"ეს ცხოვრება მე არ ამირჩევია"
თურან კარანზადე

  თემა: მე2 მსოფლიო ომის დროს ნაცისტურ ოჯახში გაზრდილი ლილი, ერთ დღეს გადაწყვიტა გაესტუმრა მამამისის მეგობარს, ბიბლიოთეკარ ბენჯამინს, რადგან მან ბოლო შეხვედრაზე ლილის მოახსენა, რომ მნიშვნელოვან წიგნს მისცემდა. ლილი იყო მორიდებული გოგო ამიტომ უჭირდა ადამინებთან ურთიერთობა. ქალაქის ცენტრში, რომ მივიდა გაეცნო ჰარის, რომელიც წიგნს კითხულობდა და მისი დახმარებით წავიდა ბიბლიოთეკარ ბენჯამინთან. ლილის აქვს დღიური და ამ ყველაფერს წერს მანდ. მხოლოდ 1 საათით საზოგადოებაში გასვლამ დაეხმარა მას ხალხის გაცნობაში და ბევრი ადამიანის ნიღბის ქვეშ დამალული სახის ნახვა.

1941 14 აპრილი

ეს დღე ჩემთვის არის დაუვიწყარი დღე. ამ დღეს ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა. ეს დღეს გახდა ჩემი ბედის გადამწყვეტი...

დილით ადრიანად მოვემზადე ქალაქის ცენტრში წასასვლელად. ავიღე ჩანთა, შიგნით ცოტაოდენა ფული, დღიური და კალამი. ორ სართულიან ავტობუსით ჩავედი. ჩემთვის სრულიად უცხო გარემო იყო. იშვიათ შემთხვევაში გავდიოდი საზოგადოებაზე, ყოველთვის მიჭირდა ადამიანებთან კომუნიკაცია, მაგრამ საჭირო იყო ახალი ნაბიჯების დადგმა. ეს ჩემთვის ეკლიან გზაზე სიარულს ჰგავდა, მაგრამ იძულებული ვიყავი, რადგან როდემდე ვიქნებოდი ჩემთვის ჩაკეტილი ადამიანი?

ხმაური მეტად მაწუხებდა. ლამაზად აღჭურვილი ქალებით და მამაკაცებით, წინ და უკან მორბენალი, გაზეთი გამყიდველი, ფეხსაცის მღებავი ბავშვებით, მევაჭრეებით, ძვირი მანქანებით და ურმებით სავსე იყო ქუჩები. ვიდექი შუაში და არ ვიცოდი რა მექნა. ყველა მე მეჯახებოდა და ბრაზდებოდნენ. ზოგი გიჟსაც კი მეძახდა. მაგრამ ძალიან საინტერესოა, არ მიცნობენ და ჩემს შესახებ კომენტარს როგორ აკეთებენ? როგორ განმსჯიან? ამის უფლება აქვთ? თვითონ უზადო არ არიან და ჩემი განსჯა შეუძლიათ? ასე რომ ერთი წუთიხ კმარა ყოფილა იმისთვის, რომ მივხდეთ როგორია საზოგადოება

ჩემკენ მოსული მანქანა, რომ შევამჩნიე, გავიწიე და გზის პირას დავდექი. ვცდილობდი გამეხსენებინა სად იყო ის ბიბლიოთეკარი, მაგრამ ვერ ვიხსენებდი. კარგა ხანს იქაურობას, რომ ვუყურე ფეხაცმლის მღებავი, ბიწმა მომხიბლა. ყავისფერი ტალღიანი თმა ჰქონდა, პირისახე თეთრი შროშანივით იყო, ვარსივით ბაგეები და მარგალიტვით კბილები შვენოდა, ზურმუხტის ფერი თვალები ჰქონდა და წიგნს კითხულობდა. თეთრი პერანგი , მოყავისფრო შარვალი და ძველი ფეხსაცმელი ეცვა. იმდეადნ ჩაძირული იყო წიგნში, რომ გარეთ რა ხდება ვერც ამჩნევდა. ვიგრძენი, მას ეცოდინებოდა. სანამ შევეკითხებოდი ცოტა ვიფიქრე. ეს ჩემთვის მეტად რთული იყო, არ ვიცნობდი მას და ახლა უცბად უცხო ადამიანთან საუბარი ჩემთვის ძალიან ძნელი იყო. ცოტა კიდევ დაველოდე და მივუახლოვდი.

“უკაცრავად” ჩემი ხმა, რომ გაიგო, შემომხედა და ფეხზე ახტა.

“ბიბლოეთეკარ ბენჯამინს ხომ არ იცნობ?”

“კი, როგორ არა”

“შეგიძლია მიმართულება მომცე?”

“ რა თქმა უნდა, თუ ინებებთ წამოგყვებით, ამასობაში წიგნსაც გადავცემ”

“კარგი”

ცოტა რომ ვიარეთ ბიჭმა ჩემი სახელი და ასაკი მკითხა

“მე ლილი ვარ, თექვსმეტი წლის”

“მეც ამოსი მქვია, ახლა ხანს გავხდი ჩვიტმედის”

“პირველად გავიგე ეს სახელი და რას ნიშნავს?”

“დატვირთვას, ტვირთის გაზიდვას ნიშნავს. 12 პატარა წინასწარმეტყველიდან ერთ ერთის სახელია. ჩემი მშობლები რწმენაში დამყარებულნი არიან და ამიტომ დამარქვეს ეს სახელი. მაგრამ მოგახსენებთ, რომ თქვენი სახელიც ძალიან ლამაზია. პირადად ძალიან მიყვარს შროშანები. ალბათ თქვენი სილამაზის გამო დაგარქვეს ასე.

მას შემდეგ მადლობა გადავუხადე მას და გავბედე და ვკითხე ის კითხვა, რომელიც მის გაცნობის შემდეგ მაწუხებდა

“ჩვენს შორის მხოლოდ ერთი წელია და რატომ მელაპარაკები ისე თითქოს უფროსს?”

“რადგან კარგად გაცვია და მდიდარი ხარ”

“ ესეიგი, კარგად თუ არ მეცვა და მდიდარი თუ არ ვიქნებოდი, ასე თავაზიანად არ დამელაპარაკებოდი?”

“ არ ვიცი, არა მგონი”

“სხვებისგან პატივის მისაღებად ადამიანმა მდიდარი უნდა იყოს?”

არ ვიცი, ეს ჩემზე დამოუკიდებული არ არის. მე ისეთ გარემოში გავიზარდე, სადაც მდიდარი ხალხი ყოველთვის ღარიბებზე მაღლა იყო. თუ ფული გქონდა ეს ნიშნავდა, რომ ყველაფერი გაქვს”

“ მაგრამ მნიშვნელოვანი ამის სიმდიდრე არ არის?” - ვუთხარი და ვაჩვენე გული

“დიახ, მაგრამ იმას ყველა ვერ ხედავს. ადამიანებს რასაც ხედავენ მხოლოდ იმისი სჯერა”

“ კი მაგრამ ღმერთსაც ხომ ვერ ხედავენ, მაგრამ ბოლომდე სჯერად მისი”

“ სიტყვაზე ყველა მორწმუნეა, მასეთი ხალხი ცხოვრებაში ერთხელაც არ ლოცულობენ, მაგრამ ათეისტებს შეურაცყოფენ. ყველა საკითხ რელიგიას არევენ და მხარს უჭერენ, მაგრამ არანაირი ინფორმაცია არ აქვთ მის შესახებ. ვიააც შეუძლია სხვისი გულის სიმდიდრის ნახვა, მას შეუძლია ღვთის მიერ ბოძებული სიმდიდრის ნახვაც.”

ცოტაც, რომ გავიარეთ ბიბლიოთეკაში მივედით. ბატონ ბენჯამინს ჩემი ნახვა გაუხარდა, თვალები მამაჩემს ეძებდა მაგრამ მიხვდა, რომ მარტო ვარ მოსული”

“ლილი! რა კარგი შენი აქ ნახვა”

“ დიდი მადლობა ბატონო ბენჯამინ. ბოლო შეხვედრაზე მითხარით, რომ წიგნს მოგცემ წასაკითხად და ახლა მისთვის ჩამოვედი აქ”

“ დიახ, დიახ მახსოვს” - თქვა და დაიწყო წიგნებით სავსე თაროებში იმ ერთი წიგნის ძებნა. “ვიპოვე!” გამოსძახა და მომაწოდა წიგნი. რუსული ლიტერატურის იყო.

“ბატონო ბენჯამინ, სიმართლე რომ გითხრათ გამიკვირდა, რომ რუსული ლიტერატურის წიგნი მომაწოდეთ. ყველამ ვიცით როგორ ხალხი არიან”

“სანამ სხვას შევხედავთ, ჩვენ თავს უნდა ჩავხდეოთ, მათზე კარგები ვართ თუ უარესები. მაგრამ შვილო, არ დაგავიწყდეს ყოველ სიბნელეში არის ანთებული შუქი”

“ეს შუქი მხოლოდ ირგლივ აანათებს თუ მთელ სიბნელეს?”ე

“თუ ჩვენ ამ შუქს ძალას მივცემთ, ის მთელ სიბნელეს აანათებს, ამიტომ შენ, მე და სხვებმა უნდა წავიკითხოთ რომ ავანათოთ სიბნელე”

“ ყველა ჩვენსავით, რომ არ იფიქრებს? საზოგადოეაბაში იმ ადამიანებთა რიცხვი მეტია, რომელთაც სურს ანთებული შუქის ჩაქრობა და ნათელის გაბნელება”

“ შენი საუბრით ჩემ თვალწინ მამაშენი გაცოცხლა, ეტყობა როგორ კარგად გაგზარდა”

დავემშვიდობეთ ბატონ ბენჯამინს და უკან დავბრუნდით. ჰარი თავის საქმეს გააგრძელებდა, მეც ჩემ სახლში დავბრუნდებოდი და ყველაფერი ისევ ისე გაგრძელდებოდა. ხანდახან ასეთი პატარა განსხვავებულობა მეხმარება ცხოვრებაში ახალი გვერდების გახსნას.

ჰარის მადლობა გადავუხადე და დავემშვიდობე. გზის პირას პატარა სკამზე დამჯდარი ჭაღარათმიანი მოხუცმა კაცმა მოიპყრო ჩემი ყურადღება. წინ პატარა მაგიდო იყო და ზედ ხისკან ნაკეთი ნივთები. კაცს ხელჯოხის დახმარებით შეეძლო ფეხზე დგომა. ხანდახან ადგებოდა და ეხვეწებოდა, რათა ეყიდათ ის ნივთები, მაგრამ ყურადღებას არავინ აქცევდა რადგან, ხალხი ისწრაფვის ძვირადღირებულ მაღაზიაბეში ბერვად უფრო ძვირ და ბრწყინვალე ნივთებისკენ. ისინი სულიერზე მეტად, მატერიალურ ღირებულობას ანიშებენ მნიშვნელობას. კარგა ხანს, რომ ვუყურე, მივუახლოვდი და წინ დგომ სკამზე დავჯექი. არაფერი თქვა, არც კი შემომხედა, ეტყობოდა რამხელა ტკივილი ჰქონდა. ჩემთვის ბევრად ძნელი იყო მაგრამ ღონე შევკრიბე და მისი ასაკი ვკითხე.

“სამოცდაათი” ამის გარდა მეტი არაფერი უთქვამს. მის შესახებ ბევრი რამ მაინტერესებდა და ამაზე დიდი ფიქრის შემდეგ ვკითხე. მან თავი არ აარიდა ამ კითხვებს და მიპასუხა.

“მე ერთი ვაჟი და სამი შვილიშვილი მყავდა. შორა ცხოვრობდენ. მე კიდევ აქ ჩემ მეუღლესთან ერთად ერთ სოფლის ფერმაში ვმუშაობდი. ჩემი ვაჟი თავის მეუღლესთან და ორ შვილთან ერთად ომს შეეწირა. ამავე წელა დავკარგე ჩემკ ცოლიც. ფერმიდანაც გამომაგდეს, უსაქმურად დავრჩი მხოლოს ერთი შვილიშვილიღა დამრჩა ცოცხალი. ისიც ძალიან ავად არის. მედიკამენტებისთვის ფული გვჭირდება და ამათ ვყიდი, რომ ეგებ ფული ვიშოვო და დავეხმარო შემ შვილიშვილს”

მისი ამბავი ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ავდექი, ჩემი ცოტაოდენა ფული დავდე მაგიდაზე და გავშორდი. კაცმა გაიღიმა. ისიც იმსახურებდა ბედნიერებას მაგრამ წუთისოფელი ამის უფლებას არ აძლევდა.

შეფიქრებული უკა ვბრუნდებოდი. მეცოდებოდა ის კაცი. კიდევ ერთხელ გავიგე, რამდენ უსამართლო ყოფილა ეს ცხოვრება, როდესაც სამოცდაათი წლის კაც თექვსმეტი წლის

მოზარდს დახმარებას სთხოვს ფულის შოვნაში. მაინტერესებდა, მარტო მე მეცოდებოდა ის კაცი? ადამიანებმა როდის დაკარგეს თავიანთი გრძნობები, როდის გადაიქცნენ ქვად. როგორ თუ ასე დაბრმავდნენ? ველოდებით ადამიანებს, თუ როდის წაიკითხავენ წიგნს, იმ იმედით, რომ გავანათებთ სიბნელეს. ამ იმედით ლოდინი ჰგავდა დამჭკნარი ყვავილის ახლად აყვავების ლოდინს, ეს იგივეა, როდესაც ადამიანი ევედრება მკვდარ ადამიანს, რომ გაიღვიძოს და რამე სასწაულს ელოდება...

ცოტა რომ ვიარე თოფის და ყვირილის ხმა ატყდა. ყველა შეშინენული წინ და უკან მირბოდნენ.”მოვიდნენ, მოვიდნენ, ნაცისტები მოვიდნენ, გაიქეცით!”. რატომღაც პირველი ჰარი გამახსენდა, სირბილიტ წავედი ხმისკენ. დიდი აურზაური იყო. ქუჩა ბრძოლის მანქანებით და ნაცისტებით სავსე იყომ ხალხს შორის გავიარე და ძირა სისხლზე შეღებილი ჰარი ვნახე. “მისი ცხედარი ისეთივე ლამაზი იყო, როგორც ცოცხალი”. ხში რვეული ეჭირა, სანამ ის ველური ხალხი მოვიდოდა ავიღე და წავიკითხდ და მას შემდეგ შეიცვალა ჩემი ცხოვრება, მას შემდეგ დაიწყო ჩემი ტანჯვა.

“ დღეს გავიცანი ერთ გოგო. დღემდე არხ ნესტანისა და ტარიელის, არც ლეილისა და მეჯნუნის სიყვარულის მჯეროდა, მაგრამ თურმე მართლაც ყოფილა. ისეთი ლამაზი იყო, მზე ვერ ევედრებოდა. გიშრის ფერი თმები,ბროლივით თეთრი სახე, ცისფერი თვალები და ვარდიაფერი ტუჩები შვენოდა. მან ჩემი გული შეიპრყო, მიკვირს ამის შემდეგ მის გარეშე როგორ ვიცხოვრებ. ერთი სურვილი მაქვს მხოლოდ, სიცოცხლის ბოლომდე მისი ვიყო და სხვა არაფერი მინდა.”

ისეთ გრძნობებში ვიყავი, არ ვიცოდი რა უნდა მექნა. ამ დროს გავიგე ვიღაც მიძახებდა, რომ შევბრუნდი მამაჩემი ვნახე. მანქანიდან განრისხებული ჩამოვიდა

“ლილი! აქ რას შვრები? შენ წმინდა სისხლის ხარ და ასეთ ადამინებთან რა გინდა?”

“მე, მე ბატონ ბენჯამინთან ვიყავი” მამამ ბოროტად გაიცინა და თქვა”

“ ის ბებერი კაცი უკვე ჯოჯოხეთშია”

განცვიფრებული ვიყავი, ეა მართლაც მამაჩემი იყო? თურმე ის ადამიანი, რომელსაც ვთვლიდი რომ სხვებსიგან განსხვავებულია, არანაირი განსხვავება არ ჰქონია, მეტიც ყველაზე ცუდი მან ყოფილა. წამიყვანა მანქანაზე. სხვა გამოსავალი არ მქონდა და დავჯექი. ვერ გავიქცევდი . ცრემლების ღვრა მინდოდა მაგრამ ამასაც ვერ ვაკეთებდი. ჩემთვის ყველაზე ძნელია ეს, ცრემლების შეკავება. რადგან თუ დავივარდები მერე ადგომასი არავინ დამეხმარება. ომში გაწირულებზე უბედური ვიყავი მე. სიკვდილს ვნატრობდი. რაღა ფასი აქვს ასეთ ცხოვრებას. მრცხვენოა ჩემი წარმომავლობისა, მრცხვენია მამაჩემის გამო. რამდენიმე წლის წინ დედაჩემი დავკარგე და დღეს მამაჩემიც. ეს არის ჩემკ ბედი, მაგრამ რა ვქნა, “ეა ცხოვრება მე არ ავირჩიე”.

ნაწარმოების სათაური: ეს ცხოვრება მე არ ამირჩევია

სახელი გვარი: თურან კარანზადე

კლასი: X

სკოლა: ქალაქ რუსთავის 24ე ქართული გიმნაზია

მობილური: 579 37 31 15

ელ.ფოსტა: turankaranzade06@gmail.com

 






ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი