„საქართველოს უნივერსიტეტი“

ჯანმრთელობის მეცნიერებების სკოლა

სარეზიდენტო პროგრამა

შესავალი

საქართველოს უნივერსიტეტის ჯანმრთელობის მეცნიერებების სკოლის ფარგლებში სარეზიდენტო პროგრამა განკუთვნილია უმაღლესი სამედიცინო განათლების მქონე დიპლომირებული სპეციალისტებისათვის, მედიცინის ფაკულტეტის კურსდამთავრებულთათვის, რომელთაც  ჩააბარეს დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდა.

რეზიდენტურაში ჩარიცხვა ხორციელდება ყოველწლიურად სარეზიდენტო პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების მიერ გამოცხადებული კონკურსის საფუძველზე. პროგრამის წარმატებით დაძლევის წინაპირობას წარმოადგენს დიპლომამდელი სამედიცინო განათლების ეტაპზე მიღებული ცოდნა და უნარ-ჩვევები.

მედიცინის სხვადასხვა სპეციალობაში დიპლომისშემდგომი პროფესიული მზადების სახელმწიფო აკრედიტებული პროგრამებით მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მზადების ხელშეწყობა ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ხორციელდება.

სარეზიდენტო პროგრამის ზოგადი მიზნები:

  • პროფესიული განვითარება: რეზიდენტები ჩამოყალიბდნენ პროფესიონალებად, რომლებიც აღჭურვილნი იქნებიან საჭირო ცოდნით, უნარებითა და კომპეტენციებით
  • ინტენსიური სწავლება: უზრუნველყოფილი იყვნენ ( დილის კონფერენციებზე დასწრება, კონფერნეციებზე, ვორქშოფებზე აქტიური მონაწილეობა, კლინიკური ქეისების წარდგენა) გაიღრმავონ თეორიული ცოდნა და პრაქტიკული უნარები
  • უნარების გაღრმავება: რეზიდენტების კლინიკური, პრაქტიკული და სპეციფიკური კომპეტენციების განვითარება და დახვეწა (კონკრეტული მიმართულებით) რაც მათ საშუალებას მისცემს უზრუნველყონ პაციენტის ოპტიმალური მოვლა.
  • პროგრესული და სისტემატური განვითარება: მრავალფეროვანი, პროგრესული და სისტემატური სასწავლო-პრაქტიკული გარემოს შეთავაზება, რაც საშუალებას იძლევა თანდათანობით დაეუფლონ კომპლექსურ სამედიცინო პროცედურებსა და პრაქტიკას.

რეზიდენტურის პროგრამის ზოგადი ამოცანები:

  • თეორიული ცოდნის გამოყენება: რეზიდენტებს უნდა შეეძლოთ დიპლომამდელი განათლების დროს მიღებული თეორიული ცოდნის ინტეგრირება და გამოყენება რეალურ კლინიკურ შემთხვევებში.
  • კლინიკური ცოდნა: რეზიდენტებმა უნდა გამოამჟღავნონ ცოდნა პაციენტის შეფასებაში, დიაგნოსტიკაში, მკურნალობის დაგეგმვასა და განხორციელებაში, რაც უზრუნველყოფს პაციენტის ოპტიმალურ გამოსავალს.
  • კომპეტენციების განვითარება: რეზიდენტურის დასრულებისთვის რეზიდენტებმა უნდა აითვისონ სპეციფიკური კომპეტენციები, რომლებიც აუცილებელია მათი არჩეული სპეციალობის დაუფლებისათვის.
  • კვლევა და უწყვეტი სწავლა: აუცილებელია რეზიდენტების ჩართულობა სამედიცინო/სამეცნიერო კვლევებში, ასევე უწყვეტი სამედიცინო და პროფესიული განათლების მიმართულებით, რათა ხელი შეეწყოს მათ კარიერულ წინსვლას.
  • უცხოელ კოლეგებთან თანამშრომლობა: მნიშვნელოვანია რეზიდენტების ხელშეწყობა ჯანდაცვის სხვა პროფესიონალებთან ერთობლივი მუშაობის უნარ-ჩვევების გამომუშავებისათვის, საკუთარი მიღწევების წარდგენისათვის საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში.
  • ეთიკური და პაციენტზე ორიენტირებული ზრუნვა: მნიშვნელოვანია რეზიდენტების ცოდნის ამაღლება მედიცინის ეთიკური ასპექტების გაძლიერების კუთხით.
  • ადაპტირება: საჭიროა რეზიდენტების მომზადება სწრაფად განვითარებად სამედიცინო სფეროსთან ადაპტაციის და პრობლემის გადაჭრის მოქნილობის უზრუნველყოფის მიზნით.
  • კომუნიკაცია: რეზიდენტების კომუნიკაციის უნარების გაუმჯობესება, რათა უზრუნველყონ ეფექტური კომუნიკაცია პაციენტებთან, პაციენტის ოჯახის წევრებთან და კოლეგებთან.

საქართველოს უნივერსიტეტის ჯანმრთელობის მეცნიერებების სკოლის  რეზიდენტურის პროგრამა „დერმატო-ვენეროლოგია“ აკრედიტებულია ეროვნული აკრედიტაციის კომისიის მიერ და ასევე, ადაპტირებულია ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების (Yeditepe, Istinye, Medipol) რეზიდენტურის შესაბამის პროგრამებთან.

