''მე ყოველთვის შენს უკან ვარ''
ვალერიან მჭედლიძე

მოკლემეტრაჟიანი ფილმის სცენარი

ავტორი - ვალერიან მჭედლიძე

  სამუშაო სათაური

"მე ყოველთვის შენს უკან ვარ"

პერსონაჟები

ქალი ( დედა , მკვლელი )

კაცი ( ადვოკატი , სადისტი )

ბიჭი ( ირაკლი, ქალის შვილი )

გოგო ( ქეთი , ქალის შვილი )

 

სცენა 1 

დრო - საღამო

მდებარეობა - თბილისი , ქალის ბინა 

სამზარეულოში ქალი დგას და ჭურჭელს დიდი მონდომებით რეცხავს. გვერდით ოთახში ბავშვები ყვირიან - ბიჭი (4 წლის ) და გოგო (6 წლის ). ისინი თამაშობენ . ქალი იგნორირებას უკეთებს ბავშვების ხმაურს. უცებ რაღაც გატყდა . _ _ ქალმა გაიგო . ქალი შეწუხდა, რომ მეტი სამუშაო ექნება. გოგონა დედას ეძახის .

 გოგო

“დედა ! დედა ! დედაა !!!”

 ქალი

“რა? რა მოხდა!? რა ხმა იყო ? რა გატეხეთ ?” 

გოგო

“დედა , გეფიცები , ეს მე არ ვიყავი . ირაკლი ფოტოს ასაღებად ავიდა . მე არა უშვებდი, მაგრამ მაინც ავიდა .” 

სანამ გოგონა დედასთან  საუბრობდა , დედა ბიჭთან მივიდა . მაყურებელი კედელზე უნიფორმაში გამოწყობილი ქალის ფოტოს ხედავს . ბიჭი დედას თვალებში ვერ უყურებს. დედამ იატაკს დახედა . ჩარჩო გატეხილი იყო , მასში იყო ფოტო ქორწილიდან . სურათზე არის ქალი მეუღლესთან ერთად . 

ბიჭი ( ირაკლი )

უბრალოდ მინდოდა მენახა . 

ქალმა სიყვარულით შეხედა ირაკლის და ხელში აიყვანა. 

ქალი

“არაფერი დაგიშავდა?”

 

სცენა 2

 დრო - ღამე

მდებარეობა - ქალის ბინა

ქალმა ფოტო აიღო. სახლში სიჩუმე იყო დასუფთავების დროს. ქალი გამოდის ბავშვების ოთახიდან, სადაც ჩააქრო შუქი. ქალი კარებთან გაჩერდა. 

ქალი ( ბავშვებს )

“მთავარია იფიქრეთ იმაზე, რაც სიზმარში გინდათ ნახოთ, და აუცილებლათ დაგესიზმრებათ.

 ბიჭი, გოგო

“კარგი, დედიკო”  

ქალმა კარი დაკეტა და დემონსტრაციულად ამოისუნთქა შვებით. გარეცხილი ჭურჭელი თავის ადგილზე დააბრუნა. ქალი სამზარეულოში სკამზე ჩამოჯდა, სიგარეტს მოუკიდა რეზინის ხელთათმანებიც არ მოიხსნა. გატეხილი ჩარჩოდან ათვალიერებდა ფოტოს, ემოციის გარეშე. უცებ ტელეფონი აინთო. ქალმა ყურადღება გადაიტანა ტელეპონზე, ხელთათმანები მოიხსნა და ტელეფონი აიღო. მაყურებელი ვერ ხედავს რა წერია ტელეფონში. მესიჯის წაკითხვის შემდეგ ქალმა სარკასტულად ოდნავ გაიღიმა . 

ქალი უკვე სულ შავებშია გამოწყობილი. ის მთლიანად გარდაიქმნა. სწორად წასმული მაკიაჟი არ ჰგავს დიასახლისს. შავ პალტოს იცვამს და სარკეში იყურება. ქალმა ღრმად ამოისუნთქა. იგი იღებს საბრძოლო დანას, დამალულს აბაზანაში ტუალეტის თასში. ქალი ბავშვთა ოთახში შედის. გოგონა თავს აჩვენებს თითქოს სძინავს. 

ქალი (ჩურჩულით)

“ქეთი , ქეთი ? არ გძინავს?” 

ქეთი

“კიდევ ცოტაც და დავიძინებ”

 ქალი

“ქეთი სასწრაფოდ სამსახურში დამიძახეს. უნდა წავიდე” 

ქეთი

“შენი უფროსი ცუდია . უთხარი, რომ თ კიდევ გამოგიძახებს ასე გვიან, ცხვირს გაუტეხავ.” 

ქალი

“მიხედე შენს ძმას.” 

ქალი ქალიშვილს კოცნის, საბანს აფარებს და გარეთ გადის, კარი მიიხურა. 

მუქი ეკრანი

 

სცენა 3

 დრო - იმავე ღამეს

ადგილი -რუსთაველის გამზირი 

უამრავი ადამიანი. მთელი გამზირი სავსეა ხალხით. გამზირი განათებულია. ქალი დგას და უყურებს რესტორანს. ბევრი ადამიანი მოძრაობს და ხელს უშლის ქალს თვალ-თვალში. უცებ ქალი ხედავს, როგორ გამოდის რესტორნიდან ვიღაც ოდნავ ნასვამი, რომელიც იცვამს პალტოს. მასთან ერთად არის რამდენიმე მეგობარი, რომლებიც არწმუნებენ, რომ კიდევ დარჩეს. ქალი ტელეფონში იყურება და დარწმუნდა, რომ ეს ის მამაკაცია. კაცი გვერდზე მიდის და ცდილობს ტაქსი გამოიძახოს ტელეფონით. ქალი ტელეფონს ჯიბეში იდებს და მის შესახვედრად მიდის. ქალი უცებ ეხუტება და კოცნის. მამაკაცი შოკშია, მაგრამ შემდეგ იგრძნო, რომ რახაც უჩხვლიტეს. მამაკაცმა მოულოდნელად წონასწორობა დაკარგა. ქალმა დაცემის უფლება არ მისცა. გამვლელები ეკითხებიან, ყველაფერი რიგზეა თუ არა.

 ქალი

რა შეიძლება  კარგი იყოს ?! ის არ წყვეტს სმას  მთელი დღის განმავლობაში. სირცხვილი !!! ისეთი მთვრალია, რომ უკვე ფეხზეც ვერ დგას? არ გრცხვენია?! ხალხი გიყურებს!! 

ზოგი გმობდა, ზოგი იცინოდა, მაგრამ ცუდს არავინ არ ეჭვობდა. ხალხმა გზა გააგრძელა. ქალმა მამაკაცი მანქანაში ჩასვა, თვითონაც დაჯდა რულზე და წავიდნენ. ერთი წამის შემდეგ ტაქსი მოვიდა, რომელიც მამაკაცმა გამოიძახა.

 სცენა 4 

დრო - იგივე ღამეა

მდებარეობა - მიტოვებული , უცნობი შენობა

უგონო კაცს ხელბორკილებით რკინის სკამზე არის მიბმული. ქალმა კაცს წყალი შეასხა. მამაკაცი გონს მოეგება. ის ცდილობს სივრცეში ორიენტირებას. კაცმა ირგვლივ მიმოიხედა. ქალი სკამს იღებს და მის წინ ჯდება . 

კაცი

"სად ვარ? რატომ ვარ მიბმული?! ვინ ხარ შენ? რა გჭირდება?”

ქალმა არ უპასუხა. მან ძალიან მშვიდად მაგრამ სწრაფად ამოიღო სიგარეტის კოლოფი და სიგარეტს მოუკიდა. კაცს პირდაპირ თვალებში უყურებდა, როცა მამაკაცი თავის დაღწევას ცდილობდა .

კაცი

„მიშველეთ ! ვინმემ ! მიშველეთ ხალხო !!! აააააააა

 

კაცი მიხვდა, რომ არავინ დაეხმარება. ირგვლივ არავინ იყო. მაყურებელი ხედავს, რომ მიტოვებული სახლი ქალაქგარეთ არის.  10 კილომეტრში არც ერთი ადამიანი არ არის. კაცმა ყვირილი შეწყვიტა.

 კაცი

რა გინდა ჩემგან? საფულე პალტოშია, მარჯვენა ჯიბეში. საფულე კიდევ უფრო ძვირია. აიღე და გამათავისუფლე. 

ქალმა კაცს აჩვენა, რომ საფულე უკვე ჰქონდა. ქალმა საფულე გახსნა . პირადობის მოწმობა ამოიღო,  სადაც კაცის სახელი და გვარი ეწერა. ქალმა ხელის მსუბუქი მოძრაობით გადააგდო დოკუმენტი

 კაცი

„რას აკეთებ ? » 

ქალმა ამოიღო და გადააგდო მართვის მოწმობა. ქალმა სავიზიტო ბარათი ამოიღო, სადაც ეწერა, რომ მამაკაცი ადვოკატია. შემდეგ ქალმა პატარა ხატი ამოიღო. ქალმა ირონიულად შეხედა და ჯიბეში ჩაიდო. კაცს არაფერი უთქვამს . და ბოლო რაც ამოიღო ქალმა. ეს იყო მისი ცოლისა და შვილის ფოტო. ქალმა ირონიულად ჩაიცინა. ამ სიცილის აზრი ვერ გაიგო კაცმა .

 ქალი

სულ ცოტას მაინც ნანობ? 

კაცი

რა? ვნანობ? რატომ… რაზე უნდა ვინანო ? 

ქალი

„ბოროტება, რაც  ჩაგიდენია”

 კაცი

„ბოროტება? კი, თანახმა ვარ, მე არ ვარ წმინდანი. მაგრამ ვერ წარმომიდგენია რა დავაშავე ასეთი 

ქალმა ტელეფონი ჯიბიდან ამოიღო .

 კაცი

 არ ვიცი რა გინდა ჩემგან, მაგრამ შენ ჯერ არაფერი დაგიშავებია, რისი გამოსცორებაც არ შეგიძლია. 

ქალი ტელეფონში რაღაცას ეძებს . 

კაცი

უბრალოდ გამიშვი, აიღე ფული და სამუდამოდ დავშორდებით. ჩავთვალოთ რომ იყო საშინელი სიზმარი.

 

                                                                                                                                                        კაცმა ჩაიცინა .

 კაცი

გთხოვ ... ცოლი მყავს ... გოგო ... პატარა რვა წლის .

 ქალი

 ცხრის, უფრო სწორად

 კაცი .

აჰ... რა? 

ქალი

ცხრის არის გოგო. და ის ძალიან ლამაზია. კარგი ფოტოა. ცოლიც ულამაზესი.

 კაცი

ღვთის გულისათვის. მათ არ შეეხოთ. გთხოვთ! ყველაფერს გავაკეთებ.

 ქალი

შენ უკვე ყველაფერი გააკეთე. მართლა მაგრად გიშრომია.

 კაცი

რა? რა გავაკეთე? 

ქალი მას ტელეფონის ეკრანს აჩვენებს. მაყურებელი ვერ ხედავს რა არის ეკრანზე. მამაკაცის სახე ნელ-ნელა იცვლება. მამაკაცი გაქვავდა. შიშის განცდა სიბრაზემ შეცვალა. 

ქალი

აქ მთელი ფოტო-ალბომი მაქვს. ამ ფოტოებზე თითქოს პატარა ანგელოზი ჯოჯოხეთში ეშმაკებმა აწამეს.

 კაცი

ამ მეძავმა გამოგაგზავნა? მან ციხეში ვერ ჩამსვა ამიტომ გამოგაგზავნა რომ შემაშინო. და ეს არის მადლიერება იმის გამო, რომ მე ვაჭმევდი მას და მის ქალიშვილს. უთხარი ამ ძუკნას, აიყვანოს თავისი ნაბოზარი და წავიდეს იმ საწყალ თაღლითთან, ვისგანაც გააჩინა. თუ, რა თქმა უნდა, ახსოვს ვინ არის. 

ქალმა მოულოდნელად ჩექმიდან დანა ამოიღო და მამაკაცს ყელი გამოჭრა ერთი ხელის მოსმით. კაცს სისხლი სდის ყელიდან. ქალი უჭურებს როგორ იცლება კაცი სისხლისგან. ქალმა სიგარეტი ჩააქრო. სიგარეტის ნამწვავს ცხვირსახოცში ახვევს და მიდის. მამაკაცი სკამზე დაბმული დარჩა . 

სცენა 5

 დრო - დილით ადრე

მდებარეობა - მანქანა , გზა , სასაფლაო უნივერსიტეტის ქუჩაზე . 

ცარიელ ქუჩებში ქალი მანქანით მიდის. მზე ჯერ არ ჩანს. ქალი სასაფლაოზე მიდის. მანქანიდან გადმოდის და მიდის სასაფლაოს ტერიტორიაზე. ქალი გადის საფლავებთან. აღწევს კონკრეტულს. საფლავი ორადგილიანია, მაგრამ მხოლოდ ერთი ადგილი დაკავებულია. საფლავის ქვაზე არის ქალის ქმრის ფოტო. ქალი ძალიან დაღლილი დაჯდა 

ქალი

მინდა რომ იცოდე. ძალიან მიხარია, მიხარია რომ მე ეს გავაკეთე. ისევ გავაკეთებდი. იცოდე ჯერ არ დავასრულე. კიდევ ბევრს გამოგიგზავნი. არ ვიცი არსებობს თუ არა ჯოჯოხეთი, მაგრამ თუ არის, იმედია წამებაში ხარ შენ და შენნაირი ნაბიჭვრები. და თუ არა , მაშინ მაინც ჭიების საკვებად ვარგიხართ. 

სცენა 6 

დრო - დილა .

მდებარეობა - ქალის ბინა . 

ქალი ბინაში შედის და ხედავს, რომ ბავშვებს ჯერ კიდევ სძინავთ. ქალი ვერ ძღება მათი ყურებით. შემდეგ კადრში ქალი გადაღლის მიუხედავად სამზარეულოში საუზმეს უმზადებს ბავშვებს.






ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი