საბაკალავრო პროგრამებზე პირველკურსელთა რეგისტრაცია 2026-2027
 
1. 2026-2027 სასწავლო წელს საქართველოს უნივერსიტეტში ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე, აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე (საბაკალავრო პროგრამებზე) სტუდენტთა ჩარიცხვის მიზნით ადმინისტრაციული რეგისტრაცია ხორციელდება ორ ეტაპად:
  • პირველი ეტაპი - ელექტრონული რეგისტრაცია - 1 სექტემბრიდან 4 სექტემბრის ჩათვლით;
  • მეორე ეტაპი - ხელშეკრულების გაფორმება და დოკუმენტების დედნების წარმოდგენა - 7 სექტემბრიდან 10 სექტემბრის ჩათვლით.
 
2. პირველ ეტაპზე, ადმინისტრაციული რეგისტრაციის გასავლელად, 1 სექტემბრიდან 4 სექტემბრის ჩათვლით, სტუდენტი მითითებულ ლინკზე https://registration.ug.edu.ge/ ტვირთავს შემდეგ დოკუმენტებს (ლინკი გააქტიურდება 1 სექტემბერს):
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (jpg.jpeg.png.gif.bmp.pdf.heic.heif.webp ფორმატში);
  • ატესტატი ან ატესტატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (jpg.jpeg.png.gif.bmp.pdf.heic.heif.webp ფორმატში)
  • საჭიროების შემთხვევაში სსმ ან შშმ პირის დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტი
  • სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ვაჟების შემთხვევაში) (jpg.jpeg.png.gif.bmp.pdf.heic.heif.webp ფორმატში)
  • თუ სტუდენტი არ არის სრულწლოვანი, ოფიციალური წარმომადგენლის მინდობილობა ან სტუდენტის დაბადების მოწმობა;
  • სწავლის საფასურის მეათედი ნაწილის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი. დაფინანსების შემთხვევაში - დაფინანსების შესახებ ოფიციალური წერილის ასლი ან ცნობა;
  • აკადემიური ფორმატის, 3X4,  თეთრ ფონზე გადაღებული 1 ბიომეტრული ფოტოსურატი (jpg.jpeg.png.gif.bmp.heic.heif.webp ფორმატში) ან შესაბამისი სპეციფიკაციების ფოტოს გადაღება შესაძლებელია უნივერსიტეტში ვიზიტის დროს.
 
3. რეგისტრაციის მეორე ეტაპზე, ადმინისტრაციული რეგისტრაციის დასასრულებლად სტუდენტი უნივერსიტეტში ვიზიტის დროს 7 სექტემბრიდან 10 სექტემბრის ჩათვლით წარმოადგენს შემდეგ დოკუმენტებს:
  • პირადობის ან პასპორტის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი;
  • სკოლის ატესტატის დედანი ან ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
  • სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი (ვაჟების შემთხვევაში);
  • წარმომადგენლის ან მინდობილი პირის შემთხვევაში წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან სტუდენტის დაბადების მოწმობა.
  • ხელს აწერს ხელშეკრულებას (არასრულწლოვანი სტუდენტის შემთხვევაში ხელშეკრულებას ხელს აწერს მშობელი ან კანონიერი წარმომადგენელი)
4. ადმინისტრაციული რეგისტრაციის მეორე ეტაპი განხორციელდება ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შემდეგ მისამართზე: კოსტავას ქ. 77ა, მეოთხე სასწავლო კორპუსი, საუნივერსიტეტო სერვისების სამსახური.
 
 
შენი პირველი საკონტაქტო პირი უნივერსიტეტში - MY UG მეგობარი
საქართველოს უნივერსიტეტი პირველკურსელ სტუდენტებს პერსონალიზებულ მხარდაჭერას სთავაზობს. ,,MY UG მეგობარი" არის პირველი საკონტაქტო პირი, რომელიც სტუდენტს უნივერსიტეტში ადაპტაციის პროცესში დაეხმარება და საჭირო ინფორმაციას მარტივად და სწრაფად მიაწვდის.
რეგისტრაციის პროცესის დასრულების შემდეგ თითოეულ პირველკურსელს ეყოლება მომსახურების მენეჯერი/MY UG მეგობარი, რომელიც პირველი სემესტრის განმავლობაში იქნება მისი ძირითადი მხარდამჭერი უნივერსიტეტში.
MY UG მეგობარი სტუდენტს დაეხმარება როგორც სასწავლო პროცესთან, ისე ადმინისტრაციულ საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის მოძიებასა და მიღებაში, ასევე გაუზიარებს მნიშვნელოვან შეხსენებებს სასწავლო პროცესთან და ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებულ ვადებზე, საგნების რეგისტრაციაზე, გამოცდებსა და სხვა საჭირო საკითხებზე.
პროექტის მიზანია, პირველკურსელებისთვის უნივერსიტეტში პირველი ნაბიჯები იყოს უფრო მარტივი, ორგანიზებული და კომფორტული. დეტალურ ინფორმაციას MY UG მეგობრის შესახებ მიიღებთ უნივერსიტეტში ვიზიტის დროს.
                                                                                               
გისურვებთ წარმატებებს!






ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი