი

 

კუფშტაინის უნივერსიტეტის სტუდენტებს შეუძლიათ ისარგებლონ უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებლით.

 

სწავლების ენა

 

სტუდენტებს ეძლევათ საშუალება ისწავლონ პორტოს უნივერსიტეტში ინგლისურ ან გერმანულ ენაზე. სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს ენის დამადასტურებელი სერტიფიკატი იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს უნივერსიტეტში არ აქვს დასრულებული ინგლისურის B2/2 დონე. სერტიფიკატის არ ქონის შემთხვევაში სტუდენტმა უნდა გაიაროს ინგლისური ენის ონლაინ გამოცდა.

 

წარმოსადგენი საბუთები

 

სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები ინგლისურ ენაზე:

·         სამოტივაციო წერილი

·         CV (Europass ფორმატი)

·         მიმართვის წერილი შესაბამისი სკოლიდან

·         ინგლისური ენის B2 დონის დამადასტურებელი სერტიფიკატი

·         პირადობის დამადასტურებელი მოწმობა/პასპორტი (ელ.ვერსია)

·         მიმართვის წერილი შესაბამისი სკოლიდან - გთხოვთ, მიმართეთ შესაბამისი სკოლის ასისტენტს მეილით

 

აპლიკაციების მიღების ვადა

 

სტუდენტმა საბუთები უნდა წარმოადგინოს ელექტრონული სახით 17 მაისის ჩათვლით შემდეგ მისამართზე:  exchange@ug.edu.ge

 

საკონტაქტო პირი

 

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ:

ნუცა ვეფხვაძე

n.vepkhvadze@ug.edu.ge

+995 557747097

 

შენიშვნა

 

აღნიშნულ გაცვლითი პროგრამა განხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუკი ეს შესაძლებელი იქნება მსოლფიოში არსებული COVID-19-ის სიტუაციის გათვალისწინებით.

 

 

 

 

SHARE ON







ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი