გაცვლითი პროგრამები
აღწერა |
საქართველოს უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო სტუდენტების სამსახური აცხადებს ინდივიდუალურ გაცვლით პროგრამას სტუდენტებისათვის კაუნასის ტექონოლოგიურ უნივერსიტეტში, ლიეტუვაში. პროგრამა მოიცავს სწავლების შემდეგ სფეროებს: ü ინფორმატიკა ü ლინგვისტიკა ü ფილოსოფია და ხელოვნება ü განათლების მეცნიერებები ü პოლიტიკური მეცნიერებები, სოციოლოგია და მართვა ü ბიზნესი და მენეჯმენტი ü ფინანსური აღრიცხვა ü საერთაშორისო ბიზნესი
იხილეთ უნივერსიტეტის ვებ-გვერდი - https://en.ktu.edu/
პროგრამის ფარგლებში შერჩეული სტუდენტები ისწავლიან კაუნასის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში 1 სემესტრის განმავლობაში (გაზაფხულის სემესტრი - 2020-2021 აკადემიური წელი)
გაცვლითი პროგრამა არ მოიცავს : · მგზავრობისა და ვიზის ხარჯებს · საცხოვრებლისა თუ სხვა ყოველდღიურ ხარჯებს
მაღალი აკადემიური მოსწრების შემთხვევაში საქართველოს უნივერსიტეტი სრულად დააფინანსებს საცხოვრებლის ხარჯებს.
|
სასწავლო შემოთავაზება |
კაუნასის ტექნოლოგიურ უნვიერსიტეტში არსებული ფაკულტეტებისა და საგნების ჩამონათვალი იხილეთ აქ: Ø ინფორმატიკის ფაკულტეტი : https://admissions.ktu.edu/wp-content/uploads/sites/299/2020/10/IF_20-21_Faculty_of_Informatics_SPRING.pdf Ø სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებებისა და ხელოვნების ფაკულტეტი: https://admissions.ktu.edu/wp-content/uploads/sites/299/2020/10/SHMMF_20-21_Faculty_of_Social_Sciences_Arts_and_Humanities_atnaujintas.pdf Ø ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი - https://admissions.ktu.edu/wp-content/uploads/sites/299/2020/10/EVF_School-of-Economics-and-Business_2020-2021.pdf
გაცვლითი სემესტრის დასრულების შემდგომ საგნების ჩათვლა მოხდება საქართველოს უნივერსიტეტის სისტემის მიხედვით, შესაბამისად საგნებს მიენიჭებათ საქართველოს უნივერსიტეტში შესაბამისი საგნისთვის მინიჭებული კრედიტების რაოდენობა.სტუდენტი მიმღებ უნივერსიტეტში არ იხდის სწავლის საფასურს, თუმცა საქართველოს უნივერსიტეტში ფარავს აღიარებული კრედიტების საფასურს.
მინიმალური კრედიტების რაოდენობა, რომელიც სტუდენტმა უნდა გაიაროს გაცვლითი სემესტრისას არის 18 ETCS (კაუნასის უნვერსიტეტის სისტემით), მაქსიმალური რაოდენობაა 33 ECTs.
|
საცხოვრებელი |
კაუნასის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტის სტუდენტებს შეუძლიათ ისარგებლონ უნივერსიტეტის სტუდენტების საერთო საცხოვრებლებით, რომლის დაახლოებითი ღირებულებაა 90-140 ევრო.
სტუდენტებს აქვთ უფლება ისარგებლონ საცხოვრებლის ნებისმიერი სხვა ფორმით სურვილის შემთხვევაში.
|
სწავლების ენა |
სტუდენტებს ეძლევათ საშუალება ისწავლონ კაუნასის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში ინგლისურ ენაზე. სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს საერთაშორისოდ აღიარებული ენის დამადასტურებელი სერტიფიკატი იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს უნივერსიტეტში არ აქვს დასრულებული ინგლისურის B2/2 დონე.
|
წარმოსადგენი საბუთები |
სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები ინგლისურ ენაზე: · სამოტივაციო წერილი · CV (Europass ფორმატი - https://europa.eu/europass/en/create-europass-cv) · მიმართვის წერილი შესაბამისი სკოლიდან (გთხოვთ, მიმართეთ შესაბამისი სკოლის ასისტენტს) · ინგლისური ენის დამადასტურებელი სერტიფიკატი ü CEFR B2 დონე ü IELTS 5.5 ან მეტი ü TOEFL IBT 70+ ü ან სხვა საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატი, რომელიც შეესატყვისება CEFR-ის B2 დონეს თუკი სტუდენტს დასრულებული აქვს B2/2 დონე საქართველოს უნივერსიტეტში, სერტიფიკატის წარმოდგენა არაა საჭირო · პირადობის დამადასტურებელი მოწმობა/პასპორტი (ელ.ვერსია)
|
აპლიკაციების მიღების ვადა |
სტუდენტმა საბუთები უნდა წარმოადგინოს ელექტრონული სახით 28 ოქტომბრის ჩათვლით შემდეგ მისამართზე: exchange@ug.edu.ge
|
საკონტაქტო პირი |
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ: ნუცა ვეფხვაძე +995 557747097
|