სარეზიდენტო პროგრამის დებულება

“საქართველოს უნივერსიტეტი“-ს ჯანმრთელობის მეცნიერებების სკოლის სარეზიდენტო პროგრამა

ალტერნატიული დიპლომისშემდგომი განათლების მიღების მიზნით კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს პირს, რომელმაც ერთიან დიპლომისშემდგომ საკვალიფიკაციო გამოცდაზე მოიპოვა 170 ქულა ან მეტი და აქვს მაძიებლის დამადასტურებელი სახელმწიფო მოწმობა.

კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს: ა) აკრედიტირებული უმაღლესი სამედიცინო საგანმანათლებლო დაწესებულების კურსდამთავრებულ დიპლომირებულ მედიკოსს, რომელმაც დადგენილი წესის მიხედვით ჩააბარა ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდა და მიიღო სპეციალობის მაძიებლის დამადასტურებელი მოწმობა ან/და შესაბამისი ცნობა; ბ) სერტიფიცირებულ ექიმ-სპეციალისტს, რომელსაც სურს მოიპოვოს ახალ საექიმო სპეციალობაში დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლება; გ) პირს, რომელსაც უმაღლესი სამედიცინო განათლება მიღებული აქვს საზღვარგარეთ და მისი დიპლომი აღიარებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

სარეზიდენტო პროგრამის ხელმძღვანელი - ნატო დურგლიშვილი MD, PhD

Responsive image

ჯანმრთელობის მეცნიერებების სკოლის სრული პროფესორი, საქართველოს უნივერსიტეტი

ნატო დურგლიშვილი არის ჯანმრთელობის მეცნიერებების სკოლის სრული პროფესორი საქართველოს უნივერსიტეტში. მისი პროფესიული საქმიანობა მოიცავს აკადემიურ სწავლებას, სამეცნიერო კვლევასა და მტკიცებულებებზე დაფუძნებული მიდგომების განვითარებას ადამიანის ჯანმრთელობის დაცვისა და კეთილდღეობის გაუმჯობესების მიზნით.

იგი არის საერთაშორისო და ეროვნული პროფესიული ორგანიზაციების აქტიური წევრი, მათ შორის სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო კავშირის (IUSTI), ევროპის დერმატოლოგიისა და ვენეროლოგიის აკადემიის (EADV) და საქართველოს დერმატოვენეროლოგთა ასოციაციის გამგეობის წევრი.

ნატო დურგლიშვილს აქვს 30-ზე მეტი სამეცნიერო პუბლიკაცია გამოქვეყნებული როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივ რეფერირებად ჟურნალებში. იგი აქტიურად მონაწილეობს როგორც საერთაშორისო, ისე ეროვნულ სამეცნიერო კონფერენციებში, მომხსენებლისა და მონაწილის სტატუსით.

მას აქვს მრავალწლიანი გამოცდილება სახელმწიფო და საერთაშორისო პრევენციულ პროგრამებში მონაწილეობით, განსაკუთრებით აივ/შიდსისა და სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების პრევენციისა და მაღალი რისკის ჯგუფების კვლევების მიმართულებით, რომლებიც განხორციელდა გლობალური ფონდის მხარდაჭერით.

მისი პროფესიული ინტერესები მოიცავს ადამიანური რესურსების მართვას, ორგანიზაციულ განვითარებას, აკადემიურ საქმიანობასა და სტუდენტებთან და რეზიდენტებთან თეორიულ და პრაქტიკულ მუშაობას. ჯანმრთელობის მეცნიერებების სკოლაში იგი ასწავლის ადამიანის სხეულის სტრუქტურასა და ფუნქციას, პათოლოგიასა და დერმატოვენეროლოგიას.

სარეზიდენტო პროგრამის სუპერვაიზერი - ცოტნე დადიანი M.D. (იხილეთ CV)

Responsive image

მეან-გინეკოლოგი და ენდოსკოპიური ქირურგი. ამჟამად მუშაობს საქართველოს უნივერსიტეტში მოწვეული პედაგოგისა და სარეზიდენტო მიმართულების სუპერვაიზერის პოზიციაზე.

მას გავლილი აქვს თეორიული და პრაქტიკული კურსები და ტრენინგები International Center of Endoscopic Surgery (CICE)-ში (Clermont-Ferrand, საფრანგეთი). იგი ასევე არის The European Academy of Gynaecological Surgery-ის (Leuven, ბელგია) გინეკოლოგიური ენდოსკოპიური ქირურგიის მიმართულების სპეციალისტი.

გარდა ამისა, გავლილი აქვს Observership გინეკოლოგიურ ქირურგიასა და რეპროდუქციულ მედიცინაში (Clermont-Ferrand, საფრანგეთი). კლინიკურ საქმიანობას ეწევა ჟორდანიას სამედიცინო ცენტრში, სადაც მუშაობს მეან-გინეკოლოგისა და ენდოსკოპიური ქირურგის პოზიციაზე.

სარეზიდენტო პროგრამები

ქ. თბილისი, მ. კოსტავას ქ. N77ა, I კორპუსი, ჯანმრთელობის მეცნიერებების სკოლა

საკონტაქტო პირები: 

  • ცოტნე დადიანი მობ: 555331222
  • ნატო დურგლიშვილი მობ: 593241010

E mail:

  • ts.dadiani@ug.edu.ge 
  • n.durglishvili@ug.edu.ge






ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი