საქართველოს უნივერსიტეტის კულინარიის აკადემიამ „არს გუსტო”, მსოფლიოში წამყვან უმაღლეს სასწავლებელთან — ALMA - Scuola Internazionale di Cucina Italiana — ოფიციალური მემორანდუმი გააფორმა. ეს თანამშრომლობა ჩვენს რეგიონში პროფესიული განათლების სტანდარტებს ფუნდამენტურად ცვლის. ამიერკავკასიაში UG კულინარიის აკადემია ერთადერთი ინსტიტუციაა, რომელიც სტუდენტებს უმაღლესი დონის ევროპულ პლატფორმებსა და ავთენტურ საერთაშორისო ასპარეზს სთავაზობს.
ALMA - Scuola Internazionale di Cucina Italiana გასტრონომიულ სამყაროში უპირობო ავტორიტეტით სარგებლობს. ის იტალიაში, პარმას რეგიონში, ისტორიულ Reggia di Colorno-ს დიდებულ სასახლეში მდებარეობს. ეს სასწავლებელი მსოფლიოში იტალიური გასტრონომიული მემკვიდრეობის ცენტრად მიიჩნევა.
სკოლის საგანმანათლებლო კურსებსა და მეთოდოლოგიას სათავეში ლეგენდარული შეფ-მზარეულების საბჭო უდგას. დღეს ALMA მსოფლიო კლასის პროფესიონალებს, მიშლენის ვარსკვლავის მფლობელ შეფებსა და წარმატებულ რესტორატორებს ზრდის. სწორედ ამ გლობალურ გასტრონომიული სასწავლებლის პარტნიორთა რიგებშია საქართველოს უნივერსიტეტის, კულინარიული აკადემია "არს გუსტო".
ALMA-ს საგანმანათლებლო მეთოდოლოგია მხოლოდ რეცეპტების შესწავლას არ გულისხმობს. მისი ფილოსოფიის საფუძველი იტალიური პროდუქტების კულტურის, ნიადაგის, ტრადიციისა და ინოვაციების ღრმა გაცნობიერებაა. სასწავლებელს მჭიდრო კავშირი აქვს იტალიის სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან, რაც საგანმანათლებლო პროგრამების მუდმივ მოდერნიზაციას განაპირობებს. ყოველწლიურად ამ კედლებში მსოფლიოს 50-ზე მეტი ქვეყნიდან ჩამოსული ათასობით სტუდენტი იტალიური კულინარიის საიდუმლოებებს ეუფლება.
თავისხმრივ დადებული პარტნიორობა მოიაზრებს სტუდენტებისთვის, გაცვლითი პროგრამების შეთავაზებას თუ პრაქტიკული ინტენსიური კურსების გაძლიერებას, ორმხრივ რეჟიმში, ამასთან ევროპულ საგანმანათლებლო ექსპედიციაში გამგზავრება და კოლორნოს დიდებულ სასახლეში სწავლის გაგრძელება მხოლოდ ჩვენი აკადემიის ყველაზე წარმატებულ, მაღალი რეიტინგის მქონე და გამორჩეულ სტუდენტებს შეეძლებათ.
საქართველოს უნივერსიტეტის, კულინარიული აკადემია "არს გუსტო" განსაკუთრებულ მადლობას უხდის, იტალიის კულინარიის საერთაშორისო სკოლის ALMA საგარეო ურთიერთობების მენეჯერ (External Relations Manager / Responsabile Relazioni Esterne) ქალბატონ კანდიდა დ'ელიას (Candida D'Elia) და საგანმანათლებლო და პროექტების მენეჯერ Educational & Project Manager) ბატონ ალმოს გალეოტის / Álmos Galeotti, რომელთა დახმარებიდაც დღეს, აკადემია "არს გუსტო" და ALMA პარტნიორები არიან - მსოფლიო კულინარიის განვითარების ფეხდაფეხ.
გაცნობებთ, რომ არს გუსტოს საშემოდგომო ნაკადისთვის სწავლა იწყება 15 სექტემბერს.
საბუთების მიღება დაიწყო.
დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ: ug.edu.ge/en/ars-gusto
საკონტაქტო ელ. ფოსტა: info@arsgusto.ge
საკონტაქტო ტელ. ნომერი: 599722560
მისამართი: ქ. თბილისი, მირიან მეფის 21