საქართველოს უნივერსიტეტისთვის პრაქტიკული სწავლა პრიორიტეტია, აქ არსებობს ყველანაირი შესაძლებლობა იმისათვის, რომ სტუდენტმა მიიღოს რეალური, პრაქტიკული გამოცდილება.

ნებისმიერი  სტუდენტს შეუძლია, ისარგებლოს საკუთარი სკოლის რესურსებით და განვითარდეს პროფესიულად.

იხილეთ ჩამონათვალი:

მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სკოლა

Idealab- სივრცე, სადაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია საინტერესო იდეის განხორციელების მიზნით თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება. ლაბორატორია აღჭურვილია ელექტრონული ინჟინერიის თანამედროვე აპარატურითა და  ინვენტარით. მსურველებს აქ დახვდებათ 3D პრინტერი, ლაზერული მჭრელი, CNC დანადგარი, ოსცილოგრაფი, სიგნალების გენერატორები, მულტიმეტრები, Ardunio და Raspberry მოდულები, სხვადასხვა ტიპის სენსორები.

UG Limes-სტუდენტები საკუთარი აპლიკაციების შექმნაზე მუშაობენ, ეუფლებიან რობო-ტექნიკის, ელექტრონიკისა და პროგრამირებისათვის საჭირო პრაქტიკულ და თეორიულ ცოდნას.

Cisco Academy-Cisco-ს აკადემიის CCNA (Cisco Certified Network Associate) კურსის გავლის შემდეგ, სტუდენტები სწავლობენ: მცირე და საშუალო ზომის კომპიუტერული ქსელების დაგეგმვას, ინსტალაციას და მართვას.

ფიზიკის ლაბორატორია- ლაბორატორიაში სტუდენტებს საშუალება აქვთ უშუალოდ ცდებზე დაკვირვებით შეისწავლონ ინჟინერიის საფუძვლები.

UG Lemondo- საქართველოს უნივერსიტეტი პირველი საგანმანათლებლო ცენტრია საქართველოში, რომელმაც მოიპოვა Apple iOS University Developer Program-ის წევრობა და ლიცენზია. საქართველოს უნივერსიტეტის UG Lemondo ტრენინგ ცენტრს საშუალება ეძლევა სტუდენტებს ასწავლოს iOS აპლიკაციების დეველოპმენტი iOS SDK-სა და სხვა Apple ტექნოლოგიების გამოყენებით. 

Microsoft IT Academy- საქართველოს უნივერსიტეტი ჩართულია Microsoft IT Academy პროგრამაში. სტუდენტებს დამატებითი საფასურის გადახდის გარეშე, ონლიან გამოცდის სისტემით, შეუძლიათ Microsoft-ის სხვადასხვა სერტიფიკატის აღება.

Mikrotik Academy- საქართველოს უნივერსიტეტი პირველი დაწესებულებაა საქართველოში, რომელმაც დაამყარა კავშირი MikroTik Corporation -თან საგანმანათლებლო კუთხით და დააარსა MikroTik Academy.

 

სამართლის სკოლა

მედიაციის მიმართულებით გაძლიერებული სწავლება - მსოფლიოში მედიაცია ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი დავის გადაჭრის ალტერნატიული გზაა. მიმდინარე ტრენდს საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტები არ ჩამორჩებიან და მედიაციას საერთაშორისოდ აღიარებული მეთოდებით სწავლობენ.

მედიაციის მიმართულებით სრულად დაფინანსებული 8 საერთაშორისო სტუდენტური კონკურსი წელიწადში - წარმატებული სტუდენტები, მედიაციის მიმართულებით,  საკუთარ შესაძლებლობებს წამყვანი ევროპული და ამერიკული უნივერსიტეტების წინააღმდეგ სრული დაფინანსებით ევროპის წამყვან ქვეყნებში ცდიან.

იმიტირებული სასამართლო დარბაზი - სტუდენტები პირველივე კურსიდან პრაქტიკულ უნარებს იმიტირებულ სასამართლო დარბაზში ეუფლებიან, სადაც ისინი სხვადასხვა როლს ირგებენ.

TOLES სამართლებრივი ინგლისურის შესწავლა - სამართლებრივი ინგლისური ენა ინტენსიურად ისწავლება სამართლის ყველა აკადემიურ პროგრამაში, რომელიც მსოფლიოში ერთადერთი საერთაშორისოდ აღიარებული სასერტიფიკატო პროგრამაა. მას სრულად წარმართავენ ამერიკელი, ბრიტანელი და კანადელი პროფესორები.

 უფასო იურიდიული დახმარების ცენტრი - სტუდენტები  ნამდვილ კლიენტებს ხვდებიან და ტრენერ-ადვოკატებთან ერთად მათ სამართლებრივ კონსულტაციას უწევენ.

 

სოციალურ მეცნიერებათა სკოლა

სატელევიზიო სტუდია UG TV და მედიაცენტრი- სატელევიზიო სტუდიაში სტუდენტები რეალურ ჟურნალისტურ საქმიანობას ახორციელებენ, როგორიცაა: გადაცემების ჩაწერა, რეპორტაჟების, მულტიმედია პროექტების შექმნა და სიუჟეტების მომზადება.

ფსიქოლოგიური მომსახურების და ანალიტიკის ცენტრი "კონტაქტი"-ცენტრში მსურველები ფსიქოლოგიურ კონსულტაციას გადიან, გარდა ამისა ისინი ერთვებიან ინიდივიდუალურ ჯგუფურ თერაპიაში და ესწრებიან მასტერკლასებს.

UG PR კლინიკა-სტუდენტები მუშაობენ კამპანიების შემუშავებაზე, ანტი-კრიზისული კომუნიკაციის სტრატეგიებზე და პოპულარიზაციის სხვადასხვა ტაქტიკებზე.

საერთაშორისო პოლიტიკის ანალიტიკური ცენტრი “ACIP” -ACIP დამოუკიდებელი, არაპარტიული და არაკომერციული ორგანიზაციაა, რომლის მიზანია: მსოფლიო პოლიტიკის საკითხების ანალიზი და საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში განათლების და კვლევის ხელშეწყობა.

ეთნიკურობისა და მულტიკულტურალიზმის შესწავლის ბიბლიოთეკა და რესურს ცენტრი- რესურს ცენტრის მიზანი ეთნოპოლიტიკა და ერის მშენებლობის პრობლემატიკის მიმართულებით კვლევის წახალისებაა.

 

ჯანმრთელობის მეცნიერებების სკოლა

UG დენტი / სტომატოლოგიური პრაქტიკული ლაბორატორია - სტომატოლოგიის სტუდენტები პრაქტიკულ ცოდნას სიმულაციურ ლაბორატორიაში ეუფლებიან და შემდეგ სტაჟირებას კლინიკა UGDent-ში გადიან. აღსანიშნავია, რომ UG დენტი აჭურვილია უახლესი ტექნიკით და მომხარებლებს დასავლური სტანდარტების სტომატოლოგიურ მომსახურებას სთავაზობს.

 სიმულაციური აფთიაქი - ფარმაციის პროგრამის სიმულაციური ბაზაა, სადაც სტუდენტები სიტუაციურ დავალებებს და კლინიკურ ქეისებს აანალიზებენ. გარდა ამისა, მათ შეუძლიათ ფარმაცევტული კომპიუტერული პროგრამების შესწავლა და გამოყენება.

სიმულაციური ჰოსპიტალი - აღჭურვილია თანამედროვე სამედიცინო-სასწავლო სიმულატორებით, მულტიფუნქციური მანეკენებითა და სამედიცინო ინვენტარით. რეალურთან მაქსიმალურად მიახლოებულ გარემოში სტუდენტები ეუფლებიან ისეთ პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს, როგორიცაა: პაციენტის მოვლა, ინფექციების მართვა, პერიფერიული ვენის კათეტერიზაცია, სასწრაფო გადაუდებელი დახმარების აღმოჩენა და ა.შ.

ოსკის/OSCE დარბაზი და ლაბორატორიები-აღჭურვილია სასწავლო თემატიკისთვის საჭირო ყველა მანეკენითა და ფანტომით, ასევე ოპტიკური და ცდებისთვის საჭირო აუცილებელი რეაქტივებით, ნიადაგებით, ინსტრუმენტებით, აპარატურით, რაც აუცილებელია პროცესებისა და სურათების ცოცხალი წარმოდგენისა და გააზრებისათვის.

 

ბიზნესის და ადმინისტრაციულ მეცნიერებათა სკოლა

ინოვაციების ცენტრი - საქართველოს უნივერსიტეტის ბაზაზე მოქმედებს ინოვაციების ცენტრი - UG Startup Factory, რომელიც სტარტაპერ სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს საკუთარი იდეა აქციონ რეალურ ბიზნესად და ინვესტორებისგან დაფინანსება მიიღონ. ინოვაციების ცენტრით სარგებლობა შეუძლია ყველას, მათ შორის სკოლის მოსწავლეებსაც.

საერთაშორისო სამუშაო გამოცდილება - ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამის სტუდენტები მუშაობენ ისეთ ორგანიზაციებთან, როგორებიცაა: Stanford University, Ferrero, Google, IBM, CA, Ferrari, Amadeus და სხვა. კომპანიები ახალგაზრდებს დაფინანსების მოპოვებაში ეხმარებიან.

DiscoverGeorgia-სთან თანამშრომლობა - ტურიზმის პროგრამის სტუდენტებისთვის, შესაძლებელია პრაქტიკული ცოდნა მიიღონ პირველივე კურსიდან და გაიარონ სტაჟირება, როგორც ტურისტულ სააგენტოში, აგრეთვე მუზეუმებსა თუ დაცულ ტერიტორიებზე, ამაში “Discover Georgia“-სთან გაფორმებული მემორანდუმი ეხმარებათ.

 

 

ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლა

UG Archiproject - საქართველოს უნივერსიტეტის ბაზაზე შექმნილი არქიტექტურული, ინტერიერისა და ექსტერიერის დიზაინზე მომუშავე კომპანიაა, რომლის დაკვეთებსაც სტუდენტები ლექტორების მენტორობით ახორციელებენ. სტუდენტები კი პროექტებში წამახალისებელ ჰონორარს იღებენ.

 ენების შემსწავლელი ლაბორატორია - ლაბორატორიაში სტუდენტები ინტერაქტიული დავალებების დახმარებით ინგლისურ და აღმოსავლურ ენებში კომპეტენციას იმაღლებენ.

 ირანის კაბინეტი - სტუდენტები აქტიურად ეცნობიან თანამედროვე ტიპის აღმოსავლურ სამეცნიერო ლიტერატურას. ასევე, მათ შეუძლიათ ქვეყნის შესახებ ცოდნის გაღრმავება და სპარსული ენის სრულყოფა.

უნივერსიტეტის არქეოლოგიური ბაზა და სამშვილდის არქეოლოგიური ექსპედიცია-  სამშვილდის ტერიტორიაზე უნივერსიტეტს აქვს კეთილმოწყობილი არქეოლოგიური ბაზა. არქეოლოგიის სტუდენტები, ადგილობრივ და საერთაშორისო ექპერტებთან ერთად, აქტიურად არიან ჩართულნი სამშვილდის ნაქალაქარის მეცნიერულ კვლევაში, სადაც ისინი იღებენ გამოცდილებას და პრაქტიკულ განათლებას. სტუდენტების მიერ აღმოჩენილი არტეფაქტები კი საუნივერსიტეტო მუზეუმშია დაცული.

 საერთაშორისო პრაქტიკები - არქეოლოგიის სტუდენტები საერთაშორისო ექსპედიციებშიც აქტიურად იღებენ მონაწილეობას. მათ შორის არის პერსეპოლისის ირანულ-იტალიური ექსპედიცია, სადაც სტუდენტები არქეოლოგიურ გათხრებს და საკონსერვაციო-კამერალურ სამუშაოებს აწარმოებენ. აღსანიშნავია, რომ საქართველოს უნივერსიტეტი პირველია საქართველოდან, რომელმაც მონაწილეობა მიიღო პერსეპოლისის გათხრებში.







ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge, ug@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge, ug@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი