ანა გაბუნია
ბიზნესის და ადმინისტრაციულ მეცნიერებათა სკოლა
ბეჟას პოლიტექნიკური უნივერსიტეტი, პორტუგალია, Erasmus+ პროგრამა
Erasmus-ის პროგრამის ფარგლებში პორტუგალიაში, IPbeja უნივერსიტეტში გატარებული ერთი სემესტრი ყველაზე დაუვიწყარი და შთამაგონებელი გამოცდილება იყო ჩემთვის.
ერთი სემესტრის განმავლობაში გავეცანი ევროპული სწავლების სტანდარტებს, ძალიან მრავალფეროვანი, საინტერესო და ინტერაქციული ლექციები გვიტარდებოდა დატვირთული პრაქტიკული სამუშაოებითა და გასვლითი ღონისძიებებით.
სხვადასხვა ქვეყნიდან სტუდენტების გაცნობა, მათი კულტურის შეცნობა და საქართველოს შესახებ ინფორმაციის გაზიარება ვფიქრობ ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი იყო ამ პროექტის. ამ პროექტმა ასევე მომცა საშუალება რომ მემოგზაურა პორტუგალიაში და იქაურ ტრადიციებს გავცნობოდი. დამოუკიდებლად ცხოვრებამ კი სრულიად შეცვალა ჩემი ცხოვრების სტილი და დამოკიდებულებები.
ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ამ შესაძლებლობისთვის საქართველოს უნივერსიტეტს, მათ გუნდს და ევროკავშირს ერასმუსის პროგრამის არსებობისთვის.